მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. კრიტიკული დღე გელით. საქმეში წარმატება მარტო იმ ვერძებს ერგებათ, ვინც შეძლებს საღი გონებით შეაფასოს სიტუაცია. არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან მივლინებაში გამგზავრება, ისინი წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი. უმჯობესია ეს დღე ბავშებთან, ახლო ნათესავებთან ან მეგობრებთან გაატაროთ.

კურო. დღეს ყველაზე წარმატებული დღეა. მოგეცემათ შანსი, რომელიც საშუალებას შეგიქმნით გამოიყენოთ შესაძლებლობები არნახული წაარმატების მისაღწევად ყველა თქვენს წამოწყებაში. შეგიძლიათ მეგობრების და ასევე საიმედო, ერთგული პარტნიორების იმედი გქონდეთ. მოულოდნელი, მაგრამ უდავოდ სასურველი რომანტიკული თავგადასავალიც გელით.

ტყუპები. მშვიდი დღე გელით. ფინანსური მდგომარეობა უცვლელად დარჩება. შეეცადეთ ხელმძღვანელებთან არ იკამათოთ და ყურადღებით მოეკიდოთ სამუშაოს. სასარგებლო იქნება ფიზიკური დატვირთვა. პირად ცხოვრებაში ერიდეთ მეორე ნახევართან ყოველგვარი ულტიმატუმის წამოყენებას. ეს ჩხუბს გამოიწვევს.

კირჩხიბი. დღის პირველი ნახევარი განმარტოვებასა და თვითანალიზს დაუთმეთ. შეიარეთ ეკლესიაში. დააბრუნეთ ვალები, შეურიგდით ადამიანებს, რომლებთანაც დიდი ხანია ნაჩხუბარი ხართ და მაშინვე შვებასა და ძალების მომატებას იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარი კი სასურველი იქნება ხმაურიან კომპანიაში გაატაროთ. მოსალოდნელია სანტერესო ნაცნობობაც, რომელიც შეიძლება რომანში გადაიზარდოს.

ლომი. სანამ სადმე წახვალთ, კარგად გაიაზრეთ ეს თქვენთვის საჭირო და სასარგებლო თუა. არ დანებდეთ ცდუნებებს. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას და მეტი იმოძრავეთ. საათობით ფეხით სიარულმა შეიძლება სასწაულები მოახდინოს. გაამდიდრეთ კვების რაციონი B ვიტამინის შემცველი პროდუქტებით.

ქალწული. დღევანდელი დღე არასასიამოვნო გარემოებებსა და მოულოდნელ პრობლემებს გპირდებათ. მოიფიქრეთ როგორ გაუმკლავდეთ მათ.

სასწორი. თქვენთვის დღეს სიტუაცია ისე არ წარიმართება, როგორც ელოდით. არსებობს საშიშროება მოულოდნელი ტრავმის ან ავადმყოფობისა, რომელიც ხელს შეგიშლით დაგეგმილი საქმის განხორციელებაში. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ პარტნიორებთან ურთიერთობებში. არ ღირს მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება, მოლაპარაკებების წარმართვა და სამოგზაუროდ წასვლა. თუ შეძლებთ თავშეკავება და ტაქტი გამოიჩინოთ, ეს ღირსეულად დაგიფასდებათ. საღამოს სასიამოვნო ამბები და მოვლენებია გელით.

მორიელი. კოლოსალური თავშეკავება და სიმშვიდე მოგეთხოვებათ მთელი დღის განმავლობაში, რადგანაც მტრები შეეცდებიან სერიოზული დარტყმა მიაყენონ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი. სიტყვები... სიტყვები... სიტყვები... ისინი წვიმის წვეთებივით გეცემიან ყოველი მხრიდან. ერთნი გაოცებენ... მეორენი იმედს გიცრუებენ... მესამენი გულს გტკენენ... კარგი იქნებოდა ქოლგა გამოგეყენებინათ, მაგრამ ბედის ირონიით ის სახლში დაგრჩათ. რა გაეწყობა, მარტოს მოგიწევთ ღვარცოფის გადატანა.

თხის რქა. რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი მარტივად გამოგივათ. შესაძლოა თანამშრომლებს თქვენი შურთ და ამიტომაც გიჭირთ მათთან საერთო ენის გამონახვა. დღის მეორე ნახევარი, უმჯობესია, განმარტოვებით გაატაროთ. საღამოს სახლში დარჩით, წაიკითხეთ წიგნი ან უყურეთ ტელევიზორს.

მერწყული. პროფესიული მწვერვალების დაპყრობის მიზნით მოგიწევთ ბევრი ისწავლოთ, ისაუბროთ, გაიჩინოთ ახალი ნაცნობები, მოიაროთ მრავალი ადგილი. ფინანსური საკითხები არ შეგაწუხებთ და დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება ის თქვენთვის. ცოლ-ქმრული ურთიერთობები უფრო მყარი გახდება, თქვენ კი სიახლეების სურვილი გაგიჩნდებათ.

თევზები. გარშემომყოფები ელიან, რომ დათმობაზე წახვალთ და თქვენც თმობთ, შემდეგ კი საკუთარი სისუსტის გამო ნანობთ. ამიტომაც არ ღირს ამისთვის ენერგიის დახარჯვა. მიმართეთ ის სხვა მხარეს. საღამოს არასასიამოვნო შეხვედრა გელით, მაგრამ მისი შედეგი შეიძლება თქვენთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს თუ ინტრიგების ხლართვა გეხერხებათ.

 

ავტორი: ემილი.

2021-04-10

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO