მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ძალების დაზოგვა მოგიწევთ. კამათის ალბათობა არსებობს თანამშრომლებთან და ხელმძღვანელებთანაც კი. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ნუ დაძაბავთ სიტუაციას. ასევე გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან ძველი დაავადების გამწვავების საფრთხე არსებობს. ნუ გასცემთ სესხს. სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

კურო. თქვენი გეგმები მხოლოდ იმ შემთხვევაში აგისრულდებათ, თუ შეუმჩნევლად მოქმედებას შეძლებთ და მათ შესახებ არავის გაანდობთ. ზოგიერთ თქვენგანს სასიამოვნო და სასარგებლო გაცნობა ელის. შეეცადეთ დაალაგოთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. ერიდეთ თვითმკურნლობას.

ტყუპები. კარგი განწყობა და ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ ამ დღეს თავი გაართვათ ყველა სირთულესა და პრობლემას. ბევრ დროს წაგართმევენ ბავშვები, მაგრამ სწორედ დღეს შეძლებთ მათთან გულითად საუბარს. კარგი იქნება თუ საღამოს ოჯახურ წრეში გაატარებთ, ან დივანზე წამოწვებით და წიგნს წაიკითხავთ.

კირჩხიბი. ზოგიერთი თქვენგანი დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავისაგან ამბავს გაიგებთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი შენაძენისაგან, რადგან ის შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. უმჯობესია ეს დღე ოჯახს და ახლობელ ადამიანებს მიუძღვნათ თუ ამის საშუალება გექნებათ.

ლომი. მამაკაცი ლომებისათვის ეს დღე საშიში და კრიტიკული შეიძლება იყოს. არსებობს ჯანმართელობის გაუარესების ან ტრავმის მიღების ალბათობა. ერიდეთ მარტო სეირნობას, არც სწრაფად სიარულია სასურველი, რაც გაუმართლებელ რისკთანაა დაკავშირებული. არც მანდილოსან ლომებს გელით მარტივი დღე. მოსალოდნელია გართულებები პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ ძალიან მტკივნეული რეაგირება არ მოახდინოთ ახლობელი ადამიანების შენიშვნებზე.

ქალწული. პირად ცხოვრებაში წარმატებები გელით, თუმცა მატერიალური საკიითხები მოსვენებას არ მოგცემენ. შეეცადეთ თავი შეიკავოთ ნათესავებისთვის რჩევების მიცემისგან. ნუ ჩაყოფთ ცხვირს მათ საქმეში. ნუ აიღებთ კრედიტს და ნუ განახორციელებთ ძვირადღირებულ შენაძენს. თავი შეიკავეთ ისეთი პროდუქტებისგან, რაც თქვენს ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედებს, განსაკუთრებით სპირტიანი სასმელებისგან.

სასწორი. დღეს არავითარ შემთხვევაში არ მოდუნდეთ, მაშინაც კი თუ ფეხქვეშ მყარად გრძნობთ მიწას. შეიძლება ამ დღეს რთული არჩევანის გაკეთება მოგიხდეთ. მაგრამ საკუთარი ინტუიციის იმედი გქონდეთ. მოწმვლის თავიდან აცილების მიზნით ერიდეთ სპირტიან სასმელებსა და ცხიმიან საკვებს.

მორიელი. ცხოვრებას თითქოს პირბადიდან უმზერთ. დროა უკვე ის მოიხსნათ და ფართოდ გახელილი თვალებით შეხედოთ სამყაროს. იქნებ ასე მაინც დაინახოთ რა ხდება თქვენს გარშემო და რაც მთავარია, მიხვდეთ, რა აკეთოთ აწი. გადაწყვეტილება, ნებისმიერ სიტუუაციაში, თქვენზეა.

მშვილდოსანი. სავარაუდოდ დღეს ვერ შეძლებთ პატარ-პატარა უსიამოვნებების თავიდან აცილებას. შეეცადეთ დაიცვათ თქვენი აზრი და ნუ დააღალატებთ საკუთარ თავს. თუ მოცემულ სიტუაციაში აგრესიას მოთოკავთ და საღი გონებით შეხედავთ ცხოვრებას, გამარჯვება გარანტირებული გაქვთ და სამომავლოდ მშვიდ ცხოვრებასაც შეიქმნით საკმაოდ ხანგრძლივი დროით.

თხის რქა. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების გადადება. იმოქმედეთ გადაჭრით და შეუპოვრად, რომ შემდეგ არ ინანოთ დაკარგულ დროზე. მოსალოდნელია დაწინაურება სამსახურში იმ პირობით, თუ სიბრძნეს, თავდაჭერასა და დიპლომატიას გამოავლენთ. ასევე მიაქციეთ ყურადღება საკუთარი სხეულის მდგომარეობას, შეიძინეთ სპორტული დარბაზის აბონიმენტი ან დილ-დილობით სირბილი დაიწყეთ.

მერწყული. დაძაბული პერიოდია მოსალოდნელი. როგორც იტყვიან, სუფთა ფურცლიდან მოგიწევთ ბევრი საქმის დაწყება. ამ დროს უმჯობესია მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად იყოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოულოდნელობებს ექნება ადგილი.  

თევზები. შეშლილი დღე გექნებათ. არეულობა და დაბნეულობა დილიდანვე გამოგიყვანთ წყობილებიდან. მაგრამ თუ დამშვიდებას შეძლებთ, დაგეგმავთ საკუთარ მოქმედებებს, მკაცრად დაიცავთ შედგენილ გეგმას, საღამომდე ყველაფერს მოასწრებთ. საღამო მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების წრეში გაატარეთ.

 

ავტორი: ემილი.

2021-04-22.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO