მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა წორედ დღეს მოახერხოთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულება. თუ ბედი გამოცდას მოგიწყობთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მაშინ ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება. სამსახურში ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, შესაძლოა თქვენს გარემოცვაში მოშურნეებიც არიან.

კურო. თანამშრომლებს მეგობრებად აღიქვამთ და სულ ტყუილად. ისინი უბრალოდ არიან ადამიანები, ვინც თქვენთან ერთად სამუშაო საათებს იზიარებენ. არ ღირს მათთვის საკუთარი საიდუმლოებებისა და სამოქმედო გეგმების განდობა. მოშურნეებმა შესაძლოა ყველაფერი გაგიფუჭონ.

ტყუპები. ენერგიით იქნებით აღსავსე. გექნებათ ინიციატივის სურვილი და მიზანდასახულობა. სამსახურში უფრო შესამჩნევი გახდებით, თნამშრომლებთან კი გულწრფელ და ღია ურთიერთობებს დაამყარებთ. ეს დღე მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომანტიკული შეხვედრა და ფინანსური შემოსავალი.

კირჩხიბი. ძალიან დაძაბული დღე გელით. თავს ენერგიულად იგრძნობთ, მაგრამ შინაგანი ენრგიის გამოფრქვევა შეიძლება დამაგრეველი აღმოჩნდეს თქვენთვის. მოსალოდნელია ჩხუბი ეჭვიანობის ან შელახული თავმოყვარეობის გამო. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ უძრავ ქონებას, რადგან ძარცვის ან ხანძრის საშიშროება არსებობს.

ლომი. შეიძლება წარმოიშვას ისეთი სიტუაცია, რომელშიც ამ ნიშნის თითქმის ყველა წარმომადგენელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. შეეცადეთ მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას. ეს დაგეხმარებათ მრავალი შეცდომის თავიდან აცილებაში. ახლობელ ადამიანებთან არ ღირს სიჯიუტის გამოვლენა და იმპულსური მოქმედებები. ეს გამოიწვევს კამათს და დაშორებასაც კი. თუ კომპრომისზე წახვალთ, ყველაფერი მოგვარდება.

ქალწული. დღეს აქტიური მოქმედებები იქნება თქვენთვის კარგი შედეგების მომტანი. მოიშორეთ ეჭვები და მთელი ძალები არჩეული მიზნის მიღწევას მოახმარეთ. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ახალი საქმეები და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კარგი დღეა საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად და სუფთა ჰაერზე სასეირნოდ.

სასწორი. ხელსაყრელი დღეა. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს დღეს ბედი გაგიღიმებთ და მომგებიანი ლატარიის ბილეთის მფლობელი გახდებით. თამამად შეგიძლიათ ახალი საქმეების დაწყება ან სამოგზაუროდ წასვლა. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს მეზობლებთან ან ნათესავებთან. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად, წაიკითხეთ კარგი წიგნი ან მოუსმინეთ მუსიკას.

მორიელი. კარგი იქნება დილის ფიზიკური ვარჯიშით დაწყება, რაც მთელი დღის სამყოფი ენერგით დაგმუხტავთ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ადამიანების გაცნობა ან დამაინტრიგებელი წინადადების მიღება. საღამოს შესაფერისი დროა რომანტიკული შეხვედრის ან ნიშნობისათვის.

მშვილდოსანი. ვერც სახლის დალაგება და ვერც სხვა საოჯახო საქმე ვერ შეგივსებთ სიცარიელეს. შესაძლოა ეს უფერული და ცივი გაზაფხულის გამო ხდება. შეეცადეთ პოზიტიურად განეწყოთ. მალე თბილი ზაფხული მოვა.

თხის რქა. მამაკაცი თხის რქებისთვის ეს დღე კრიტიკული და საშიში შეიძლება იყოს. შესაძლოა მკვეთრად გაგიუარესდეთ ჯანმრთელობა ან სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღოთ. ერიდეთ მარტო სეირნობას. ასევე არაა სასურველი სატრანსპორტო საშუალებით სწრაფად სიარული და ყველა ის ქმედება, რაც გაუმართლებელ რისკთანაა დაკავშირებული. არც მანდილოსან თხის რქებს გელით მარტივი დღე, - მოსალოდნელია გართულებები პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ ასე მტკივნეულად არ აღიქვათ ახლობელი ადამიანებისაგან კრიტიკული შენიშვნები.

მერწყული. კრიტიკული დღეა. შეეცადეთ განსანკუთრებული სიფრთხილე გამოიჩნოთ, რადგან გადაღლა, დეპრესია, საკუთარი თავისადმი უკმაყოფილება, გაღიზიანება - ცუდად აისახება თქვენს ოჯახზე და კონფლიქტებს მოგიტანთ. შეეცადეთ დაისვენოთ. არც ალკოჰოლის მიღებაა სასურველი.

თევზები. კრიტიკული დღეა. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს ბოროტებასთან ან ღალატთან მოგიწევთ შეჯახება. დილიდანვე თავბრუს დაგახვევთ უამრავი საქმე. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს ხელმძღვანელებთან და პარტნიორებთან. ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ სახლის დამღლელი საქმეები, მაგრამ მაინც ეცადეთ დაუთმოთ ყურადღება ბავშვებსა და მშობლებს.

 

ავტორი: ემილი.

2021-03-16.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO