მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2020    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ დავაღწიოთ თავი მარტოობას

ჩვენს დროში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც მარტოობის გრძნობა სტანჯავთ, შინაგან სიცარიელეს გრძნობენ და ამის გამო დეპრესიას მისცემიან. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც გარს უამრავი ადამიანი ახვევია, ოჯახებიც კი აქვთ (მეუღლე, შვილები...) მაგრამ მაინც მარტოსულად გრძნობენ თავს.

ამ პრობლემასთან გამკლავება ადვილი არაა. დასაწყისისთვის აუცილებელია ადამიანმა ზუსტად განსაზღვროს ვისთან და რა სახის კომუნიკაციაა არასაკმარისი მისთვის; რა ინფორმაცია, როგორი შთაბეჭდიებები, შეგრძნებები  და გამოცდილობები არ ჰყოფნის და როცა საკუთარ თავში ჭეშმარიტ ნაკლოვანებებს მიაგნებს, მაშინ უნდა დაიწყოს მათ შესავსებად მუშაობა.

ასეთი ადამიანისათვის აზრს მოკლებულია რჩევა - ხალხმრავალ ადგილებში იტრიალოს და ახალი ნაცნობობა შეიძინოს, რადგან ხშირად ეს ის არაა, რაც მათ სჭირდებათ. მთავარია, ზუსტად მოხდეს იდენტიფიცირება და დაკმაყოფილდეს სწორედ ის მოთხოვნები, რომლებიც მათში მარტოობის შეგრძნებას იწვევს. ხშირად ძალიან რთულია დადგინდეს რა სჭირდება ადამიანს მოცემულ ცხოვრებისეულ ეტაპზე და რატომ გრძნობს თავს მარტოსულად, რადგან მათ უმეტესობას ერთი შეხედვით ყველაფერი აქვთ.

ყველაზე გავრცელებული მაგალითი განვიხილოთ: არიან ადამიანები, რომლებიც უჩივიან სექსის უკმარისობას და ფიქრობენ, რომ სწორედ ესაა, რაც მათ ესაჭიროებათ. ზედაპირულად თუ შევხედავთ, მათ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები აწუხებთ და ამის  დასაკმაყოფილებლად ილტვიან, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, სულ სხვაგვარად დავინახავთ პრობლემას. გარდა იმისა, რომ სექსისადმი მოთხოვნილება გამოკვეთილია, არის ფარული პრობლემებიც: მაგალითად, ადამიანური თბილი ურთიერთობების, კომუნიკაციის, შეხების, ტაქტილური შეგრძნებების, ნათელი ემოციების უკმარისობა; ან სურვილი იმისა, რომ თავს დაცულად გრძნობდეს და გვერდით საიმედო „საყრდენი" ჰყავდეს; ასევე მარტო დაძინების შიში... ამ ყველაფრის ფონზე მარტოობის გრძნობა იმდენად ძლიერი ხდება, რომ ადამიანი ფიქრობს და ეძებს სექსუალურ პარტნიორს...

  • იმ შემთხვევაში კი, თუ ის პარტნიორს მართლაც იპოვის, ხვდება, რომ ეს არ იყო ის, რაც მას სურდა. რომ სექსი - როგორც სპორტი, მის შინაგან სიცარიელეს ვერ ავსებს და ის კვლავ მარტოსულად გრძნობს თავს... სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ჩაუღრმავდე საკუთარ თავს და განსაზღვრო ჭეშმარიტი საჭიროება.
  • თუ ადამიანი განსაზღვრავს, რომ მას ტაქტილური შიმშილი აქვს, ამის მოსაგვარებლად საუკეთესო საშუალებაა ცეკვის შესასწავლი კურსები ან მასაჟი.
  • იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების შეგრძნების დეფიციტია, მის მოსაგვარებლად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ფსიქოთერაპიის კურსებია.
  • ნათელი, მკაფიო ემოციებისა და შეგრძნებების დეფიციტი შეიძლება შეივსოთ მოგზაურობით.
  • გარდა ამისა, ყოველთვის საჭიროა ადამიანმა გადახედოს საკუთარ გარემოცვას. თუ იქ საინტერესო არაფერია, შეიძინოს ახალი ნაცნობობა და რაც ყველაზე მთავარია, ოპტიმისტურად განეწყოს ნებისმიერ სიტუაციაში.

გახსოვდეთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენს გულში ცხოვრების ხალისი დაიბუდებს, აუცილებლად გამოჩნდება თქვენს გვერდით ადამიანი, ვის გვერდითაც მარტოსულად არასოდეს იგრძნობთ თავს. ნეგატიური ემოციებით დატვირთული ადამიანი ნაკლებად თუ ვინმეს სჭირდება გვერდით. ამიტომ იზრუნეთ საკუთარი სულის სიმშვიდესა და კომფორტზე და ყველაფერი კარგად იქნება!

ავტორი: ემილი

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2014-04-16 13:00:24)

gavitvaliswineb.  mec mawuxebs eg problema. martosulad vgrznob xshirad tavs.altaltalt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO