მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ვერძებს დღეს ვარსკვლავები მრავალ სიურპრიზს ჩუქნიან. სამწუხაროდ ყოველი მათგანი სასიამოვნო ვერ იქნება, მაგრამ ბედი დაგეხმარებათ მათთან გამკლავებაში. მატერიალურ სფეროშიც არახელსაყრელი პერიოდია მოსალოდნელი. მაგრამ შეეცადეთ ემოციებს გასაქანი არ მისცეთ. თუ ამ დღეს ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, უმჯობესია ეს სხვა დროისთვის გადადოთ. შეეცადეთ იზრუნოთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

კურო. კუროებისთვის ეს დღე წარმატებული იქნება. თქვენ გაგიმართლებთ. მხრებზე თითქოს ფრთები გამოგებმებათ და ფრენის სურვილი გაგიჩნდებათ. და თუნდაც თქვენი არავის ესმოდეს. სამაგიეროდ თქვენ ხომ მშვენივრად გეცოდინებათ რატომ გეღიმებათ.

ტყუპები. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს მტკიცება მოგიწევთ, რომ სწორად იქცევით და თანაც ვინმე სხვასთან კი არა, - საკუთარ თავთან. გაგიჩნდებათ აკვიატებული აზრი, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ შეეცადეთ ცვლილებები არ იჩქაროთ. ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ. წარმატებული პერიოდია ბავშვის ჩასახვისათვის.

კირჩხიბი. მოსალოდნელია წარმატება საქმიან სფეროში. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მათ შეუძლიათ თქვენი გაყვანა განვითარების ახალ დონეზე. კარგი დღეა თვითშეცნობისა და თვითგანათლებისათვის. ასევე შესაფერისი დღეა მგზავრობისა და უფროსი თაობის ნათესავებთან საუბრისათვის.

ლომი. ერთ-ერთი ყველაზე საშიში დღეა. ძალიან დიდია რისკი ტრავმების მიღების, ავარიების და კატასტროფებისა. თუ შეეცდებით უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინოთ, ეს დაგეხმარებათ უბედურების თავიდან აცილებაში. სწორად შეაფასეთ საკუთარი ძალები და ნუ გადააჭარბებთ. ყველაზე უარეს სიტუაციაში თქვენ შეძლებთ არ დაეცეთ სულით და მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ახლობელ ადამიანებს. ამ დღის სიზმრები აგისრულდებათ.

ქალწული. მოვიდა დრო გახსნილად და თამამად გამოთქვათ საკუთარი იდეები. ძალიან კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაძენად. პირად ცხოვრებაში თქვენ წილად გხვდათ შეგყვარებოდათ ის, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა. მაგრამ გულს ვერ უბრძანებთ და ცოტა ნერვიულობა მოგიწევთ.

სასწორი. კარგი დღეა სასაუბროდ და ცოდნის მისაღებად. შეაგროვეთ და გაიაზრეთ ინფორმაცია, დასახეთ გეგმები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. ძველი პრობლემების დაბრუნებამ არ შეგაშინოთ. დღეს მარტივად შეძლებთ მისგან გათავისუფლებას და თანაც სამუდამოდ. 

მორიელი. არაა შესაფერისი დღე აქტიური საუბრისა და საინიციატივო მოქმედებებისათვის. ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომაც არ ღირს მთელი ძალებით ისწრაფვოდეთ მათკენ. ნუ გადაიღლებით სამსახურში - ეს მთელ ენერგიას წაგართმევთ. განწყობაზე კარგად იმოქმედებს ქალაქგარეთ გასეირნება.

მშვილდოსანი. დღეს ენერგიას მთლიანად დაკარგავთ. არ ღირს ხალხმრავალ ადგილებში დიდხანს ყოფნა. პირადი ურთიერთობები შესაძლოა დალაგდეს. აპატიეთ მას, ვინც გაწყენინათ და თავად გააკეთეთ აუცილებელი მობოდიშება. არ არის სექსისთვის შესაფერისი დღე. განსაკუთრებით ოჯახის ზურგს უკან.

თხის რქა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი დღეა. შეეცადეთ ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ განახორციელებთ ძვირადღირებულ შენაძენს. ისინი იმედგაცრუებას მოგიტანენ. ერიდეთ ახალ ნაცნობობას და გამოიჩინეთ თავშეკავება ნაცნობებთან და მეგობრებთან საუბრისას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებას. მოსალოდნელია ძარცვა ან ხანძარი.

მერწყული. დღეს თქვენს გარშემო მღელვარე მოვლენები მოხდება. შეეცადეთ საჯაროდ არ გამოავლინოთ თქვენი ნეგატიური ემოციები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა. ეს დიდ როლს შეასრულებს თქვენი მომავლისათვის.

თევზები. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ გადარეკოთ ძველ მეგობრებთან, ვისაც დიდი ხანია არ შეხმიანებიხართ. თუ არის საშუალება, შეხვდით კიდეც.

 

ავტორი: ემილი.

2021-10-22.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO