უკვე რამოდენიმე წელია, რაც 21 იანვარს მთელს მსოფლიოში აღინიშნება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და არაჩვეულებრივი დღსასწაული - ჩახუტების დღე (International Hug Day). ეს დღსასწაული 1986 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. დღესასწაულის ტრადიციის თანახმად ამ დღეს სრულიად უცხო ადამიანებთან მეგობრული ჩახუტებაც კი შესაძლებელი და გამართლებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დღსასწაული ახალია, უცნობია მისი ავტორი - არავინ იცის ვის მოუვიდა პირველად თავში ასეთი ლამაზი დღესასწაულის იდეა, რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს თარიღი. ამ იდეის ინიციატორებად სტუდენტები მოიაზრებიან. თუმცა ვერავინ ამბობს კონკრეტულად რომელ სტუდენტებზეა საუბარი.
ფსიქოლოგები ფოქრობენ, რომ ადამიანები მეგობრული ჩახუტებით ერთმანეთს გადასცემენ სითბოს, უსაფრთხოების შეგრძნებას, კომფორტს, სიყვარულს.
დატკბით ამ დღესასწაულით, ის ხომ არ მოითხოვს არანაირ მატერიალურ ხარჯებს! თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ უხვად გასცეთ სითბო და სიყვარული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანი, საყვარელი და ახლობელია. მიულოცეთ ერთმანეთს ეს დღესასწაული, მეგობრობის, გულთბილი დამოკიდებულებისა და სიყვარულის ნიშნად კი აჩუქეთ ჩახუტება!
პერლა გილოცავთ ჩახუტების დღეს!
|