მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
6 მარტის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. სავარაუდოდ დღეს გაიგებთ ამბავს, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის თქვენს მომავალ ცხოვრებას. ბევრ თქვენგანს მძიმე არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რაც, შესაძლოა, არასწორი აღმოჩნდეს. შეეცადეთ დამშვიდდეთ, დაალაგოთ აზრები და მხოლოდ მაშინ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში შეძლებთ შეცდომის თავიდან აცილებას.

კურო. დღევანდელი დღე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. არ გაწყენდათ სპორტით დაკავება ან ბასეინზე სტუმრობა. მიმართეთ მთელი თქვენი შესაძლებლობები საქმეების მოგვარებისკენ. მიმდინარე საქმეები არც ისე რთული აღმოჩნდება.

ტყუპები. ნებისმიერი საუბარი დღეს შესაძლოა კონფლიქტამდე მივიდეს. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ფრთხილად იყავით საზოგადოებრივ ადგილებში. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. სრულიად შეუფერებელი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და სექსისთვის.

კირჩხიბი. არ ღირს ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან დოკუმენტების გაფორმება. შეეცადეთ სხვა დროისთვის გადადოთ ყოველგვარი შეხვედრა, როგორც საქმიანი, ასევე პირადი, რადგან ის შესაძლოა წარუმატებლად დასრულდეს. არსებობს საშიშროება სხვადასხვაგვარი ტრავმების მიღებისა, რაც ხელს შეგიშლით წინასწარ დაგეგმილ საქმეში.

ლომი. დღევანდელი დღე მშვიდობიან ატმოსფეროში ჩაივლის. ფიტო და არომა-თერაპიების პროცედურები შესამჩნევ ეფექტს მოგცემთ.

ქალწული. მოვიდა დრო უფრო გახსნილად და თამამად გამოთქვათ საკუთარი იდეები. ძალიან კარგი დროა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან ახალი უნარჩვევებისა და ცოდნის შესაძენად. პირად ცხოვრებაში წილად გხვდათ შეგყვარებოდათ ის, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა. მაგრამ გულს ვერ უბრძანებთ და თქვენც მოგიწევთ ცოტა ინერვიულოთ.

სასწორი. გულახდილ საუბარში აიყოლიეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანი. მაშინვე შვებას იგრძნობთ თქვენც და ისიც. რომელიღაცამ აუცილებლად უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი.

მორიელი. კარგი დღეა შეხვედრების, პაემანისა და წვეულებებისათვის. თქვენ უამრავ საინტერესო და გამოსადეგ ადამიანს შეხვდებით. ნუ მოგერიდებათ მათთან კონტაქტში შესვლა. მათთან ნაცნობობა ძალიან წაგადგებათ. ასევე სასურველია ეწვიოთ სალონს და იზრუნოთ საკუთარ გარეგნობაზე. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ განსახილველი.

მშვილდოსანი. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომანტიკული გატაცება და ასევე სასიყვარულო თავგადასავალი. დღეს ყოველგვარი შრომისა და ძალისხმევის გარეშე გაართმევთ თავს ნებისმიერ პროფესიულ საქმეს. ბრწყინვალე ორგანიზატორული შესაძლებლობები და მონდომება დაგეხმარებათ შემოიკრიბოთ თანამოაზრეები. დღის პირველ ნახევარში ჯანმრთელობასაც უნდა გაუფრთხილდეთ: მოსალოდნელია ტრავმები და დაზიანებები ან გარშემომყოფებან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.

თხის რქა. თქვენი სურვილისთვის, რომ ყოველთვის დამოუკიდებლად და სწრაფად გადაწყვიტოთ ყველაფერი, ზოგჯერ საფასურიც უნდა გადაიხადოთ. მაგრამ საკუთარ თავზე ნუ გაბრაზდებით, თქვენ ხომ ისე მოიქეცით, როგორც გული გკარნახობდათ. დღის მეორე ნახევარში მოინახულეთ მშობლები. მათ ენატრებით და სტუმრად გელიან.

მერწყული. შენაძენი, რომელსაც ამ თვისთვის გეგმავდით, საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ ნუ განაწყენდებით. რაც ხდება, ყველაფერი მხოლოდ სასიკეთოდ. მალე დიდი ფასდაკლებები დაიწყება და ის აუცილებლად თქვენი გახდება.

თევზები. სამსახურში რთული და დამღლელი დღე გელით, მაგრამ თუ თავს ხელში აიყვანთ, ყველაფერს თავს გაართმევთ. უფრო მეტ შედეგებს კი სახლში მიაღწევთ. მოაწყვეთ რემონტი ან გენერალური დალაგება. ისეირნეთ ბავშვებთან ერთად, ისინი დიდი ხანია ამაზე ოცნებობენ.

 

ავტორი: ემილი.

2021-03-05.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO