მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით, გამონახეთ დრო მედიტაციისა და განწმენდითი პროცედურებისათვის. იკვებეთ მსუბუქად და უარი თქვით ალკოჰოლზე. დღეს შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ მკურნალობის კურსი - პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.

კურო. კარგი დღეა ურთიერთობების მოსაგვარებლად თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან. ფიზიკური დატვირთვა კი ნერვულ სტრესს მოგიხსნით. ერიდეთ აზარტულ თამაშებს და ხალხმრავალ ადგილებს.

ტყუპები. ამ დღეს ღირებული რამის გაკეთებას ვერ შეძლებთ. ნუ გასცემთ დაპირებებს - მათი შესრულება გაგიჭირდებათ. თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მსუბუქი თავბრუსხვევაც შეგაწუხებთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელებს და ყავას.

კირჩხიბი. დროა სახლის საქმეებით დაკავდეთ და ყურადღება დაუთმოთ ოჯახს. ბავშვების აღზრდის საკითხები მარტივად და არაჩვეულებრივი შედეგებით მოგვარდება. ერიდეთ აგრესიის გამოვლენას და კამათში მონაწილეობას. ურთიერთობების განხილვა, უმჯობესია, სხვა დროისთვის გადადოთ.

ლომი. ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით აუცილებელია შეიცვალოთ ჰობი და გატაცება. საღამოს მეგობრებთან ერთად შეიკრიბეთ და განიხილეთ გეგმები დასვენების დღეებისთვის.

ქალწული. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ სულიერ სიმშვიდეს. განმარტოვდით, გაიხსენეთ წარსული, იფიქრეთ მომავალზე და გადაწყვიტეთ რა ქნათ აწმყოში. დაპირებები არავისგან მოითხოვოთ და არც თავად გასცეთ. ერიდეთ ცხარე და შემწვარ კერძებს.

სასწორი. კარგი განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფილოსოფიურად მიუდექით ყველაფერს, რაც ხდება. სიხარულით აკეთეთ კეთილი საქმეები და აჩუქეთ ყურადღება ახლობელ ადამიანებს. აკონტროლეთ წნევა და გაუფრთხილდით მხედველობას.

მორიელი. დღევანდელი დღე მორიელებს მოულოდნელ ცვლილებებს მოგიტანთ. თქვენ შეძლებთ სიტუაციის მფლობელი გახდეთ, ან პირიქით, გარშემომყოფებზე იყოთ დამოკიდებული. დღის პირველ ნახევარში ძალიან გადატვირთული გრაფიკი გელით. მოგიწევთ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რაზეც დამოკიდებული იქნება თქვენი მომავალი ცხოვრება. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტებს სახლში და სამსახურში.

მშვილდოსანი. მთელი დღის განმავლობაში აღგზნებული იქნებით. მოსალოდნელია სხვადასხვა დაავადებების გამწვავება. ამიტომ უმჯობესია ეს დღე სახლში გაატაროთ. განწყობის მკვეთრი გაუარესების გამო მოსალოდნელია იმუნიტეტის დაქვეითება.

თხის რქა. უმჯობესია დღეს ახალი საქმე არ დაიწყოთ. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები, ესაუბრეთ ნათესავებს. უარს ნუ ეტყვით საკუთარ თავს დასვენებაზე თუ ამის აუცილებლობას გრძნობთ. ძალიან კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, გასააზრებლად და გადასაცემად.

მერწყული. მერწყულებისათვის ეს დღე წარმატებული იქნება. თქვენ გაგიმართლებთ. თითქოს მხრებზე ფრთები გამოგებმევათ და ფრენა მოგინდებათ. და თუნდაც ვერ გაგიგონ, თქვენ ხომ გეცოდინებათ რატომ გეღიმებათ.

თევზები. ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსს აძლევენ ვარსკვლავები. შეეცადეთ ახლობლების რჩევებს მოუსმინოთ და ცვლილებები გარდერობითა და ვარცხნილობით დაიწყოთ. შესაძლოა საკუთარი მოსაზრებისა და ინტერესების დაცვა მოგიხდეთ. ამ დღეს ძალიან ბედნეირად იგრძნობთ თავს და ეცადეთ არაკეთილმოსურნეებს არ მისცეთ მისი გაფუჭების უფლება. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად. ეს მათ ძალიან გაახარებთ.

 

ავტორი: ემილი.

2020-12-05.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO