მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    იანვარი    » «    2020    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. სასიცოცხლო ენერგია, შინაგანი ხიბლი და სექსუალურობა დღეს უმაღლეს მწვერვალზე გექნებათ. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა ყველა იდეის ხორცშესასხმელად. თუ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, დიდი წარმატებები გელით. ამ დღეს შეიძლება დაკავდეთ სპორტით დ ასევე სხვადასხვა სახის ფიზიკური საქმიანობით. შეეცადეთ, რაც შეიძლება დიდი ხნით ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.

კურო. თუ დიდი ხანია ახალი საქმის დაწყება გსურთ, დღეს ამისათვის სწორედ შესაფერისი დღეა. ახალი პროექტი ახალი შემოსავლის წყაროს მომტანი იქნება. თქვენი კეთილდღეობის თვალსაზრისით ვარსკვლავები დადებითად არიან განწყობილნი, უბრლოდ ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შანსს. დღეს კუროები სეძლებენ განახორციელონ სხვადასხვაგვარი კომერციული გარიგებები, სარისკოებიც კი - ყველა გეგმას წარმატებით განხორციელება ელის. აი, პირად ცხოვრებაში კი მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები, რომლებიც გამოწვეული იქნება იმის გამო, რომ პარტნიორს არა აქვს სურვილი თქვენი აზრი გაიზიაროს.

ტყუპები. კრიტიკული დღე ელით ტყუპებს. შესაძლოა შეეჩეხოთ კრიმინალურ ელემენტებს, ქურდობას ან სხვა დანაკარგს. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის შესაძლებელია წარსულის არასასიამოვნო ფაქტები გამჟღავნდეს, რაც მათ ავტორიტეტს შეულახავს. დახმარებისთვის მეგობრებსა და ნათესავებს მიმართეთ, მათ თქვენი დაცვა და დახმარება შეუძლიათ. თუ აზარტული თამაშების მოყვარული ხართ, უმჯობესია დღეს მსგავსი დაწესებულებებისაგან თავი შორს დაიჭიროთ.

კირჩხიბი. ამ დღეს მრავალი სიხარული გელოდებათ. ყველა საქმე იოლად და უპრობლემოდ გადაწყდება. თქვენს სულში კარგი განწყობა დაისადგურებს, სახლში კი - სიმყუდროვე და სითბო.

ლომი. კომუნიკაბელურობა და აქტურობა ამ დღეს თქვენი საუკეთესო თვისება ვერ იქნება. თქვენ ორიენტირებული იქნებით მნიშვნელოვან პროექტებზე, რაც თქვენგან გაზრდილ ყურადრებასა და მუდმივ კონტროლს მოითხოვს მიმდინარე პროცესებისას. პირადმა ურთიერთობებმა შესაძლოა ნერვიულობა გაიძულოთ.

ქალწული. უკიდურესად ნეგატიური დღეა. შეეცადეთ გადადოთ შემდეგისთვის დიდი ფინანსური ოპერაციები. თავი შეიკავეთ ამ დღეს უძრავი ქონების ყიდვისაგან, დიდია ზედმეტი თანხის გადახდის რისკი. მოსალოდნელია არახელსაყრელად განვითარდეს მოვლენები, ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ სტუაციებს, უხერხულობას ან ურთიერთობებში ორაზროვნებას. არ ჩაერთოთ ოჯახურ კონფლიქტებში. თავი აარიდეთ კამათს - ნებისმიერი კონტაქტი შესაძლოა გარშემომყოფებთან კონფლიქტში გადაიზარდოს. გაძლიერებული ყურადრება დაუთმეთ ბავშვების ჯანმრთელობას.

სასწორი. დღე დაძაბული იქნება და თქვენგან საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. საჭიროა დიდი სიფრთხილით იყოს პრიორიტეტები განსაზღვრული. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ დასახული მიზნისაკენ სვლას. ყოველი თქვენი წინსვლა დამოკიდებული იქნება თქვენსავე მოქნილობასა და პრაქტიკულობაზე.

მორიელი. ამ დღეს თქვენთვის აუცილებელია თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და კამათს. არაა გამორიცხული, რომ ეს ხელჩართული ბრძოლით დასრულდეს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მორიელებმა დღეს სწორება უნდა გააკეთონ პროფესიულ საკითხებზე.

მშვილდოსანი. დღეს გადადეთ ყველა საქმე და კარგად დაისვენეთ. ფიზიკური დატვირთვა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ შესაძოა წინასწარ დაგეგმილ საქეებში ხელი შეგიშალოთ. ახლო მომავალში უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ.

თხის რქა. კარგი დღეა საკუთარ სახლში წესრიგის დასამყარებლად. ასევე კარგი დღეა პირად ცხოვრებაზე დასაფიქრებლად და გასააზრებლად. ემოციებს გასაქანი არ მისცეთ.

მერწყული. ხელსაყრელი დღეა ფინანსური თვალსაზრისით. მოსალოდნელია შორეული მივლინებები. კარგი დღეა სპონსორებთან მოსალაპარაკებლად. საღამოს დაისვენეთ მეორენახევართან ერთად რესტორანში.

თევზები.  დღეს არაა რეკომენდებული სხვა და სხვა სახის მოგზაურობები, რადგან ისინი შესაძოა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვასა და სარისკო ქმედებებს, რადგან ეს ჯანმრტელობისთვის საშიშროებას წარმოადგენს. უმჯობესია ეს დღე შინაურებტან და ახლობელ ადამიანებთან ერთად ოჯახში მხიარულად გაატაროთ. არსებობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საშიშროება, ძარცვის, ხანძრის ან რაიმე სახის დაზიანების სახით.

  

ავტორი: ემილი

2021-06-26.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO