სტიქის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები, განადგურებული ზოოპარკი, გაქცეული ცხოველები, დანგრეული სახლები და ინფრასტრუქტურა, მეწყერი, პანიკა... მოკლედ, ღვარცოფი თბილისში!
13 ივნის ღამის საათებში დაწყებულმა წვიმამ, გამოიწვია მდინარე ვერეს ადიდება, რასაც ჩამოწოლილი მეწყერი დაემთხვა და მდინარის კალაპოტი დროებით გადაკეტა. ცოტა ხნის შემდეგ დაგროვილმა დიდი რაოდენობის წყალმა გაარღვია ეს ბარიერი და მოსახლეობა წალეკა. მთლიანად წაიღო რამდენიმე სახლი და ავტოფაერხი, დატბორა საკმაოდ დიდი დასახლებული ტერიტორია, მათ შორის გმირთა მოედანი. წყალდიდობამ დაზიანა "მზიური" და ზოოპარკის ტერიტორიასაც უდიდესი ზიანი მიაყენა. აქ გარდაიცვალა 4 ადამიანი (დაცვის წევრები, 1 ძიძა და 1 უცნობი). ამ დროისათვის ისინი გადაასვენეს. წყალდიდობისგან დაზიანებული ვოლიერებიდან ცხოველებმა გაქცევა მოახერხეს. ბოლო მონაცემებით 30 ცხოველია გაქცეული (მგლები, აფთრები, ვეფხვები, ლომები, ნიანგები...) და აქედან რამდენიმე ლიკვიდირებულია სამაშველო სამსახურების მიერ. გმირთა მოედანზე ნაპოვნი ჰიპოპოტამი დაძინებული იქნა და მას სავარაუდოდ ისევ ვოლიერში დააბრუნებენ. ცხოველთა ძებნაში ჩართულია ვერტმფრენები. ქალაქში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჯერ ჯერობით გზის დაზიანებულ ნაწილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია. ქალაქში გაქცეული ცხოველებისა და დაზიანებული გზების გამო თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
დატბორილია "ლაგუნა" ვერეც". ამ ტერიტორიაზე ნაპოვნია 1 ადამიანის ცხედარი , აქვე მოკლეს ზოოპარკიდან გაქცეული აფთარი.
სვანიძის ქუჩაზე 3 გარდაცვლილი ქალი მაშველებმა უკვე გამოიყვანეს, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს აქაც.
ვერეს ხეობაში მძიმე მდგომარეობაა და ჯერ კიდევ საფრთხეშია საცხოვრებელი სახლები, მდინარე ვერე ადიდებულია და ძირს უთხრის შენობებს. შესაძლოა ისინი ჩამოინგრეს, ვერეს ტერიტორიაზე დატბორილი იქნა სასაფლაოც, ხალხი ეძებს საკუთარი მიცვალებულების საფლავებს, ადგილობრივები ითხოვენ დახმარებას.
სტიქიას ემსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე (ამ დროისათვის 12 გარდაცვლილი ადამიანია ნაპოვნი) და ქალაქისათვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 40 მილიონს ითვლის.
15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი საქართველო გლოვობს სტიქიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს.
2015-06-14.
ავტორი: Nino Jackson.
|