მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. თუ რთული არჩევანის წინაშე დგახართ - კარიერაში ან პირად ცხოვრებაში - ნურაფერს გადაწყვეტთ ცხელ გულზე, მოითმინეთ რამდენიმე დღე, დაელოდეთ მოვლენებს თქვენი ჩარევის გარეშე განვითარდეს, როგორც ფსიქოლოგები იტყვიან, მიუშვით სადავეები.

კურო. ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია შორეული მივლინებები. კარგი დღეა სპონსორებთან მოსალაპარაკებლად. საღამოს დაისვენეთ მეორე ნახევართან ერთად რესტორანში.

ტყუპები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ ასეთი შანსი. ამ დღეს შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები და საქმიანი გარიგებები, ყველაზე სარისკოებიც კი, ისინი კარგ მოგებას გპირდებიან. პირად ურთიერთობებში პრობლემებია მოსალოდნელი თუ პარტნიორი თქვენს აზრს არ გაიზიარებს.

კირჩხიბი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უფრო მეტად ყურადღებით ყოფნა გმართებთ. სავარაუდოდ, ამ დღეს გამომუშავებული ფული როგორც მოვა, ისე წავა. ასევე სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე, რადგან არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის საშიშროება არსებობს. არც მეგობრებთან ურთიერთობებში გამოჩენილი სიფრთხილე გაწყენდათ, მათ შორის შესაძლებელია ფარისევლებიც იყვნენ. ზოგიერთი კირჩხიბი უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ, რაც წონასწორობიდან გამოგიყვანთ და განწყობას გაუფუჭებთ.

ლომი. მიუხედავად იმისა, რომ სულ სიჩუმისა და სიმშვიდის ძიებაში ხართ, მღელვარე მეგობრული და პირადი საუბრები გელით. სანამ მნიშვნელოვან საქმეს შეუდგებოდეთ, რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ. საღამოს ყურადღება დაუთმეთ ოჯახს. ასევე დაკვირვებულობა გმართებთ საკვებ პროდუქტებზეც, მოსალოდნელია მოწამვლა.

ქალწული. ამ დღეს უამრავი სიხარული გელით. ყველა საქმე მარტივად და უპრობლემოდ მოგვარდება. თქვენს სულში კარგი განწყობა, სახლში კი - სიმყუდროვე და სითბო დაისადგურებს.

სასწორი. ამ დღეს, კარგი იქნება, თუ გარკვეული დროით დაივიწყებთ საქმეებსა და პრობლემებს, მოდუნდებით და კარგად დაისვენებთ. არაა გამორიცხული ძველ მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრა. ასევე მოსალოდნელია უსიამოვნო მომენტებიც - პრობლემები ოჯახში. სასიკეთოდ წაგადგებათ თუ გარემოს შეიცვლით და არ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს.

მორიელი. დროა მეტად გაიხსნათ და თამამად გამოთქვათ საკუთარი იდეები. ძალიან კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე ახალი უნარებისა და ცოდნის მისაღებად. პირად ცხოვრებაში წილად გხვდათ შეგყვარებოდათ ის, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა. მაგრამ გულს ვერ უბრძანებთ. თქვენც მოგიწევთ ცოტა ინერვიულოთ.

მშვილდოსანი. თქვენ წარმატებული, მაგრამ დამღელი დღე გელოდებათ. აქტუალური იქნება დატვირთვის საკითხის განსაზღვრა. საჩუქრების მოძებნისა და სიურპრიზების მოფიქრების დროა. ახლობელი ადამიანები ამას დაგიფასებენ და ვალში არ დაგრჩებიან.

თხის რქა. შეეცადეთ დღეს განმარტოვდეთ. ისეთი ადგილი გამოძებნეთ, სადაც ვერავინ და ვერაფერი შეგაწუხებთ. დაფიქრდით საკუთარ მომავალზე.

მერწყული. მერწყულები პირად ცხოვრებაში მოსალოდნელ პრობლემებს უნდა უფრთხილდეთ. დღის პირველ ნახევარში თქვენი აგრესიულობა და მეტისმეტი თავდაჯერებულობა ნათესავებისა და ახლობელი ადამიანების მხრიდან პროტესტს გამოიწვევს. ყოველ პრობლემას კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა მოუძებნოთ. იყავით მზად კომპრომისებისთვის. დღის მეორე ნახევარში არასტანდარტული სიტუაციები გელით, რასაც მხოლოდ საკუთარი მოხერხებულობით გაუმკლავდებით.

თევზები. შენარჩუნდება დაძაბულობა ფინანსებთან დაკავშირებით, ასევე თანამშრომლებთან და მეორე ნახევართან ურთიერთობებში. თქვენ ცუდი განწყობა შეგიპყრობთ. ან როგორ იხალისებთ, როცა არც სახლში გაფასებენ და არც სამსახურში.

 

ავტორი: ემილი.

2020-12-20.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO