მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აგვისტო    » «    2020    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ტომ სოიერივით ბიჭი მატარებლიდან

ერთი ტომ სოიერივით სასაცილო ბიჭი გამახსენდა თბილისი-ბათუმის მატარებლიდან. 2010 წლის ნოემბერი იყო, ღამე... რაღაც კონკურსზე ჩავდიოდი ბათუმში. ცხოვრებაში პირველად სიმპათიური ბიჭი დამიჯდა გვერდით მგზავრობისას... გორში თუ კასპში 3 ბიჭი ამოტანტალდა. პატარები, ასე 16-17 წლისები. ჩემთან ახლოს იყო მათი ადგილები...ეს ტომივით ბიჭი მათ შორის იყო... თავდაჯერებულად გამომხედავდა ხოლმე პერიოდულად. მე, ჩემის მხრივ, ამ სიმპათიური თანამგზავრის ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი, მარა ნურას უკაცრავად... რაღაც დაქსეროქსებულ თაბახებში იყო ჩამძვრალი. ეს ცანცარა ბიჭები სვამდნენ, აი, რომ დიდბიჭობენ ხოლმე ამ ასაკში დალევით, იმნაირად. მერე მღეროდნენ, "ტომმა" ლექსებიც წაიკითხა...თუმცა სრულად არცერთი იცოდა. მერე უცებ მოვიდა და ამ ჩემს თანამგზავრს ადგილის გაცვლა სთხოვა. ესეც ადგა და გაუცვალაა (აუუუუ, გავბრაზდიიიიი!)... ფანჯრის მხარეს დაჯდა. დაჯდა და დაიწყო ტლიკინი, რომ ძალიან ლამაზი თმა მქონდა, თვალები...რომ შევუყვარდი ერთი ნახვით. სასაცილო იყო... მახსოვს, რომ დედა ემიგრანტი ჰყავდა, ბაბო და პაპასთან (ზუსტად ასე თქვა) ცხოვრობდა... მგონი, ბექა ერქვა(უბრალოდ იმდენად ჰგავდა ჩემს წარმოსახვაში არსებულ ტომ სოიერს, მისი ნამდვილი სახელის დამახსოვრება გამიჭირდა)... ღამე გამომეღვიძა... რაღაცნაირი სურნელი ვიგრძენი. მისი პიჯაკი მეფარა (ჰო, პიჯაკი ეცვა დიდი ბიჭივით). სურნელი პიჯაკის საყელოდან მოდიოდა, რომელიც ცხვირთან ძალიან ახლოს იყო, თითქმის მეხებოდა... თვითონ... თვითონ ცერა თითზე დიდბიჭურად ჩამოედო ნიკაპი და კანის ექიმივით მიყურებდა ჭორფლიანი ცხვირის იქით-აქეთ ჩასკუპებული ჭინკებიანი თვალებიდან. ძალიან სასაცილო ბიჭი იყო. ნომერი მითხარიო... გეტყვი, ოღონდ მხოლოდ ერთხელ, ჩქარა და არ ჩაიწერო მეთქი. კარგიო. ვუთხარი ერთხელ, ხმადაბლა და ჩქარ-ჩქარა. დილით გამაღვიძა, სავარცხელი ხომ არ გაქვსო. შევხედე, თმა 0,5-ზე რო გადაიპარსავენ ხოლმე, ეგრე ჰქონდა. გამეცინა, მაგრამ არაფერი ვუთხარი და სავარცხელი ვათხოვე. ძალიან სასაცილოდ "დაივარცხნა"... ჩემი ზურგჩანთა ჩამომატანინა მატარებლიდან ჯენტლმენურად... მეორე დღეს დამირეკა, სად ხარო... ვუთხარი, სადაც ვიყავი. ძალიან მალე ისევ დარეკა და გარეთ გამოსვლა მთხოვა... 2-3 წუთით ვნახე, დრო არ მქონდა... მერე არ მინახავს. რეკავდა ხოლმე, მიყვარხარო... დიდბიჭობდა, მოსწონდა დიდი გოგოს სიყვარული... მერე ნელ-ნელა გავწყვიტე მასთან კონტაქტი... ვცადე უმტკივნეულოდ...ვცადე... სევდიანი ბიჭი იყო, მაგრამ მაინც ძალიან სასაცილო... სახელი და გვარი მაინც მახსოვდეს...

 

ავტორი: მე-კალ-მე.

2016-04-04.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO