მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
ლიკას გვერდი
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2019-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2019-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2019-06-01
ბოლო ზარი - 2019-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2019-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2019    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ძალიან დაძაბული დღე გელით. სიფრთხილე გმართებთ სამსახურში ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობებში. ნუ მიიღებთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რადგან ფინანსური მდგომარეობა არამყარია. უმჯობესია მოთმინებით აღიჭურვოთ და უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდოთ. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები მხოლოდ მეორე კვირისთვისაა მოსალოდნელი, რაც ხელს შეუწყობს თქვენი შელახული ავტორიტეტის გამყარებას.

კურო. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებია მოსალოდნელი. მაგრამ თუ გუნდიდან განცალკევებას გადაწყვეტთ, ან ჯიუტად დაიწყებთ თქვენი მოსაზრების დაცვას, საფრთხის ქვეშ დააყენებთ საქმის განხორციელებას. შესაძლოა მოხდეს შეხვედრა ადამიანთან, რომელიც დიდი ხნის წინ ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან. ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, მიენდეთ თქვენს გულსა და ინტუიციას.

ტყუპები. წინასწარ მოემზადეთ, რადგან თქვენს მიერ მიღებული ინფორმაცია განწყობას გაგიფუჭებთ ან დიდი ხნით გამოგიყვანთ წყობილებიდან. თქვენ დროებით დაკარგავთ რაციონალურად მოქმედების უნარს.

კირჩხიბი. თქვენ მოგიწევთ ჩვეულებრივზე მეტად დაკვირვებული იყოთ, აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. საერთო დაძაბულ ფონს ნაგატიური მოვლენები მოჰყვება.

ლომი. ინტუიცია დღეს სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. იმისათვის, რომ მისი ხმა გაიგოთ, განმარტოვდით. დაასრულეთ ადრინდელი საქმეები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. თქვენ კარგად დაისვენებთ თუ საცურაო აუზს ან აბანოს ეწვევით. ნუ გამოიყენებთ ქიმიურ სამკურნალო საშუალებებს და ერიდეთ ჭარბი რაოდენობის საკვების მიღებას.

ქალწული. დღეს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. დღის პირველ ნახევარში შეიძლება მოხდეს ნეგატიური მოვლენები, რაც გარშემომყოფებთან ურთიერთობებში პრობლემებს გამოიწვევს. ამ დღეს არ ღირს სხვადახვა სახის შეხვედრების დანიშვნა მეგობრებთან ან სრულიად უცხო ადამიანებთან კამათი. ვარსკვლავები გირჩევენ მიაქციოთ ყურადღება საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას.

სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღის პირველ ნახევარში სირთულეები ელით როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე ოჯახურ ურთიერთობებში. ფინანსური მდგომარეობა რამდენადმე გაუარესდება. მოსალოდნელია დღეს დაკარგოთ თქვენთვის ძალიან ძვირფასი ნივთი. დღის მეორე ნახევარი კი ხელსაყრელი იქნება ყველა სფეროში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მრავალ დაუვიწყარ მომენტებს გპირდებათ. შეეცადეთ ამ დღეს თვითმკურნალობას ერიდოთ.

მორიელი. თუ არის საშუალება, რომ სამსახურში არ წახვიდეთ, ისარგებლეთ ამით. მოაგვარეთ სახლის საქმეები, გაერთეთ ბავშვებთან. ერიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და ძვირადღირებულ შენაძენებს. საღამო ასევე სახლში, ოჯახთან გაატარეთ, უყურეთ კარგ ფილმს, ან ითამაშეთ სამაგიდო თამაშები.

მშვილდოსანი. მამაკაცი მშვილდოსნებისთვის ეს დღე კრიტიკული და საშიში შეიძლება იყოს. არსებობს საშიშროება ჯანმრთელობის გაუარესების ან რაიმე ტრავმის მიღებისა. შეეცადეთ მარტომ არ ისეირნოთ. ასევე ერიდეთ სწრაფად მოძრაობას, რაც რისკთანაა დაკავშირებული. მანდილოსანი მშვილდოსნებისთვისაც რთული დღე იქნება. მათ გართულებები ელით პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ მტკივნეულად ნუ აღიქვამთ ახლობელი ადამიანების შენიშვნებს. 

თხის რქა. კარგი დღეა საუბრებისა და ცოდნის მიღებისათვის. შეაგროვეთ და გაიაზრეთ ინფორმაცია, ააწყვეთ გეგმები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. წარსული პრობლემების დაბრუნებამ არ შეგაშინოთ. დღეს მარტივად შეძლებთ მათგან თავის დაღწევას და თანაც სამუდამოდ.

მერწყული. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს დღეს გაუთვალისწინებელი ხარჯები ელით. ასევე მოსალოდნელია სულიერი ტრავმაც. შესაძლებელია ვიღაც გარშემომყოფთაგან თქვენით მანიპულირებას ან თქვენს დასმენას შეეცადოს. შეეცადეთ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინოთ და პროვოკაციაზე ნუ წამოეგებით. ერიდეთ ალკოჰოლსა და გადაღლას. ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.

თევზები. დღეს მოგეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგაა და ზურგსუკან "სამარეს გითხრიან". შეეცადეთ კონფლიქტებისაგან თავი შეიკავოთ და სიტუაციას ნუ გაამწვავებთ. უმჯობესია საღამოს განმარტოვდეთ. უარი თქვით შეხვედრასა და რომანტიკულ გასეირნებაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები და მოწამვლა.

 

ავტორი: ემილი.

2019-09-20.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO