* * *
მიხო და მარო იჩხუბებენ და გაბუტებიან... ცოტა ხანში მიხო ეუბნება:
- შარვალი გამიუთოვე!
- არა!
- საჭმელი მაინც მაჭამე, ქალო!
-არა!
- მამცემ?
- მარტო გადაკუზული..
- ეგრე რათა ვითომაო?
- იიი, მეხი კი დაგაყარე, შენი დანახვაც არ მინდა!
* * *
- ქალოოო, მოდი აქა!
- აჰაა, მოვედი!
- მოკიდე ხელი მეთქი!
- აჰაა, მოვკიდე!
- კარქა მოკიდეეე?
- ჰოო!
- მოუჭირე!
- მოვუჭირე!
- მაგარი არიიი?
- ჰოოო! არი!
- მერე, რამდენჯერ გითხრა, პური ცელოფანში ჩადე მეთქი!
* * *
მიხო და მარო პლიაჟზე წვანან. მიხოს ახალგაზრდა ქალებისკენ გაურბის თვალები.
- მეხი კი დაგაყარე მაგ თავზედა! - ბრაზობს მარო, - დაბერდი და თვალი მაინც ახალგაზრდა გოგოებისკენ გაგირბის?
- როგორ ქალო, ბებერ ხარს თოთო ბალახი კუჭს უშლის?
* * *
მეზობელი ეკითხება მიხოს:
- მიხო, შენი ძროხა მართლა 30 ლიტრს იწველება, ჯო, ერთ ჯერზე?
- მაა. - პასუხობს მიხო.
- როგორ ახერხებ, მითხარ რა!
- ლაპარაკი მუღამი მაქ მაგარი.
- მაინცა?
- შავდივარ ბოსელში და ვეუბნები ძროხასა: აბა, ჩემო ბოჩოლ, რა გვაქ დღეს, ბლომად რძე თუ ძროხის ხორცი?
* * *
კახელი საზამთროთი ვაჭრობს. მივიდა ერთი ლამაზი ქალი და ეკითხება:
- რა მოგცე ამ საზამთროში?
- ვაა, - დაიმორცხვა კახელმა, - ჯერ იმი თქმისა მრცხვენია, რა უნდა მამცე, მერე კიდენა, იმაი ვფიქრობ, დიდი კია, მარა ამ საზამთროში როგორ დავეტევით ორივენი?
* * *
მიხო პახმელიაზეა და მაროს გასძახებს - მოდი გადამაჯექიო...
- ადგომით შენ არ გიდგება და კრუხი ხო არა ვარ კვერცხებზე რო დავჯდეო?!
* * *
კახელი ლუვრს ათვალიერებს.
- რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? - ეკითხება გიდი.
- ვენერაი.
- რომ გაგატანოთ, წაიღებთ? - გაეხუმრა გიდი.
- რა ჩემ ფეხებად მინდა, რა! ძროხაი ეგ უხელოი ვერ მამიწველის და ვირ ჩემი ხელებითაც ვიჭერ.
* * *
მარომ პოლიციაში ქმარს უჩივლა, უმიზეზოდ მცემსო. დაიბარეს მისი ქმარი და ხელწერილი დააწერინეს. 1 თვის შემდეგ მაროს ეკითხებიან: კიდევ ხომ არ გცემს ქმარი უმიზეზოდო?
- არა, ახლა მიზეზ ვაძლევ ხოლმე. - პასუხობს მარო.
* * *
- მიხო, მე რო ზღვაში ვიხრჩობოდე, რას იზამ? - ამოწმებს ცოლი მიხოს.
- მაშველ დავუძახებ.
- მაშველი თუ ვერ ნახე?
- პატრულ გამოვიძახებ.
- პატრულმაც თუ არ გიპასუხა?
- ვახ, კაცო! რას იხრჩობი ამოტოლა უსაშველოსა?!
* * *
ყაჩაღებმა კახელი ცოლ-ქმარი დაიჭირეს.
- შენ რა გქვია? - ეკითხება ცოლს ატამანი.
- მარო.
- კარგი, შენ ხელს არ გახლებ, დედაჩემსაც მარო ერქვა, შენ რაღა გქვია? - მიუბრუნდა ქმარს.
- მე მიხოი, მარა ბალღობაში გარეგნობით ძაან ვგავდი დედითქვენსა...
* * *
კახელი რესტორანში ქეიფობს.
- ეხლა ეს ხაშლამა გაიტანე და ცოტა გრილი შამაიტა! - ეუბნება ოფიციანტს.
- ცხელი არ მოგწონთ, ბატონო?
- არა, აჩკები დემეორთქლა, გოო!
* * *
კახელი მაღაზიაში შედის:
- შამპუნი მინდა.
- გვაქვს კვერცხის, ჭინჭრის, გვირილის, ნუშის... თქვენ რომელი გნებავთ?
- საზამთროსი.
* * *
- გოო, შენა ჩემამდე სექსი გქონია? - ეკითხება მიხო ახალშერთულ ცოლს.
- არა. შენა?
- მე კი. - გაწითლდა მიხო, - იყოი ბოსელში თავისთვინა, შენ რას გიშლის?
* * *
მიხო "მერსედესს" ყიდულობს:
- რამდენ ბენზინ ხარჯავს, ჯო, კილომეტრზედა?
- ერთ კოვზს.
- ჩაისა თუ სუფრისა?
* * *
- ბალღო, რა სიტყვებ ხმარობ? ბომბიო, ტანკიო, გრანატაო... გინდა პატრულმა დაგიჭიროი? - ეუბნება კახელი შვილიშვილს.
- ეგ სიტყვები მე კი არა, ჰიტლერმა თქვა.
- არ დაგინახო, მაგ ჰიტლერთან თამაშობდე, თორე თავ წაგაცლი, იცოდე!
ავტორი: ემილი. |