მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. სწორედ დღეს თქენთვის აუცილებელია ბოლო ნახევარი წელი გაიხსენოთ. გადახედოთ რა არ გააკეთეთ სწორად. ეს დაგეხმარებათ შეცდომების გამოსწორებაში. კარგი დღეა ქაღალდების მოსაწესრიგებლად.

კურო. მშვენიერი დღეა იმისათვის რო კარგადაც გამოიძინოთ და საოჯახო ვალდებულებებსაც აუჩქარებლად გაართვათ თავი.

ტყუპები. ტყუპებისათვის ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, სასაუბროდ, ოჯახური ურთიერთობებისთვის. მანდილოსანი ტყუპებისათვის მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი. დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ ძვირადღირებული შენაძენი და ასევე დაკავდეთ მკურნალობითა და დაავადებათა პროფლაქტიკით. მამაკაც ტყუპებს კი პირიქით, ვარსკვლავები ურჩევენ ერიდონ ხმაურიან შეკრებებს და წვეულებებს, რადგან ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი. კირჩხიბები დღეს უნდა უფრთხილდნენ პრობლემებს პირად ცხოვრებაში. დღის პირვე ნახევარში თქვენმა აგრესიულობამ გარშემომყოფებთან დამოკიდებულებაში და თვითდაჯერებამ შესაძლოა გამოიწვიოს პროტესტი ნათესავებისა და ახლობელი ადამიანების მხრიდან. ყოველი პრობლემისას უნდა გამონახოთ კონსტრუქციული გამოსავალი ან წახვიდეთ კომპრომისზე. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია არასტანდარტული სიტუაციები, რომლებთანაც გამკლავებას მხოლოდ საკუთარი მოხერხებულობით შეძლებთ.

ლომი. მეგობრული ურთიერთობები განსაკუთრებულ როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში ამ დღეს. ახლო მომავალში თქვენ შეძლებთ ჩვეულებრივზე უფრო მალ-მალე შეხვდეთ ხოლმე ნაცნობებს სიახლეების განსახილველად ან უბრალოდ ერთობლივი დასვენებისითვის. შეინიშნება ცვლილებები სიყვარულში.

ქალწული. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს კარიერაში წარმატებები ელით. მათი საქმიანი რეპუტაცია შესამჩნევად ამაღლდება. ისინი იგრძნობენ სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას, რაც ცვლილებების სურვილს გაუძლიერებს. ამასთანავე უნდა გახსოვდეთ, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებების მომავალში შეცვლა არ ღირს. თქვენ შეურიგდებით ადამიანს, როელთანაც ამ ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოგივიდათ. სახლში სიმშვიდე და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

სასწორი.  ნასყიდობა, რომლის განხორციელებასაც გეგმავდით, დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. არ დაღონდეთ, - ამას დადებითი მხარეც აქვს. მალე დიდი ფასდაკლებები იქნება და თქვენ აუცილებლად იყიდით მას.

მორიელი. დღე ხელსაყრელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სურს. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს დღეს მომგებიან წინადადებას შესთავაზებენ. მაგრამ თუ თქვენ ერთი საწინააღმდეგო მოსაზრებაც კი გაგაჩნიათ მასზე, დათანხმება არ ღირს. მოსალოდნელია ზოგიერთ მორიელს ხელი სთხოვონ და გული შესთავაზონ. თანაც ამას ის ადამიანი გააკეთებს, რომელიც ტქვენს გვერდით ვერც კი წარმოგიდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ის საუკეთესო მეწყვილე იქნება თქვენთვის.

მშვილდოსანი. მშვილდოსნებს დღეს როგორც არასდროს, ისე დასჭირდებათ ლოგიკური აზროვნება. მოუწყვეთ თქვენს გრძნობებს ხანგრძლივი „შვებულება". წინააღმდეგ შემთხვევაში დანაკარგს ვერ აიცილებთ თავიდან. სასიყვარულო ურთიერთობებში  მხოლოდ დადებითი ემოციები გელით.

თხის რქა. სამყარო არ შეცვლილა. უბრლოდ თქვენი სული შეივსო რომანტიკით. ასეთი განწყობა აისახება სამსახურზეც. თქვენ იგრძნობთ შემოქმედებით უნარებს და წადილს - მიაღწიოთ იდეალებს. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჯანმრთელობაზეც, გაიძულებთ უფრო აქტიურ ცხოვრების წესს მისდიოთ, რაც თავის მხრივ, ძალიან კარგია.

მერწყული. ყველაფეერი ძალიან უბრალო და მოსაწყენია. მრავალფეროვნებისა და გარემოს შეცვლის სურვილი გიჩნდებათ. შეიარეთ ღამის კლუბში ან დისკოთეკაზე. თქვენთვის უბრალოდ აუცილებელია გართობა.

თევზები. დღეს შეეცადეთ ყველა საქმე გადადოთ და კარგად დაისვენოთ. ფიზიკური დატვირთვა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ შესაძოა თქვენს გეგმას ხელი შეუშალოს განხრციელებაში. ძალიან მალე მოსალოდნელია არასასიამოვნო ამბავი შეიტყოთ.

 

ავტორი: ემილი.

2021-06-29.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO