ერთგულმა მკითხველმა, საბერძნეთიდან, კერძის რეცეპტი გაგვიზიარა. შეაფასეთ, თუ მოგეწონებათ, მოამზადეთ და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეთ
რვაფეხა ძმრით
ინგრედიენტები: რვაფეხა _ 800 გრ. დაფნის ფოთოლი _ 1ც, შავი პილპილი _ 10 მარცვალი, ზეითუნის ზეთი _ 100 მლ. ძმარი _ 40 მლ.
მომზადების წესი:
მოვათავსოთ რვაფეხა ქვაბში, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები. დავასხათ იმდენი წყალი, რომ რვაფეხა დაიფაროს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ 45 წუთი, სანამ რვაფეხა არ დარბილდება. როგორც კი დარბილდება, დავამატოთ ძმარი და ვხარშოთ კიდევ 20 წუთი. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან ქვაბი, ამოვიღოთ ქაფქირით რვაფეხა და გავაცივოთ. შემდეგ დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მოვათავსოთ სასალათე ჭურჭელში, მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
ავტორი: ემილი (ლალი ნოზაძის რეცეპტებიდან) |