მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2015    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ნაყინის ტორტი

სანამ ნაყინის ტორტის მომზადებას გადაწყვეტთ, შრომა წყალში რომ არ ჩაგეყაროთ, დარწმუნდით, რომ საყინულეში მისთვის საკმარისი ადგილი გაქვთ.

ვანილის ნაყინის მომზადება:

ამისათვის დაგჭირდებათ 500 მლ სქელი ნაღები,
400 მლ შესქელებული რძე (ე.წ. "სგუშონი"),
ვანილი - 1 პაკეტი.

ნაღები ვთქვიფოთ მიქსერით სანამ ჰაეროვან ღრუბლისებრ მასას არ მივიღებთ. ამის შემდეგ ნელ-ნელა შევურიოთ შედედებული რძე, ვანილი და კარგად გავთქვიფოთ. თქვენი ნაყინი მზადაა გასაცივებლად.

ამის შემდეგ გადაანაწილეთ ის 3 კონტეინერში. 1 ნაწილს შეურიეთ მოხალული, წვრილად დაჭრილი 150 გრ ნიგოზი და დაფხვნილი 150 გრ ორცხობილა,  მეორე ნაწილს - 50 გრ შაქართან ერთად ბლენდერში გათქვეფილი 300 გრ ჟოლო (ან ჟოლოს ჯემი), მესამე ნაწილი კი ისე დატოვეთ, როგორც არის და საყინულეში შედგით რამდენიმე საათით.

დროის მოგების მიზნით ტორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღაზიაში ნაყიდი 1 კგ მზა ნაყინიც.

 

შევუდგეთ ტორტის მომზადებას: 

ტორტის გასაფომებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ: შოკოლადი, სეზამის მარცვლები, ბანანი, ალუბალი, ჟოლო, კენკრა ან რომელიმე სხვა ხილი, რაც მოგეპოვებათ.

საყინულედან გამოვიღოთ ნაყინი, ცოტა დავარბილოთ, გადავზილოთ, რომ მოქნილი გახდეს ტორტის მოსართავად და მოვათავსოთ ცალ-ცალკე ტორტის მოსართავ ტომრებში. მათი საშუალებით ნაყინის პირველი და მეორე ნაწილი გაანაწილეთ 25 სმ-ის დიამეტრის ლანგარზე თხელ ფენებად, - ჯერ ერთი ფენა, შემდეგ მეორე და ა.შ. სანამ ნაყინი არ გამოგელევათ. ზემოდან დანით შეასწორეთ რომ მრგვალი ბისკვიტის ფორმა მისცეთ.

ამის შემდეგ მოაწყვეთ თავზე ხილი.

ტორტის მოსართავ ტომარაში ამჯერად მოათავსეთ ნაყინის დარჩენილი მესამე ნაწილი და ყვავილების ფორმის მოსართავით მორთეთ ზემოდან და გვერდებზე ტორტი, ბოლოს მოაყარეთ დახეხილი შოკოლადი ან სეზამის მარცვლები და შედგით საყინულეში სანამ კარგად არ გაიყინება.

1-2 საათში თქვენი თვალწარმტაცი და უგემრიელესი ნაყინის ტორტი მზად იქნება სტუმრების გასაოცებლად და აღსაფრთოვანებლად.

გემრიელად მიირთვით!

პერლა გისურვებთ მხიარულ ზაფხულს!

 

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         
თამუნა ახალკაცი
(2011-08-14 13:32:03)

აუუუ რა გემრიელი ჩააანს :)

tiniko anasashvili
(2011-08-04 01:10:57)

mec mindaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

 

ninikela baia
(2011-07-31 21:33:16)

auuuuuuuufffff........... mindaaaaaaaaaaaalt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO