მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოვლენა. უმჯობესია ეს დღე სამომავლო გეგმების განსაზღვრას და საოჯახო საქმეებს მიუძღვნათ. სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველაფარზე დაფიქრდით წვრილმანების ჩათვლით. თუ ტაქტსა და თავშეკავებას გამოიჩენთ, დღის ბოლოს დაგიფასდებათ. შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს, აჩვენოთ როგორ გიყვართ და აფასებთ.

კურო. დაიწყეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან: დაივიწყეთ წყენები, დააბრუნეთ ვალები, აპატიეთ მწყენინებლებს და თავად ნახავთ როგორ დალაგდება ყველაფერი თავიანთ ადგილას. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, - განსაკუთრებით გულსა და თვალებს. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ. მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.

ტყუპები. ერთ-ერთი ყველაზე არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად და ყოველდღიური საკითხების გადასაწყვეტად. შეეცადეთ ზედმიწევნით შეასრულოთ ხელმძღვანელების დავალებები და არ მისცეთ მათ შენიშვნებითვის საბაბი. არ ღირს ამ დღეს უკმაყოფილების გამოვლენა. არც ჯანმრთელობისთვის გახლავთ კარგი დღე: მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი და უეცარი ცვლილებები, მტანჯველი სიზმრები. თავის ტკივილი ან მოწამვლა.

კირჩხიბი. ყველა სფეროში ხელსაყრელი დღე გელით. თქვენი შრომისუნარიანობა დაჯილდოვდება. შეიძლება აგისრულდეთ ყველაზე სანუკვარი სურვილი. პარტნიორების მხარდაჭერა თქვენი ყველაზე თამამი გადაწყვეტილების წარმატებასაც კი უზრუნველყოფს. პირად ცხოვრებაში ახალი ამურული ნაცნობობაა მოსალოდნელი. თუ არაერთგზის ნახული სიზმარი დღესაც გესიზმრათ, ის ასრულებას გპირდებათ. 

ლომი. სახლის საქმეებით დაკავებისა და ოჯახისათვის ყურადღების დათმობის დროა. ბავშვების აღზრდის საკითხები მარტივად და არაჩვეულებრივი შედეგებით მოგვარდება. ერიდეთ აგრესიის გამოვლენასა და კამათში მონაწილეობას. ურთიერთობების განხილვა უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ. 

ქალწული. კარგი იქნება დღევანენდელი დღის სირბილით დაწყება. ეს დაგეხმარებათ აზრების მოკრებასა და დღის გეგმების დასახვაში. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა წარმატების საწინდარია. ნუ მოახდენთ რეაგირებას გარშემომყოფთა პროვოკაციებზე, რომლებიც თქვენს წყობილებიდან გამოყვანას ცდილობენ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. საღამოს განმარტოვდით.

სასწორი. დაძაბული და ურთიერთსაწინაღმდეგო მოვლენებით აღსავსე დღე გელოდებათ. შეიძლება მოულოდნელი ამბავი შეიტყოთ, რაც გაიძულებთ გადააფასოთ საკუთარი მოქმედებები და სამოქმედო გეგმაც კი შეცვალოთ სამსახურში. მოსალოდნელია კონფლიქტები საქმიან პარტნიორებთან. მიუხედავად ამისა, თუ დღეს კონტრაქტის გაფორმებას მოახერხებთ, ის ძალიან მომგებიანი იქნება.

მორიელი. ყველა სფეროში წარმატებული დღე გელით. შეძლებთ მოაგვაროთ პროფესიული საკითხები, ასევე გაიმყაროთ მატერიალური მდგომარეობა ან შექმნათ ერთგვარი საწინდარი მომავალი წარმატებისათვის. შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები. ზოგიერთი თქვენგანი შეხვდება ადამიანებს, რომლებიც დიდ იმედგაცრუებას მოგიტანენ.

მშვილდოსანი. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და შეამოწმეთ. მოსალოდნელია სიცრუე და სიყალბე თანამშრომელთაგან. საღამო რომანტიკულ შეხვედრასა და სასიყვარულო თემებზე სასაუბროდ განგაწყობთ. იდეალური დროა ჩასახვისათვის.

თხის რქა. ძალიან კრიტიკული დღე გელით. შეიძლება არაკეთილმოსურნეებთან ან მატყუარებთან შეჯახება მოგიხდეთ. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, ასევე თავშეკავება გამოიჩინეთ ნაცნობებთან და მეგობრებთან ურთიერთობებისას. ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ სახლის აურზაური. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და შეძლებისდაგვარად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

მერწყული. დღეს ვარსკვლავები თავიანთ ენერგიას გაგიზიარებენ დ ამას იგრძნობთ თუ საკუთარ შინაგან სამყაროს ჩაუღრმავდებით. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და თავს კარგად იგრძნობთ. ნებისმიერ დავალებას გაართმევთ თავს. ასევე შესაძლებელია მოულოდნელი, სასიამოვნო შეხვედრა ძველ ნაცნობთან.

თევზები. ნუ გექნებათ ბევრი ადამიანის მხარდაჭერის იმედი. მათიც კი, ვისაც ოდესღაც დახმარებიხართ. მხოლოდ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების იმედად იყავით. ისინი ნამდვილად არ დაგაღალატებენ.

 

ვტორი: ემილი

2021-04-30.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO