სანამ ნაყინის ტორტის მომზადებას გადაწყვეტთ, შრომა წყალში რომ არ ჩაგეყაროთ, დარწმუნდით, რომ საყინულეში მისთვის საკმარისი ადგილი გაქვთ.
ვანილის ნაყინის მომზადება:
ამისათვის დაგჭირდებათ 500 მლ სქელი ნაღები, 400 მლ შესქელებული რძე (ე.წ. "სგუშონი"), ვანილი - 1 პაკეტი.
ნაღები ვთქვიფოთ მიქსერით სანამ ჰაეროვან ღრუბლისებრ მასას არ მივიღებთ. ამის შემდეგ ნელ-ნელა შევურიოთ შედედებული რძე, ვანილი და კარგად გავთქვიფოთ. თქვენი ნაყინი მზადაა გასაცივებლად.
ამის შემდეგ გადაანაწილეთ ის 3 კონტეინერში. 1 ნაწილს შეურიეთ მოხალული, წვრილად დაჭრილი 150 გრ ნიგოზი და დაფხვნილი 150 გრ ორცხობილა, მეორე ნაწილს - 50 გრ შაქართან ერთად ბლენდერში გათქვეფილი 300 გრ ჟოლო (ან ჟოლოს ჯემი), მესამე ნაწილი კი ისე დატოვეთ, როგორც არის და საყინულეში შედგით რამდენიმე საათით.
დროის მოგების მიზნით ტორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღაზიაში ნაყიდი 1 კგ მზა ნაყინიც.
შევუდგეთ ტორტის მომზადებას:
ტორტის გასაფომებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ: შოკოლადი, სეზამის მარცვლები, ბანანი, ალუბალი, ჟოლო, კენკრა ან რომელიმე სხვა ხილი, რაც მოგეპოვებათ.
საყინულედან გამოვიღოთ ნაყინი, ცოტა დავარბილოთ, გადავზილოთ, რომ მოქნილი გახდეს ტორტის მოსართავად და მოვათავსოთ ცალ-ცალკე ტორტის მოსართავ ტომრებში. მათი საშუალებით ნაყინის პირველი და მეორე ნაწილი გაანაწილეთ 25 სმ-ის დიამეტრის ლანგარზე თხელ ფენებად, - ჯერ ერთი ფენა, შემდეგ მეორე და ა.შ. სანამ ნაყინი არ გამოგელევათ. ზემოდან დანით შეასწორეთ რომ მრგვალი ბისკვიტის ფორმა მისცეთ.
ამის შემდეგ მოაწყვეთ თავზე ხილი.
ტორტის მოსართავ ტომარაში ამჯერად მოათავსეთ ნაყინის დარჩენილი მესამე ნაწილი და ყვავილების ფორმის მოსართავით მორთეთ ზემოდან და გვერდებზე ტორტი, ბოლოს მოაყარეთ დახეხილი შოკოლადი ან სეზამის მარცვლები და შედგით საყინულეში სანამ კარგად არ გაიყინება.
1-2 საათში თქვენი თვალწარმტაცი და უგემრიელესი ნაყინის ტორტი მზად იქნება სტუმრების გასაოცებლად და აღსაფრთოვანებლად.
გემრიელად მიირთვით!
პერლა გისურვებთ მხიარულ ზაფხულს!
ავტორი: ემილი.
|