მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. საქმიან სფეროში წარმატებები გელით. დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები ძალიან მომგებიანი იქნება. შეგიძლიათ დაკავდეთ ინფორმაციის შეგროვებით, რაც დროთა განმავლობაში გამოგადგებათ. საღამოს კარგი იქნება თუ მშობლებთან ერთად ფინჯან ჩაიზე გაატარებთ დროს.

კურო. კარგი განწყობა და ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ მთელი დღის განმავლობაში ყველა პრობლემას და სირთულეს გაუმკლავდეთ. ბევრ დროს წაგართმევენ ბავშვები, მაგრამ სწორედ დღეს შეძლებთ მათთან გულითად ურთიერთობას. საღამო უმჯობესია ოჯახურ წრეში გაატაროთ, ან დივანზე წამოწვეთ და წიგნი იკითხოთ.

ტყუპები. რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი მარტივად გამოგივათ. შესაძლოა თანამშრომლებს თქვენი შურთ და ამიტომაც ვერ პოულობთ მათთან საერთო ენას. დღის მეორე ნახევარში ძალიან გარგებთ განმარტოვება. საღამო სახლში გაატარეთ, უყურეთ ტელევიზორს ან წაიკითხეთ წიგნი.

კირჩხიბი. ვარსკვლავები გირჩევენ განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ სხეულს დაუთმოთ. შეიარეთ სალონში, ჩაიტარეთ მასაჟი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, შეიცვალეთ ვარცხნილობა. საღამო აქტიურ დასვენებას მიუძღვენით. სექსით დაკავება სასარგებლოდ იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

ლომი. შემოსავალში სტაბილურობა შეინიშნება. თქვენი ინტუიცია დღეს არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმეები არც ისე კარგად მიდის. ასე შეძლებთ მტრების შეცდომაში შეყვანას და მოკეთეების დაიმედებას.

ქალწული. დღეს არ არის სასურველი მოდუნება, მაშინაც კი, თუ მიწაზე მყარად დგახართ. შესაძლებელია რთული არჩევანის გაკეთება მოგიხდეთ. მაგრამ საკუთარი ინტუიციის იმედი გქონდეთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს და ცხიმიან საკვებს, მოსალოდნელია მოწამვლა.

სასწორი. ხელსაყრელი დღეა ლოცვისა და სულის განწმენდისათვის. ეწვიეთ ეკლესიას. გაეცით მოწყალება. დღის მეორე ნახევარში მოიწყვეთ პიკნიკი ოჯახთან ერთად. დაპატიჟეთ თქვენთან მშობლები. თქვენ ისედაც იშვიათად ატარებთ დროს მათთან. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას: მოსალოდნელია გულის ჩხვლეტები და წნევის ცვალებადობა.

მორიელი. სიტუაცია თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელად წარიმართება. ამით უნდა ისარგებლოთ. შეუდექით ახალი მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას და ეჭვიც არ შეგეპაროთ წარმატებაში. ასევე კარგი დღეა ნაცნობობისა და შეხვედრებისათვის.

მშვილდოსანი. დაძაბული დღე გელით, რომელიც ახალ სახათაბალო საქმეებსა და ვალდებულებებს გპირდებათ. მოემზადეთ პრობლემებისთვის პირად ცხოვრებაში ან თქვენთვის არახელსაყრელი საკადრო ცვლილებებისათვის სამსახურში. შეეცადეთ უფრო მეტი თავშეკავებულობა და ტაქტი გამოიჩინოთ. ეს მრავალი არასასიამოვნო სიტუაციისგან დაგიცავთ. არ ღირს სხვადასხვა სახის კამათში ჩართვა. ეცადეთ არ აუწიოთ ხმას, როგორც სახლში, ასევე სამსახურში.

თხის რქა. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოების გამოყენებისას. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის მარცხი. როგორც იტყვიან: ფრთხილს ღმერთიც უფრთხილდებაო!

მერწყული. ძალიან ხელსაყრელი დღეა თვითშეცნობისა და ინტუიციის განვითარებისათვის. განმარტოვდით, დაიმშვიდეთ გონება, შეაღწიეთ საკუთარ შინაგან სამყაროში და მარტივად იპოვით გამოსავალს ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი. ყველა გადაწყვეტა და პასუხი თქვენშია, უბრალოდ, ქაოსის გამო გიჭირთ მათი გარჩევა.

თევზები. დღეს ენერგიის გადახარჯვა გელით. დაზოგეთ ძალები და ნუ დახარჯავთ მათ ტყუილად. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტებს. თუ ვინმესთან შეკამათება მოგიწევთ, შერიგება საკმაოდ დიდხანს არ მოხდება. ამ დღეს არ არის სასურველი გარისკვა. განსაკუთრებული დაკვირვებულობა ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ.

 

ავტორი: ემილი.

2021-03-21.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO