ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვთ? ყოველთვის რაღაც გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ არასოდეს გრჩებათ თავისუფალი დრო.. მოუცლელობისა და დროის უკმარისობის მიზეზი, ბევრი საქმე კი არა, დროის არასწორი განაწილებაა. თუ დროს სათანადოდ განსაზღვრავთ და პრიორიტეტებსაც სწორად გადაანაწილებთ, გაცილებით მეტი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ საკუთარი თავის თუ ახლობელი ადამიანებისათვის.
შეეცადეთ იპოვოთ მიზეზი რის გამო ხართ ყოველთვის სტრესში, სულ ,,გადარბენაზე,, და რატომ არასოდეს გყოფნით დრო. იქნებ რამდენიმე რჩევით დაგეხმაროთ კიდეც..
2 წუთის პრინციპი თუ საქმე 2 წუთს მოითხოვს, გააკეთეთ ის მაშინვე. ნუ გადადებთ თუნდაც 5 წუთით. მალე მისი გაკეთება დაგავიწყდებათ და ისიც მიემატება დაუსრულებელი საქმეების რიცხვს. ამით კვლავ დაგეუფლებათ საკუთარი თავის სიბრალულის გრძნობა: ,,რა მეშველება, რა მოუცლელი ვარ, არაფრისთვის დრო არ მრჩებაო,,
ჩაინიშნეთ გეგმა დაგეგმეთ ყველა შესასრულებელი საქმე წინასწარ. თუ გიჭირთ გეგმის დამახსოვრება, აუცილებლად ჩაინიშნეთ ის დღიურში ან ტელეფონში. თუ რომელიმე საქმე გამოტოვეთ, გადაანაცვლეთ ის გრაფიკში და არ ამოაგდოთ საერთოდ. გრაფიკიდან ამოგდებით იმას მიაღწევთ, რომ საერთოდ დაგავიწყდებათ მისი გაკეთება.
ისწავლეთ საგნების მოწესრიგება ნუ დაყრით ნივთებს უწესრიგოდ. დაალაგეთ ისინი ისე, რომ ყველაფერს ხედავდეთ და ერთმანეთის ქვეშ არაფერი იმალებოდეს. თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, ჯობია პატარა ფურცელზე დააწეროთ და ზედ გააკრათ. მაგალითად: ,,სასწრაფოდ გადასახედი,, ,,ვაიმე, ეს კიდევ აქ დევს? სასწრაფოდ უნდა მივიტანო ბუღალტერიაში,, ,,ეს მოხსენება ალბათ თავისით არ დაიწერება, თანაც ვადა 14 აპრილამდეა,,..
,,რას ველოდები?,,
შეიძლება თქვენ არ დაგავიწყდეთ რა გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ სხვებმა დაგიგვიანონ პასუხი. ამიტომ ყოველთვის ჩაინიშნეთ არა მხოლოდ გასაკთებელი საქმე, ასევე ,,რას ველოდები,,: ,,ზარს სადაზღვევო აგენტისგან,, ,,ლიფტის ფული აქვს მოსატანი მე-4 სართულის ქეთინოს,, ,,ბანკიდან უნდა დამირეკონ ორშაბათამდე..,, და ასე შემდეგ
,,თვალისგან შორს, გულისგან შორს,, თუ, მაგალითად წერილი გაქვთ დასაწერი, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოახერხეთ, ნუ გადამალავთ იმ საქაღალდეს, სადაც წერილისთვის მასალა გაქვთ შენახული. შეიძლება ყელში ამოგივიდათ მთელი თვე მისი ცქერა და სინდისიც გაწუხებთ, რომ ისევ ვერ მიიყვანეთ ბოლომდე, მაგრამ თუ მას გადამალავთ, სინდისის ქენჯნა გადაგავიწყდებათ, მაგრამ იმ წერილსაც აღარ ეღირსება დღის შუქი.
შეწყვიტეთ კოლექციონერობა რა ხანია საყვარელ ჟურნალში საინტერესო სტატიის წაკითხვას ცდილობთ, მაგრამ დრო ვერ გამონახეთ. ამასობაში გამოვიდა ჟურნალის შემდეგი ნომერი.. იმის შემდეგიც და შემდეგის შემდეგიც.. თქვენ აგროვებთ მას და სასურველი სტატია კიდევ არ წაგიკითხავთ. სასწრაფოდ გადაყარეთ ჟურნალის ძველი ნომრები. ან მიეცით მას, ვისაც წაკითხვის მეტი დრო აქვს. თუ 2 თვეა ცდილობთ და ვერ წაიკითხეთ, მერწმუნეთ, მას აღარასოდეს მიუბრუნდებით.
ტოროლა ხართ თუ ბუ? საქმე იმის მიხედვით გადაანაწილეთ, ღამით მუშაობას ამჯობინებთ თუ დილით. თუ თქვენ ტოროლა ხართ და ღამით მუშაობა არ შეგიძლიათ, გამოუტყდით ამაში თავს და ნუ წვალობთ. ახლა დაისვენეთ, დაიძინეთ და ხვალისთვის გააგრძელეთ მისი შესრულება.
თუ თვლით, რომ დრო სწორად გაქვთ განაწილებული, მაგრამ მაინც ყოველთვის მოუცლელი ხართ, მაშინ შეამციეთ სამუშაო და პასუხისმგელობა. თუ არ შეგიძლიათ, ნუ ეპოტინებით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის შესაძლებლობები ფართოა, უსაზღვრომდე ბევრი უკლია. სირცხვილი არ არის, თუ უარს იტყვით საქმეზე, რომელსაც გაკისრებენ, მაგრამ თვლით, რომ დრო და ძალა არ გეყოფათ. ის უფრო სამარცხვინოა, როცა თავზე იღებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ბოლომდე და ხარისხიანად არ ასრულებთ მას.
|