მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2019    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან პარტნიორული ურთიერთობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ორმხრივ კმაყოფილებას მოგიტანთ. მარტოხელა ვერძებს მრავლის მომცველი, საინტერესო შეხვედრები ელით, მაგრამ მათ გაგრძელება არ უწერია. თუ სიტუაციის მიხედვით ტაქტიკის შეცვლის ხელოვნებას ფლობთ, წარმატების მიღწევას შეძლებთ.

კურო. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისათვის. მოსალოდნელია სასიამოვნო ამბავი, - მაგალითად, ოჯახში მატება. მანდილოსან კუროებს საყვარელი ადამიანისაგან ყურადღების გამოვლენა და საჩუქრები გელით. დღეს შეიძლება მოხდეს რაღაც, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს საქმესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ტყუპები. დღე სავსეა შემოქმედებითი ენერგიით. შექმენით ახალი, გარისკეთ, ისაუბრეთ უჩვეულო ადამიანებთან. თქვენ ბევრს მოასწრებთ თუ არ იზარმაცებთ და არ მოცდებით წვრილმანებზე. დღეს ფიზიკური ვარჯიში კარგად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.

კირჩხიბი. დღის პირველ ნახევარში ბევრ დროსა და წაგართმევთ სახლის საქმეები. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან პარტნიორული ურთიერთობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ორმხრივ კმაყფილებას მოგიტანთ. არაა რეკომენდირებული ამ დღეს თვითშეფასებით დაკავდეთ, უკიდურესობაშ გადავარდეთ ან სასურველი რეალობად აღიქვათ.

ლომი. ამ დღეს შესაძლოა ზოგიერთი ფასეულობის გადაფასება მოგიხდეთ და ეს აისახება თქვენს იმიჯსა და ქცევის მანერებზე. თქვენ გადაწყვეტთ საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და ამისგან კიდევ უფრო კარგად იგრძნობთ თავს. 

ქალწული. ამ დღეს შესაძლოა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როცა ამ ნიშნის თითქმის ყველა წარმომადგენელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ამიტომ ნუ მოუსმენთ გარშემომყოფების აზრს და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას მიენდეთ. ეს დაგეხმარებათ სწორი არჩევნის გაკეთებაში და შეცდომებს თავიდან აგაცილებთ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი სიახლე მოისმინოთ, რაც ძალიან გაგახარებთ.

სასწორი. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი დღეს ჯანმრთელობის გაკაჟებას საჭიროებს. შეეცადეთ ერიდოთ სხვადასხვა სახის გადაღლას და გადატვირთვას. უმჯობესია ეს დღე გამაჯანსაღებელ პროცედურებს მიუძღვნათ. კატეგორიულად გეკრძალებათ ალკოჰოლი და ცხიმიანი საკვები.

მორიელი. დროა სახლის საქმეებსა და ოჯახს დაუთმოთ ყურადღება. ბავშვების აღზრდის საკითხი მარტივად და საუკეთესო შედეგით მოგვარდება. ნუ გამოავლენთ აგრესიას და ნუ მიიღებთ მონაწილეობას კამათში. ურთიერთობების განხილვა უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ.

მშვილდოსანი. ხელსაყრელი დღე გელით. შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ, მაგრამ არ შეშინდეთ და თამამად იმოქმედეთ. ნუ ჩაერთვებით პარტნიორებთან ან ნათესავებთან კამათში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ წახვალთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. მოინახულეთ მშობლები.

თხის რქა. ეს დღე აღსანიშნავია მოვლენებით, რაც თქვენში ფასეულობათა გადაფასებას გამოიწვევს. მატერიალური მიღწევები შეიძლება სულიერ მისწრაფებებს გაუტოლდეს. თქვენ შეძლებთ კონცენტრირება მოახდინოთ საკუთარ შინაგან ცვლილებებზე. შესაძლებელია წინასწარმეტყველების უნარიც კი გაგეხსნათ. ამ ღამის სიზმრები დადებითად აგისრულდებათ.

მერწყული. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით. გამონახეთ დრო მედიტაციისა და სულის განწმენდითი პროცეურებისათვის. იკვებეთ მსუბუქად და უარი თქვით ალკოჰოლზე. დღეს შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ მკურნალობის კურსი - პროცესი შეუფერხებლად წარიმართება, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.

თევზები. კარგი დღეა მატერიალური, ფინანსური და ეკონომიური საქმიანობისათვის. სამსახურში ყველაფერი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოგივათ. მაგრამ მთავარი დავალება იქნება თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვა. საღამოს რეკომენდირებულია სეირნობა სუფთა ჰაერზე - ეს ძალების აღდგენასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

 

ავტორი: ემილი.

2021-10-08.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO