მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მაისი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
შეთავსება ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით

 

ვერძი + ვერძი

ვერძებს შორის კავშირი ძალიან იშვიათია. მათი ქორწინება განსაკუთრებულია, კაშკაშა და მოკლევადიანი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ისინი ერთმანეთს არ გვანან. ის, რაც ერთისთვის მსუბუქ ნიავს გავს, მეორე მას ქარიშხლად და წარღვნად აღიქვამს და რაც ერთისთვის საშინელებაა, მეორეს შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს. წყვილის კავშირი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ერთ-ერთი მათგანი მეორე ვერძის მორჩილებას შეძლებს, რაც ადვილი არაა. "თაფლობის თვეშივე" გაირკვევა ვინ იქნება მათ შორის "უფროსი" და ვინ დაჯდება სახლში. ორივე მათგანი შეეცდება ლიდერი გახდეს. სექსუალურ ურთიერთობებში დომინანტად ქალი ვერძი გვევლინება, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი ვერძი დიდხანს ვერ გაუძლებს მასზე დაქვემდებარებულის როლს და პროტესტის ნიშნად ახალი პარტნიორების ძებნას და ღალატს დაიწყებს. ეს მათ სექსუალურ ცხოვრებაზეც აისახება და დისჰარმონიას შეიტანს მათ ურთიერთობაში. მათ შორის მუდმივი ბრძოლა და კამათია დომინანტობისთვის. მოსალოდნელია საფუძვიანი ეჭვიანობაც. შესაბამისად ეს კავშირი მხოლოდ მოკლე ვადითაა სასურველი. ქორწინება წარუმატებელი იქნება.


ვერძი + კურო

ამ ორი სრულიად განსხვავებული პიროვნების თავსებადობა ძალიან რთული და შესაბამისად იშვიათიცაა. მათ განსხვავებული ტემპერამენტი და ხასიათის შტრიხები აქვთ. ვერძი უკმაყოფილოა კუროს მოზომილი ტემპითა და წარმოსახვის უნარის დეფიციტით, წონასწორობას აკარგვინებს მისი გაწელილი პრელუდია სექსში. კუროს კი არ უყვარს როცა აჩქარებენ, მას ვერძის ენთუზიაზმი სექსის სურვილს უკარგავს. კურო ვერძთან შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა, ვერძს თუ კუროს მგრძნობიარობის იმედი ექნება, გულგატეხილი, დაუკმაყოფილებელი და იმადგაცრუებული დარჩება. გარდა ამისა, სტაბილურობის მოყვარე მშვიდ კუროს  ვერძის იმპულსური გადაწყვეტილებები აშინებს. ის ცვლილებებს ძნელად ეგუება და ოჯახური სიმყუდროვისკენ ილტვის, ხოლო ვერძი ახალი შეგრძნებებისა და თავსუფლების მოყვარულია. მესაკუთრე კურო ამის გამო ეჭვიანობას იწყებს. ვერძი პირადი სივრცის ხელშეუხებლობას ითხოვს, რაც კუროს მხრიდან პროტესტის საბაბი ხდება. გარდა ამისა, კურო ფულის მშოვნელია, ვერძი კი მხარჯველი, რაც კიდევ ერთი საბაბია მათ შორის განხეთქილებებისა. კუროსა და ვერძის ქორწინებაში სიმშვიდეს ადგილი არ ექნება. ამ ორ ნიშანს შორის უფრო მეტი დასათმობი ვერძს აქვს. თუ ის ჭკუას მოუხმობს, კუროს სტაბილურობას დააფასებს და შეძლებს იგივეთი უპასუხოს, მაშინ ხანგრძლივად გაძლებენ ერთად და ქორწინებაც წარმატებული იქნება. 


ვერძი + ტყუპები

ამ ორ ენერგიულ და სიცოცხლით სავსე ნიშანს შეუძლია კარგი მეგობრები და საყვარლები იყვნენ. მათ სიამოვნებთ აქტიური ცხოვრების სტილი, თავგადასავლები, მრავალფეროვნება, იუმორი, ელიტარულ საზოგადოებაში ტრიალი. მაგრამ მათგან ბედნიერი ქორწინება ნაკლებად სავარაუდოა. ამის მიზეზი კი ტყუპების ზედაპირული დამოკიდებულებაა სიყვარულის მიმართ, მისი უემოციო ხასიათი, გრძნობების გამოხატვის უნარის არქონა, რაც წყვილს მუდამ გაორებულ მდგომარეობაში ამყოფებს. ვერძისთვის ტყუპები ძალიან საყვარელი, მშვენირი და საინტერესო პიროვნებაა მოკლე დროით, სანამ გრძნობებზე და განცდებზე პრეტენზიები გაუჩნდება. მათ შორის ყველაზე კარგი ურთიერთობა მაშინ მყარდება, როცა საერთო საქმე აერთიანებთ. ვერძის საქმიანი პარტნიორობა აუცილებელია ტყუპებისთვის. ტყუპები კი თავის მხრივ ორიგინალურ იდეებსა და გეგმებს აწვდის ვერძს რაც მათი ერთობლივი საქმიანობისთვის ძალიან ხელსაყრელია. არაა გამორიცხული, რომ ხანგრძლივი ურთიერთობა დაამყარონ, რადგან ორივე ნიშანი შემეცნებისკენ არის მიდრეკილი. ვერძის დომინანტური ბუნება ტყუპების გამომგონებლობით იზღუდება. კავშირი მანამდე გაგრძელდება, სანამ ტყუპები მოხერხებული მანევრების კეთებას და ამით ვერძის აღფრთოვანებას შეძლებს. ორივე პარტნიორი მხიარული და ენერგიით სავსეა და საძინებელშიც არა აქვთ მოსაწყენად საქმე. ვერძი საწოლში ინიციატორია და ცდილობს ტყუპებიც დააკმაყოფილოს, ეს კი პატარა საქმე არაა და თუ ტყუპებს ეყოფა გამჭრიახობა მას იგივეთი უპასუხოს, მათ წარმატებული, ხანგრძლივი ურთიერთობა ელით.

 

ტყუპები + კირჩხიბი

მიუხედავად ძლიერი ფიზიკური ლტოლვისა, მათ ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ ცხოვრებისეულ საკითხებში და ამიტომ პრობლემატური ქორწინება ელით. ვერძთან კირჩხიბი სუსტია. თავად გასაცემი ბევრი არაფერი აქვს. ის ვერძის მკლავებში ივსება ემოციებითა და გრძნობებით, მაგრამ როცა ვერძის გრძნობა გაცვდება, ვეღარ შეავსებს კირჩიბს და ურთიერთობაც გახუნდება, ის წვრილმანების გამო კინკლაობებში გადაიზრდება. შეუსაბამო ტემპერამენტი კი ურთიერთობის თავიდან აღდგენის საშუალებას აღარ მისცემს. ამ კავშირში ვერძს აქვს წამყვანის როლი და მხოლოდ მასზეა წყვილის მომავალი ცხოვრება დამოკიდებული. მათ მძლავრი სექსუალური მიდრეკილება აერთიანებთ, სანამ ვერძის ვნებები ჩაცხრება. მერე კი მისგან ფერფლიც აღარ დარჩება. კირჩიბს ხშირად ფიზიკურ ვნებებზე მეტად ემოციურად შევსება ესაჭიროება, რაც ვერძისთვის მომაბეზრებელია. ამის გამო უკმაყოფილების გამოხატვას იწყებს, რაც საბოლოოდ აფუჭებს მათ ურთიერთობას. ხანგრძლლივი, ბედნიერი, ოჯახური ურთიერთობა ამ წყვილისთვის შეუძლებელია და ამის გამო მათი კავშირი დადებითად ვერ ჩაითვლება.

 

ვერძი + ლომი

ეს ორი ნიშანი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან ტემპერამენტით. ერთმანეთს კარგად ეწყობიან, რადგან ორივე სექსითაა დაინტერესებული, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი კავშირი ნამდვილი სიყვარულის გარეშე ხანგრძლივი ვერ იქნება, რადგან ზუსტად სიყვარაულია ის, რაც ერთმანეთთან დათმობებზე წასვლას აიძულებს. ლომებს შეუძლიათ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახონ ცხოვრებასა და სიყვარულში, მაგრამ არა ქორწინებაში. ორივეს აგრესიული ვნება და გახსნილი სექსუალურობა ახასიათებთ. მათი კავშირი სწორხაზოვანია, თუმცა ღრმა სიყვარულის გარეშე ვერ წარმოუდგენელია. ორივე პარტნიორს ერთნაირი ვნება აქვთ, მაგრამ ვერძისთვის ვნებები ციკლით მიმდინარეობს, ლომები კი მუდმივად აღგზნებულ მდგომარეობაში შეიძლება იყვნენ. ეს ერთადერთი სხვაობაა მათ შორის. რაც შეეხება ოჯახის ბიუჯეტს, თუ ის ვერძის ხელში არ იქნება, ლომი მას ერთიანად გაფლანგავს. ქორწინება ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნება თუ ლომი ვერძის ყველა მოთხოვნას შეასრულებს და სრულად დაემორჩილება მას, რაც ძალაუფლებისა და განდიდების მოყვარული ლომის ხასიათთან წინაღმდეგობაში მოდის. სხვა შემთხვევაში განქორწინება გარდაუვალი იქნება. ხანგრძივი ქორწინება მხლოდ მაშინ გამოუვათ თუ როლების სწორად გადანაწილებას შეძლებენ და ერთმანეთს გაუფრთხილდებიან.

 

ვერძი + ქალწული

მათ პრობლემური ქორწინება ელით. თავიდან ვერძის მხიარული ხასიათი, სითამამე და შეუპოვრობა დაიპყრობს და მიიზიდავს თავშეკავებულ, მშვიდ, მორცხვსა და სტაბილურობის მოყვარულ ქალწულს, მაგრამ როგორც კი აღმოაჩენს მის თავქარიანობასა და მუდმივი თავგადასავლების ძიებისკენ მიდრეკილებას, ყოველგვარ ინტერესს დაკარგავს. ვერძი კი აღფრთოვენდება ქალწულის წარმოსახვის უნარით, ტაქტითა და თვითკონტროლით. თუმცა მათი ურთიერთობისთვის ძირითადი პრობლემა განსხვავებული ტემპერამენტია და ძალიან დიდი მოთმინება მართებს ორივე მხარეს, რომ ურთოერთობა შეინარჩუნონ და სწორად წარმართონ. შეიძლება სასიამოვნო კავშირი ჰქონდეთ, იდეალური საქმიანი ურთიერთობაც დაამყარონ, მაგრამ წარმატებული ქორწინების შანსი 50/50-ზეა. ქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოუვათ, თუ ერთმანეთი ეყვარებათ, ურთიერთგაგებას შეძლებენ და ორივე მათგანი დაუღალავად იზრუნებს რომ ერთმანეთს სიამოვნება მიანიჭონ, სხვა შემთხვევაში ქორწინება წარმოუდგენელია.

 

ვერძი + სასწორი

ისინი ერთმანეთის ანტიპოდები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორი ნიშნის ქორწინება საკმაოდ ხშირია. მათ აფსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ ცხოვრებისეულ საკითხებზე. ამიტომ ეს კავშირი არასტაბილურია. ბუნებით აგრესიულ ვერძს ხიბლავს სასწორის გარეგნული სილამაზე მაგრამ მასთან ცხოვრება ძალიან უჭირს. სასწორს კი ვერძის სითამამე, მებრძოლი სული და გადაწყვეტილებების მიღების უნარი მოსწონს, მაგრამ მის აგრესიულობას ვერ იტანს. ორივე ნიშანს უყვარს სექსით ტკბობა, მაგრამ განსხვავებული ხასიათების გამო ურთიერთობის აწყობას ვერ ახერხებენ. მათ კავშირს შეუთავსებლობის გამო გამოწვეული შინაგანი დაძაბულობა გამუდმებით უშლის ხელს. ვერძი ჟინიანი და დაუცხრომელია მაშინ, როცა სასწორი მასში მშვიდი და გაწონასწორებული პარტნიორის პოვნას ამაოდ ცდილობს. ქორწინება იმ შემთხვევაში გამოუვათ თუ მოახერხებენ თანაბარი უფლებების შენარჩუნებას, თუ ვერძი სასწორზე ზეწოლას შეწყვეტს, ხოლო სასწორი ყველაფერში ჰარმონიის დამყარებას და ამის გამო უკმაყოფილებების გამოხატვას. ისინი საწოლში ურთიერთობის დალაგებას ახერხებენ, მაგრამ ქორწინებაში გაუჭირდებათ. მოკლედ, შესაძლებელია ძალიან კარგი მოკლე ვადიანი ფიზიკური კავშირი ჰქონდეთ. უფრო შესაძლებელია ხანგრძლივი ურთიერთობა. ქორწინება კი თითქმის შეუძლებელია.

 

ვერძი + მორიელი

ისინი კარგად ეთავსებიან ერთანეთს. ორივე ნიშანი უდიდესი ფიზიკური ენერგიის მატარებელი და მოქმედებისკენ მიდრეკილია. ორივე დომინანტური და თავისუფლების მოყვარე ნიშანია, ვერ იტანენ როცა აკონტროლებენ და თავისუფლებას უზღუდავენ. ისინი შეიძლება გახდნენ განუყრელი მეგობრები ან დაუნდობელი მტრები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნებიან ერთმანეთის მიმართ გულგრილნი.  მათ კავშირს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაეყრება საფუძველი თუ თანაბრად ექნებათ როლები გადანაწილებული და რომელიმე მათგანი თავს დაკნინებულად არ იგრძნობს. ვერძმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს თავისი იმპულსური ნატურა, უგუნური ეჭვიანობა, პარტიორის დაქვემდებარების სურვილი და თავნებობა. ხოლო მორიელმა თავისი თანდაყოლილი დიპლომატიის უნარი უნდა გამოიყენოს და ვერძს სინაზითა და სიყვარულით მიუდგეს, რაც მთავარია ღალატი არ უნდა გაივლოს გულში. თუ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, კავშირი მარტო წარმატებული კი არა, ძალიან ბედნიერიც აღმოჩნდება. მათ ურთიერთობებში სექსს ან ძირითადი სტიმულატორის როლი ექნება, ან უსარგებლო, საშუალო არ არსებობს. განხეთქილებები ხშირად ექმენათ, მაგრამ შერიგებისას დამყარებული სექსუალური ურთიერთობა ისეთ ვნებას განაცდევინებს, რომ ყოველი დაშორებისას შეძლებენ თავიდან შერიგდნენ და ერთმანეთს ბედნიერება მოუტანონ. თუ თანაბარუფლებიანობას, ერთმანეთზე ზრუნვას და დათმობებს შეძლებენ, ბედნიერი ქორწინება გამოუვათ. 

 

ვერძი + მშვილდოსანი

მათ შორის პირველი ნახვისთანავე შესაძლებელია გაჩნდეს სიყვარული. ოპტიმისტური ვერძი და იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული მშვილდოსანი თამაშ-თამაშით შეიტყუებენ ერთმანეთს. თუმცა მათი კავშირი მუდმივად იდგება ფიზიკური დაკმაყოფილების პრობლემის წინაშე. ქორწინების ინიციატივა ყოველთვის ვერძისგან მოდის, მაგრამ თუ ქორწინებას დიდი ხნით გადადებენ, ვერძს სურვილი მალე გაუვლის და მათი ქორწინება აღარ შედგება. ორივე მათგანი კონფლიქტებისკენაა მიდრეკილი. ჩაკეტილ და მოწყენილ მშვილდოსანს დაეხმარება ოპტიმისტი და მუდამ მხიარული ვერძი, რაც მათ ურთიერთობას საინტერესოს ხდის. თუ მშვილდოსანი ყოველთვის ვერძს დაეკითხება აზრს და გაითვალისწინებს, მათი ქორწინება ჰარმონიული და წარმატებული იქნება.

 

ვერძი + თხის რქა

ამ ნიშნებს შორის სასიყვარულო კავშირი ძალიან იშვიათია, რადგან ორივეს განსხვავებული ტემპერამენტი, ხასიათი და ცხოვრებისეული რიტმი აქვს. ვერძი ექსპერიმენტების მოყვარულია, თხის რქა - კონსერვატორი. მან შეიძლება ერთი პოზა აირჩიოს სექსისთვის, რადგან უფრო თავშეკავებულია. აგრესიული ვერძისგან თხის რქა მაქსიმალურიად იცავს თავს. თუმცა ყველა თხის რქა მადლობელი უნდა იყოს, თუ მის ცხოვრებაში ვერძი შეიტანს ხალისსა და ოპტიმიზმს იმ პესიმისზმისა და მელანქოლიის ფონზე, რაც მათ ახასიათებთ. თხის რქა აუჩქარებლად აწყობს თავის ცხოვრებას, ვერძი კი ქარბორბალასავით მიქრის. აქედან გამომდინარე თხის რქისთვის ვერძი უცებ აფეთქებული და მალევე გამქარალი კომეტასავითაა. თუ ვერძი ძალიან მოინდომებს, შეძლებს თხის რქას შეხედულებები შეაცვლევინოს და ამ შემთხვევაში ხანმოკლე ურთიერთობაზე მეტად წარმატებული ქორწინება გამოუვათ. 


ვერძი + მერწყული

მათი ქორწინება წარმატებული იმ შემთხვევაში იქნება თუ ვერძი მერწყულს არ დაჩაგრავს, ხოლო მერწყული მას არ აეჭვიანებს. სტატისტიკის მიხედვით ამ წყვილს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები უჩნდებათ. ვნებიანი და ორივესთვის ბევრი სიახლის მომტანი ქორწინება ელით. მათ კავშირში თუ უსიამოვნება იჩენს თავს, მაშინვე არ ვლინდება, რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. მერწყული საკმაოდ მოქნილია, მაგრამ ბოლო სიტყვა ყოველთვის ვერძს ეკუთვნის. ურთიერთობაში დომინანტი ვერძია, მერწყული კი გაცილებით პასიურია, მაგრამ თუ მისთვის ვერძის პოზიცია მისაღები არაა, არ დათმობს. უჩვეულო მოვლენებით სავსე, საინტერესო კავშირი ელით და ურთიერთგაგების შემთხვევაში წარმატებული ქორწინებაც გამოუვათ.

 

ვერძი + თევზები

ისინი ერთმანეთს ავსებენ განსხვავებული ხასიათებითა და ტემპერამენტით. თამამი და თავდაჯერებული ვერძის კავშირი ინტუიციითა და წარმოსახვის ნიჭით დაჯილდოვებულ თევზებთან საინტერესო ურთიერთობის გარანტიაა. ძლიერ ვერძებს მბრძანებლობა უყვართ, ხოლო მორცხვსა და თავშეკავებულ თევზს კი საიმედო დასაყრდენი სჭირდება. ვერძი ინტერესდება საწოლში თევზის ქცევით, ხოლო თევზს მორცხვობა ეხსნება ვერძთან ურთიერთობით. ერთად თავს მხიარულად და ბედნიერად გრძნობენ. ხელსაყრელი კავშირისთვის საკმარისი იქნება თუ ვერძი პარტნიორთან ტაქტის გამოჩენას ისწავლის. თუ განსხვავებული ტემპერამენტის დაძლევას შეძლებენ ხანგრძლივი წარმატებული ქორწინების დიდი შანსი აქვთ.

 

კურო + კურო

ძნელად შესათავსებელი წყვილია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საერთო აქვთ. ორივეს უყვარს წესრიგი, კომფორტი, ლამაზი ნივთები, შრომა და ქონების დაგროვება. ორივე არაჩვეულებრივი მშობელია და ორივე ოჯახისთვის მზრუნველ ინდივიდაა შექმნილი. წესით ოჯახური იდილია კარგად უნდა გამოსდიოდეთ და თითით საჩვენებელი ოჯახი უნდა ჰქონდეთ, რომ არა მათი სიჯიუტე, რასაც ხშირად სერიოზულ დაპირისპირებამდე მიჰყავს ეს წყვილი. განხეთქილებებს სექსუალური შეუთავსებლობაც ამწვავებს. საწოლში ყოველთვის ვერ ეწყობიან ერთმანეთს. არა აქვთ ერთმანეთის მიმართ საკმარისი ვნება და ლტოლვა. მამაკაცი კურო ვერ აკმაყოფილებს ქალი კუროს სექსუალურ მოთხოვნილებებს, რადგან ამ უკანასკლელს უფრო ემოციური კავშირი სჭირდება და თუ სულიერი კომფორტი არა აქვს, სექსუალურად ვერ კმაყოფილდება. ქალი კურო სიყვარულში სენტიმენტალური და რომანტიკულია, ვერ იტანს ტყუილსა და უყურადღებობას, ხოლო მამაკაცი კურო უფრო მიწიერი ნატურაა, მიუხედავად იმისა, რომ ქალის დაფასება და პატივისცემა იცის, მისთვის რომანტიკა უცხოა და ყველაფერს ისიც აფუჭებს, რომ მექალთანეცაა, რაც ეჭვიაანობის საფუძვლიან საბაბს იძლევა. ამიტომ იშვიათად ეგუებიან ერთმანეთს. თუმცა, ქორწინება შეიძლება წარმატებით შედგეს თუ ძირითად მოვალეობად ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვას აქცევენ და ემოციურ სიახლოვეს გვერდზე გადასწევენ.

 

კურო + ტყუპები

ორი სრულიად განსხვავებული ნიშანია და მიუხედავად ერთმანეთის მიმართ მიზიდულობისა, მათ კავშირს წარმატება არ უწერია, რადგან მათ განსხვავებული ხასიათები და ტემპერამენტი აქვთ. ტყუპები არასდროს ჩერდება სახლში, რაც მესაკუთრე კუროს ეჭვიანობასა და გაღიზიანებას იწვევს. კუროს ცვლილებები აშინებს და სტაბიურობის მოყვარულია, ხოლო ტყუპებს სტაბიურობა და ერთფეროვნება არ შეუძლია, გამუდმებით სიახლეების ძიებაშია, ის ქარაფუტაა და მოუსვენარი. გასაკვირი კი ისაა, რომ სწორედ ამ თვისებებით მოხიბლეს ერთმანეთი, ოღონ ცოტა ხნით. კუროს მოთხოვნები აუტანელი ხდება ტყუპებისთვის. მას თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, რაც გამუდმებულ კამათს იწვევს, ურთიერთობას აფუჭებს. კურო ბოლომდე ვერასდროს იგებს ტყუპების ქცევებს და ცდილობს შეძლებისდაგვარად შეზღუდოს მისი თავისუფლება. ტყუპებთან კურო ძალიან მოსაწყენია სექსუალური თვალსაზრისითაც. მათ შორის უღიმღამო კავშირია და შესაბამისად ძნელი ხდება ქორწინების შენარჩუნება. 

 

კურო + კირჩხიბი

კირჩხიბი ყველაზე რომანტიკული და დამაკმაყოფილებელი ნიშანია კუროსთვის. ასევე მისაღებია კირჩხიბისთვის კუროს სტაბილურობა, სიმშვიდე და ალერსიანობა. მათ ბევრი საერთო აქვთ. ორივე სენტიმენტალური, ემოციებისა და ვნებით სავსე ურთოერთობისკენ მიდრეკილი, სექსის მოყვარული და ოჯახურ კეთილდღეობაზე მზრუნველი ნატურაა. სრულ ურთიერთგაგებაზე დამყარებული მშვენიერი ურთიერთობა ელით. კუროს თავშეკავებული და სტაბილური ხასიათი კარგად ავსებს ცვალებად კირჩხიბს. კუროს ერთადერთს შეუძლია კირჩხიბის შინაგანი კრიზისი მშვიდად და დანაკარგის გარეშე გადაიტანოს. კირჩხიბი კი კუროს ერთგულია და მის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ორივეს საერთო მიზნები აქვთ: ფული და დაცულობა, რაც მათ ჰარმონიულ კავშირს უზრუნველყოფს. თუ ფიზიკური მონაცემებით ერთმანეთს აკმაყოფილებენ, მათი კავშირი მყარი იქნება, ხოლო ქორწინება ბედნიერი და ხანგრძლივი.

 

კურო + ლომი

სჯობს ამ კავშირს თავი აარიდოთ. ფიზიკური ლტოლვის მიუხედავად მყარი კავშირის იმედი ნაკლებად არსებობს. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ არცერთ მათგანს არ შეუძლია დაქვემდებარება, რაც  მუდმივ კამათს, ჩხუბსა და გაუგებრობებს იწვევს. კურო დაფასებას ითხოვს, ლომი კი მის წინაშე ქედის მოხრას და შესაბამისად ვერცერთი იღებს იმას, რაც სჭირდება მათსავე ხასიათებიდან გამომდინარე. ლომი გულუხვი და მფანტველია, კურო - მუყაითი და ხელმომჭირნე. კურო წესრიგისადმი მიდრეკილია, ლომს კი ყველაფერზე ერთბაშად უნდა დაუფლება. კუროს ლომის უამრავ კომპლექსთან შეგუება მოუწევს, განდიდების მანიასთან ერთად. ლომი კი თვლის, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში მას ეკუთვნის ცეტრალური ადგილი და დიდებაც. ის ექსტრავაგანტული და აქტიური ცხოვრების მოყვარულია, კურო კი მყუდროების მოყვარული და ცოტა ეგოისტი. ერთი სიტყვით, ამ ორი ნატურის თავსებადობა-თანაცხოვრება გამორიცხულია და კარგს არაფერს მოიტანს. შესაბამისად მყარი და წარმატებული ქორწინებაც ვერ შედგება. 

 

კურო + ქალწული

ამ ორ ნიშანს ცხოვრებაზე რეალისტური შეხედულებები და პრაქტიკულობა აერთიანებთ. მათი ქორწინება უსიყვარულოდაც კი წარმატებული და ბედნიერი შეიძლება იყოს. მათი ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, სიმპათია და ურთიერთდამოკიდებულება ჰარმონიული თანაცხოვრების საფუძველია. კუროს შეუპოვრობა და ქალწულის მახვილი გონება რთმანეთს ავსებს. კურო მკაცრად აკონტროლებს ხარჯებს, რაც ფრთხილ ქალწულს ძალიან მოსწონს. პატივისცემასთან ერთად ერთმანეთის მიმართ სიხარულს, მადლიერებას, მზრუნველობას გამოხატავენ, ორივე მშვიდობისა და სიცოცლის მოყვარულია. ამ საერთო თვისებებს მათთვის მომავლის იმედი და ამაღლებული განწყობა მოაქვს. კუროში უფრო მეტად ფიზიკური საწყისია განვითარებული და ქალწულის მაღალზნეობრივი მიდრეკილებები, ცოტა არ იყოს, ნერვებს უშლის. სექსში ქალწული არაა ექსპერიმენტების მომხრე, რაც კუროს აღიზიანებს. სექსუალურად დაუოკებელი კურო კი ქალწულს აშინებს. მათი კავშირი ბედნიერი იქნება თუ ქალწული სექსში კომპრომისებზე წავა.

 

კურო + სასწორი

მათი მგრძნობელობა სხვადასხვაგვარია. დიდი მსგავსებისა და საერთო ინტერესების მიუხედავად მათი ხანგრძლივი ქორწინება წარმოუდგენელია განსხვავებული ცხოვრებისეული პრინციპების გამო. კურო სასწორში თბილ და საიმედო პარტნიორს ხედავს. სასწორი კი იმისთვისაა დაბადებული, საპირისპირო სქესი მოხიბლოს და გრძნობები გაუღვივოს. მაგრამ დროთა განმავლობაში მისი სიყვარულისადი ზედაპირული დამოკიდებულება კუროს გაღიზიანებას გამოიწვევს, ხოლო სასწორს კუროს მოსაკუთრული ხასიათი მოუწამლავს ნერვებს. ამ ნიშნებს ხანმოკლე რომანტიკული ურთიერთობა ელით, თუმცა საკმაოდ წარმატებული, რადგან თითქმის ერთნაირი ტემპერამენტი  და სექსისადმი ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ. თუ კურო წამყვანის როლს შეითავსებს, ხოლო სასწორი ემოციებითა და ვნებით შეავსებს საწოლს, ხანგრძლივი ურთიერთობის აგებასაც შეძლებენ.

 

კურო + მორიელი

ამ ორ ნიშანს ერთმანეთის მიმართ ძლიერი მიზიდულობა, ინტერესთა მოურიგებელი დაპირისპირება ახასიათებთ, თუმცა გულგრილობა არასოდეს. ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებს წარმოადგენენ, თუმცა საერთოდ ბევრი აქვთ. მათთვის შეიძლება დიდი ხნის მანძილზე იყოს წამყვანი სექსუალური კავშირი, ვნება. მორიელის სექსუალურობა მომენტალურად აღაგზნებს კუროს. ტემპერამენტით, მესაკუთრული ხასიათით და ვნებიენობით ერთმანეთს გვანან, მაგრამ მუდამ ეჭვიანობა დატანჯავთ. არცერთ პარტნიორს არ ეყოფა მოთმინება ამ კავშირის ხანგრძლივობისთვის. მათ თანაბარი სექსუალური მადა აქვთ, რის გამოც არცერთ მათგანს არ მოუნდება გვერდზე გახედვა. კარგი საყვარლები იქნებიან, თუმცა თანახცოვრებისთვის ერთმანეთთან დათმობაზე წასვლა მოუწევთ, რაც მათ ხასიათებს ეწინააღმდეგება და ამის უნარი ნაკლებად გააჩნია რომელილმე მათგანს. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლებენ ქორწინების შენარჩუნებას. 

 

კურო + მშვილდოსანი

მათ ერთნაირი ფიზიკური ლტოლვა ახასიათებთ. ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ააწყობენ თუ კურო მშვილდოსნის მოთოკვას შეძლებს. მშვილდოსანი კუროსთვის სექსუალურად აღმგზნებია, მაგრამ მისი არამდგრადობა და სიახლეების მიმართ სწრაფვა - ძნელი ასატანი. მოწყენა არასდროს ექნებათ, რადგან კამათი მათი ურთიერთობის ძირითად შემადგენელ ნაწილად იქცევა. ძირითადი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ კურო შეეცდება მშვილდოსანის დამორჩილებას, რაზეც მშვილდოსანს ურყოფითი რეაქცია აქვს. ერთმანეთს აკმაყოფილებენ ტემპერამენტით და საწოლში ერთად თავს კარგად გრძნობენ, თუმცა კურო ხვდება, რომ უდარდელი მშვილდოსანი უფრო კარგი საყვარელია ვიდრე მეუღლე, რაც მისთვის მიუღებელია. მოკლედ, მათ რომანს წარმატება ელის, აი, ქორწინებას კი - ნაკლებად. 

 

კურო + თხის რქა

ეს ორი ნიშანი სრულად ავსებს ერთმანეთს. ორივეს მუდმივი სიყვარული ახასიათებთ. ერთმანეთის მიმართ ემოციურად არიან დაკავშირებული. შეუდარებელ პარტნიორობას უწევენ ერთმანეთს სექსში და რაც მთავარია ერთმანეთი არ ბეზრდებათ, მუდამ აქვთ ვნება და ლტოლვა. მათი ხასიათებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ერთი ნახვით შეყვარება მოხდეს, სამაგიეროდ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ სიყვარული და მიჯაჭვულობა წლებთან ერთად უძლიერდებათ. მიჯაჭვულობა იმდენად დიდია, რომ მტკივნეულად განიცდიან განშორებას ცოტა ხნითაც კი. ყოველთვის ახარებთ და ეცოტავებათ ერთად გატარებული დრო. ბევრი საერთო აქვთ: ერთნაირი ტემპერამენტი, იუმორი, მგრძნობიარე ბუნება, მიზნები და შეხედულებები, ერთიდაიგივე ადამიანები მოსწონთ, კარგად გამოსდით საქმიანი პარტნიორობა და მეგობრობაც. ქორწინებისთანავე საერთო მიზნები და გეგმები უჩნდებათ, რაც წარმატების საწინდარია. მელანქოლიისკენ მიდრეკილი თხის რქა იმუხტება კუროს სიმშვიდით და ოპტიმიზმით, ხოლო ჩაკეტილი და მორცხვი კურო თხის რქასთან ხდება გახსნილი. თხის რქა გულჩათხრობილი და ხისტია, რაც კუროს დიდად არ მოსწონს, სამაგიეროდ თხის რქას აღიზიანებს კუროს სიჯიუტე და მის მოთოკვას ცდილობს. მათი უთანხმოების მიზეზი ეჭვიანობა, პრინციპები და სიამაყეა. მაგრამ ეს უთანხმოებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამ კავშირისთვის ზიანის მოტანა არ შეუძლია. მათი ქორწინება ყოველმხრივ საიმედოა. 

 

კურო + მერწყული

შეუსაბამო წყვილია. კუროსთვის ეს კავშირი ყველაზე არასასურველია, რადგან მერწყულთან ვერასდროს მოიპოვებს სიმშვიდეს, დასვენებას, უზზრუნველყოფილ მომავალს და გარანტირებულ პირობებს, რაც მისთვის აუცილებელია. მერწყულს უსაზღვრო ფანტაზია, ნათელი წარმოსახვა, ზოგჯერ საეჭვოდაც კი ორიგინალური იდეები აქვს, მაგრამ ქარაფშუტა და მსუბუქი ხასიათის გამო მასთან კუროს ძალიან უჭირს მასთან ერთ სახლში ცხოვრება დად ოჯახური ურთიერთობით ტკბობა. კუროს კოფორტი და სიმშვიდე სწყურია. მერწყულს ურთიერთობის ღია და დაუფარავი გამოხატვა უნდა, ის თავისუფების მოყვარული მარტოხელაა, შეზღუდვებს აპროტესტებს და ამის გამო ძალიან მალე ხელიდან დაუსხლტება მესაკუთრე კუროს. უზომოდ ვნებიანი და სექსუალური კურო არ იზიარებს მერწყულის სექსისადმი მიდგომას. კუროს საწოლში მეგობარი არ სჭირდება. მერწყული სიყვარულის ფიზიკურ მხარეში ნაკლებადაა დაინტერესებული ვიდრე კურო. მას ინტელექტუალური ურთიერთობა სურს, რაც მგრძნობიარე კუროსთვის მიუღებელია. კურო მერწულისთვის მეტისმეტად მომთხოვნია, თუმცა მისი დახმარებით სექსის ტექნიკის ათვისება ძალიან მოსწონს. მათი კავშირი ძირითადად უსიამოვნო მოულოდნელობებითაა სავსე. შესაბამისად მათი დაშორება გარანტირებულია. 

 

კურო + თევზები

მათ ბევრი საერთო აქვთ: ორივე სულიერი სიმშვიდის, კომფორტის, ლამაზი და ძვირფასი ნივთების, ტკბილი ცხოვრების მოყვარულია. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ თევზები ზარმაცებად დაიბადნენ და დღევანდელი დღით ცხოვრობენ, კურო კი მშრომელი და ხელმომჭირნეა. მათ შორის ფიზიკური ლტოლვა არსებობს, სიყვარულიც, ერთგულებაც, რაც მყარი ურთიერთობის საფუძველს იძლევა. კარგი მატერიალური პირობების შემთხვევაში მათი ქრწინება ბედნიერი იქნება, თუმცა ამის პარალელურად კუროს ფინანსების მკაცრი გაკონტროლება მოუწევს. თევზებს ეს კავშირი ხვალინდელი დღის რწმენას და სტაბილურობას მოუტანს, სამაგიეროდ გასცემს გულახდილ გრძნობებს, სითბოს და სიყვარულს. მუშაობისგან დაღლილ კუროს სითბო და მძუნველობა სჭირდება, რასაც თევზებზე უკეთ ვერავინ შეძლებს. კურო სიყვარულში ერთგულია, თევზები კი პატივისცემისკენ მიდრეკილი. მიუხედავად იმისა, რომ სექსში თევზები პასიურია, კუროს ვნება და თევზების მგრძნობელობა ერთმანეთს ავსებენ, რაც მყარი ურთიერთობის გარანტიას იძლევა.

 

ტყუპები + ტყუპები

მათ ერთმანეთი არასოდეს ბეზრდებათ. უფრო შეხმატკბილებულ და მომხიბვლელ წყვილს ვერსად იპოვით. თანაცხოვრების ტემპი გიჟური ექნებათ. ორივე შესაშური მოსაუბრეები არიან, უყვართ სიახლეები და დაუვიწყარი საღამოების მოწყობა. ღრმა სიყვარული არცერთს ახასიათებს და არც მისი გამოხატვით იწუხებენ თავს. მარტივად და მუბუქად უდგებიან სასიყვარულო საკითხებს და მხოლოდ იმას ცდილობენ ერთმანეთი გაახარონ, გაანებივრონ და ასიამოვნონ. სექსიც სიამოვნება და გართობაა მათთვის. თუმცა ისინი ძალიან ზედაპირული და არასტაბიულური ნატურები არიან. ურთიერთობა ბევრ სიხარულს მოუტანს ორივე მათგანს, მაგრამ ეს სწრაფად დაკარგავს სტაბილურობას. მალე დაკარგავენ ერთმანეთთან ფიზიკურ ლტოლვას და ურთიერთობაში ქაოსი დაეწყებათ. მათი მგზნებარე სიყვარული და ქორწნება შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლების კავშირი იშვიათ შემთხვევაში შეიძლება შედგეს და შენარჩუნდეს ხანგრძლივად.

 

ტყუპები + კირჩხიბი

არასტაბიური წყვილია და მათი კავშირი საშიშია. ძალიან ცოტა აკავშირებთ იმისთვის, რომ ურთიერთობამ ხანგრძლივად გასტანოს. თავიდან კირჩხიბის ვნებიანობა დააკმაყოფილებს ტყუპების ფიზიკურ მოთხოვნილებებს. ტყუპების ხალისიანი განწყობა კი დეპრესიულ კირჩხიბს ეხმარება ხასიათის გამოსწორებაში. კირჩიბი მეტისზმეტად მგრძნობიარეა და ძალიან მალე გულნატკენი დარჩება ტყუპების უემოციობით, მოჩვენებითობითა და ზედაპირულობით სიყვარულში, მისი მახვილი ენაც ბევრ ტკივილს მიაყენებს, მოსვენებას დაკარგავს და მათი კავშირიც სიმყარეს დაკარგავს. კირჩიბს სიყვარული, დაცულობა და სტაბიურობა სჭირდება, რასაც ტყუპები ვერ მისცემს. ტყუპები კი ვერ აიტანს შეზღუდვებს, გააღიზიანებს კირჩხიბის ხასიათის სწრაფი ცვალებადობა. ტყუპების სასიყვარულო თამაში კირჩხიბისთვის სერიოზულად აღიქმება, რაც საბოლოოდ დიდ იმედგაცრუებას მოუტანს. ხოლო განსხვავებული ტემპერამენტი მუდმივი პრობლემა იქნება მათ საწოლში. აქედან გამომდნარე მათ ქორწინება წარმატებული ვერ იქნება.

 

ტყუპები + ლომი

განსხვავებული ნიშნები არიან, თუმცა შეიძლება ერთმანეთისთვის ჭეშმარიტი სიამოვნების მიმნიჭებელი ვნებიანი საყვარლები იყვნენ. მაგრამ ტყუპების დამცინავ ტონს ლომის წყობილებიდან გამოყვანა შეუძლია. საზოგადოებაში ერთმანეთის დაჩრდილვასაც მოისურვებენ, თუმცა ასეთი წვრილმანი კინკლაობებიც ხიბლავთ, ერთმანეთის გაღიზიანებაც კი მოსწონთ და ამისგან სიამოვნებას იღებენ. ორივე მხიარულების მოყვარულია და სექსის დროსაც იდეალურად გრძნობენ თავს. კეთილშობილი და გულუხვი ლომი თუ სათამაშო აღმოჩნდება ტყუპების ხელში, რაც ტყუპებს ძალიან მოსწონს, ლომისთვის მიუღებელი იქნება და მსგავს დამოკიდებულებას ვერ მოითმენს. თუ ტყუპები საერთო ენის გამონახვას შეძლებს ლომთან ის მისგან ბევრსაც ისაწავლის და ბევრსაც მიიღებს, განსაკუთრებით სექსში. ამ შემთხვევაში ლომი შეუდარებელ პარტნიორობას გაუწევს ტყუპებს და ყველაფერს ეცდება სრულყოფილი ურთიერთობისთვის. თუ ეს მოხდა, ქორწინება ლამაზი, ლაღი და ხანგრძლივი იქნება. თუ არადა, მალევე დაშორდებიან.


ტყუპები + ქალწული

ძნელად შესათვისებელი წყვილია. ორივე ნიშანი დაჯილდოვებულია ცხოვრებისადმი გონივრული მიდგომით, თუმცა ეს ერთადერთი საერთო თვისებაა რაც მათ გააჩნიათ. ქალწულისთვის ტყუპები ფუფუნებისადმი და გართობისადმი მიდრეკილი, ზედაპირული, უგუნური, ჭკუასუსტი და დროის ტყულად მფლანგველი ადამიანია. ხოლო ტყუპებისთვის ქალწულია ზედმეტად მიწაზე დაშვებული, ცივსისხიანი და უინტერესო. ქალწული ტყუპებს არასტაბილურ საყვარლად მიიჩნევს. თავად სექსში თავდაჭერილი, კლასიკური სტილის მომხრეა, ტყუპები კი არაორდინალური და მომენტალურად ფეთქებადი. როცა პირველი ვნების ქარიშხალი გადაივლის, ქალწული კრიტიკული რეპლიკებით ავსებს ტყუპებს. ამიტომ მათ შორის გაჩენილი ვნება მალევე ქრება და სექსუალური ცხოვრება თითქოს იყინება. ისინი ერთმანეთის მიმართ ცივდებიან. მათი ურთიერთობა ნეგატივს უფრო მოიცავს, ვიდრე პოზიტივს. ამიტომ ეს კავშირი ხანგრძლივი დროისთვის ნამდვილად არ არის და მით უმეტეს ქორწინებისთვის.

 

ტყუპები + სასწორი

ყოველმხრივ ჰარმონიული წყვილია. იდეალურად ეთავსებიან ინტელექტუალურად და ყველა სხვა ასპექტში. ისინი ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ, სტიმულს აძლევენ  და სიამოვნებას იღებენ მსუბუქი რომანისგან. არცერთი მათგანი არაა კონკურენციისკენ მიდრეკილი. შესაბამისად თანხმობა და ურთიერთგაგება გარანტირებული აქვთ. ნაზები არიან, ჭკვიანები, უყვართ გართობა, მოგზაურობა, წვეულებები, არიან საინტერესო მოსაუბრეები. უდამ პოუობენ ერთმანეთით აღფრთოვანების საბაბს. სექსში თავისუფლები არიან, არ ეჭვიანობენ, და ერეთმანეთს ზედმეტ მოთხოვნებს არ უყენებენ. ორივე ნიშანს ძალიან უჭირს ვნებების მოთოკვა. ერთმანეთს იზიდავენ, საერთო ინტერესები და ხასიათები აქვთ, ბევრ რამეში ემთხვევიან კიდეც, ამიტომ მათი კავშირი საკმაოდ ბედნიერი, ხანგრძლივი და სასიამოვნოა ორივესთვის. ღრმა გრძნობები არ შეუძლიათ და ზედაპირული განცდები კი მათ ურთიერთობას სილაღეს და სიმსუბუქეს სძენს, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს. მათი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ორივე ზედმეტად მფლანგველია. თუმცა ეს ხელს ვერ შეუძლის მათ კავშირს. თუ შეერთდნენ, ერთმანეთს ვერარაფერი დააშორებს. მათი ქორწინებას მყარი საფუძველი აქვს და სრულად გამართებულია.

 

ტყუპები + მორიელი

მათი ურთიერთობა მარტივი არაა. თუ ერთმანეთის ატანას შეძლებენ, მრავალფეროვანი წარმოსახვის მქონე ტყუპისა და დინამიური მორიელის წყვილი წარმატებულ კავშირს ააგებენ, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება. ძალიან თავსებადი წყვილია, მაგრამ ფიზიკური ლტოლვის გარდა სხვა საერთო კავშირიც უნდა იპოვონ, რომ მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება შეძლონ. საწოლში ცეცხლს ანთებენ, მაგრამ მალევე ხვდებიან, რომ სექსი არაა ყველაფერი. განმარტოვების მოყვარული მორიელი მგრძნობიარე, ვნებიანი, მომთხოვნი და ეჭვიანია, ხოლო ტყუპები ცვალებადი, ქარაფშუტა, ზედაპირული, რომელსაც საზოგადოებაში ტრიალი და ხალხმრავლობა ყველაფერს ურჩევნია. ტყუპს მსუბუქი ფლირტი უყვარს, მორიელი კი ამის გამო ძალიან იეჭვიანებს და მის კლანჭებში მოქცევას შეეცდება. ეჭვიანი მორიელი მუდამ განრისხებული იქნება ტყუპების მხრიდან სიყვარულისადმი აგდებული დამოკიდებულების გამო. თუ ტყუპი ტაქტიკას არ შეიცვლის, ურთიერთობის საბაბად ქცეული ვნება ძალიან მალე უკვალოდ გაქრება და დამოკიდებულება დაიძაბება. უთანხმოებების ფონზე ორივეს მოთმინება ამოეწურება და მათი კავშირიც დასრულდება. დიდია რისკი და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია შესაძლებელი მათი ქორწინების შენარჩუნება.

 

ტყუპები + მშვილდოსანი

მათი კავშირი მარტივი არაა. ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანი მაგნიტივით იზიდავს ერთმანეთს. ყველაზე დიდ სიამოვნებას მათ სულიერი თანხვედრა ანიჭებთ, რადგან სხვადასხვა სფეროში ბევრი საერთო ინტერესები გააჩნიათ. მშვილდოსანი უფრო სერიოზული და ინტელექტუალურია, ტყუპები კი უფრო გართობის მოყვარე და ქარაფშუტა. ორივე ჯიუტია, უყვართ კამათი და არ უნდათ დათმობა და სჭირდებათ თავისუფლება. შესაძლოა სექსში ვერ შეეწყონ ერთმანეთს, რადგან ორივე თავშეკავებული ნატურაა, რაც მათ ვერაფერს საინტერესოს ვერ მოუტანს. ტყუპების მწარე ენა კი მდგომარეობას ყოველთვის გაამწვავებს. დამოკიდებულებაში ორივე ცვალებადი და არაგულწრფელია. მშვილდოსანიცა და ტყუპებიც არაპროგნოზირებადი, არასტაბილური ბუნების მატარებლები არიან და არც საწოლია გამონაკლისი ადგილი, სადაც ურთიერთობაში უკმაყოფილება უფრო მეტი იქნება ვიდრე სექსისა და სიყვარულისგან მიღებული სიამოვნება. სავარაუდოდ მათი კავშირი ისევე მოუოდნელად და ხმაურით დასრულდება, როგორც მოულოდნელად და ხმაურით დაიწყო. შეიძლება კარგი ქორწინებაც გამოუვიდეთ, მაგრამ ამას დიდი მონდომება და ძალისხმევა დაჭირდება ორივე მხარისგან.

 

ტყუპები + თხის რქა

მოულოდნელობებით სავსე ურთიერთობა ელით. ერთიცა და მეორეც თავისუფლების მოყვარე ნიშანია, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში განსხვავებული შეხედულებები ახასიათებთ, რაც ხშირი კამათის საფუძველს იძლევა. ტყუპებს ცხოვრებისადმი  მსუბუქი, უდარდელი და სიყვარულისადმი ზერელე დამოკიდებულება იწვევს კონსერვატიული თხის რქას პროტესტს. მას უნდა თავი დაცულად იგრძნოს მაშინ, როცა ტყუპები თავისუფლების დაკარგვაზე წუწუნებს. თხის რქისთვის წესრიგი და სტაბიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ მოსწონს ტყუპებს. ტყუპების აქტიური ცხოვრების მოთხოვნილება მოსვენებას არ აძლევს თხის რქას. ტყუპებს კი თხის რქის გონივრულობა თრგუნავს. ამ პარტნიორებს შორის ვნებიანი რომანი ნაკლებადაა მოსალოდნელი, თუმცა ტყუპებს ნამდვილად შესწევს უნარი თხის რქა დააინტერესოს. მათი ურთიერთობა და წარმატებული ქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ წამყვანის როლს თხის რქა მოირგებს, ხოლო ტყუპები საკუთარი არასტაბილურობის კონტროლს მოახერხებს.

 

ტყუპები + მერწყული

ეს ორი ნიშანი საკმაოდ კარგი წყვილია დასაოჯახებლად. მრავალმხრივი ტყუპები და ნოვატორული ნიჭით დაჯილდოვებული მერწყული მშვენივრად ალაგებენ ურთიერთობებს და უგებენ ერთმანეთს. მათ ბევრი საერთო აქვთ: უყვართ სიახლეები, მოგზაურობა, უცნობებთან შეხვედრები, ექსპერიმენტები. თუმცა ორივესთვის დამახასიათებელი არაპროგნოზირებადი ხასიათი არ იძლევა იმისა საშუალებას, რომ ყველაფერი იდეალურად ჰქონდეთ და ყოველთვის მყუდროდ გრძნობდდნენ თავს ერთმანეთთან. სამაგიეროდ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ მათი სიყვარული დროსთან ერთად ძლიერდება, რადგან მერწყული იხიბლება ტყუპების გონებამახვილობით და ცდილობს გაგებით მოეკიდოს მის არასტაბილურ ხასიათს. ტყუპებს კი მოსწონს და იზიარებს მერწყულის სექსუალურ ფანტაზიებს. სასიყვარულო ურთიერთობა ყოველთვის დალაგებული ვერ ექნებათ, მაგრამ ორივეს შეუძია ერთმანეთის გაგება, კომპრომისებზე წასვლა და ერთმანეთის სექსუალურად დაკმაყოფილება. ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგაც კი ახერხებენ მეგობრებად დარჩენას. ქორწინებაში ეს წყვილი ნაზი, მოსიყვარულე, ერთგული მეგობრები უფრო არიან, ვიდრე მოსიყვარულე საყვარლები. მათი ქორწინება უფრო წარმატებულია, ვიდრე საყვარლების როლში ყოფნა.

 

ტყუპები + თევზები

რთული კავშირია. მათი ურთიერთობაში ერთნაირი დოზითაა ვნება და პრობლემები. ერთმანეთისგან ძალიან განსვავდებიან. თევზი ნაზი, ემოციური და დამოკიდებულია. მას ძლიერი, სტაბილური პარტნიორი სჭირდება, რომ დასაყრდენი ნახოს და თავი დაცულად იგრძნოს. ტყუპები კი სიახლეების მოყვარული, უემოციო, არასტაბილური ნატურაა და ვერ შეუძლებს თევზებისთვის საიმედო პარტნიორი იყოს. ემოციური თევზი ძალიან სწრაფად ბრაზდება მოუფრთხილებელი ტყუპების მწარე გამონათქვამებზე, მისი მოთამაშე ხასიათი და სიყვარულის მიმართ ზერელე დამოკიდებულება გულს ტკენს, რადგან ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა სჩვევია. ურთიერთობაში ორივე მათგანი თავისებურად ტყუის. ტყუპები ბევრ რამეს მალავს რეალობიდან. მას თავისუფლება და ახალი შეგრძნებები სჭირდება. თევზები მისთვის ზედმეტად ემოციური და მოსაწყენია. მისი მიჯაჭვულობა სულს უხუთავს. თევზებს კი არ შეუძლია ტყუპების გარემოცვაში თავი იმედიანად იგრძნოს, უნდობლობა უჩნდება, ეჭვიანობას იწყებს, ცდილობს თავისუფლება შეუზღუდოს პარტნიორს და ამ გზით მოიპოვოს სიმშვიდე. ჩაკეტილ სივრცეში კი ტყუპები კვდომას იწყებს და შესაბაიმსად ქრება სიყვარულიც. მათ ერთად შეუძლიათ გამოავლინონ უსაზღვრო სექსუალური ფანტაზიები და სიამოვნება მიიღონ საწოლში, შექმნან რეალურად კარგი კავშირი, მაგრამ საბოლოოდ მის შენარჩუნებას იშვიათად ახერხებენ. ეს კავშირი საკმაოდ სარისკოა და ქორწინებასაც ნაკლები პერსპექტივა აქვს.

 

კირჩხიბი + კირჩხიბი

ორი კირჩხიბი ძალიან პრობლემური წყვილია. მათ პრობლემებს კი ის ქმნის, რომ მეტისმეტად ბევრი აქვთ საერთო, რაც ბედნიერებაში ხელს უშლის. ორივე ძალიან მგრძნობიარე, მომთხოვნი და დამოკიდებულია. მათ კარგად ესმით ერთმანეთის და შეუძლიათ მარტივად მიაყენოს ერთმანეთს ტკივილი. კირჩხიბები ზედმეტადაც კი ზრუნავენ საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე და მიუხედავად ამისა, ემოცურად მაინც გაუწონასწორებლები არიან. მათ სჭირდებათ დიდი ყურადღება, მზრუნველობა და მხარდაჭერა, რის გარეშეც არ შეუძლიათ. ამ წყვილის ურთიერთობაში პრობლემები ძირითადად ემოციურ ფონზე ჩნდება. მათ ურთიერთობაში დადებითი მომენტი არის ის, რომ ვნებიანი და მგრძნობიარე საყვარლები არიან, ერთმანეთს ეროტიულ ფანტაზიებს უღვივებენ, აღაგზნებენ და აკმაყოფილებენ. თუმცა სექსი ამდენი პრობლემების ფონზე საკმარისი არაა ჰარმონიისთვის. ფიზიკურად ძალიან იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ მეტი სითბო, ყურადღება და კეთილგანწყობა სჭირდებათ იმისათვის, რომ ურთიერთობა შედგეს. შესაბამისად მათი ქორწინება გაუმართლებელია.  

 

კირჩხიბი + ლომი

საკმაოდ შეთავსებადი წყვილია. მათი მომავალი კირჩიბზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ მას მოუწევს კომპრომისებზე წასვლა. თუ კირჩხიბი ლომთან ურთერთობისთვის მზადაა, შეიძლება მათ ჰქონდეთ ვნებიანი კავშირი და წარმატებული ქორწინებაც. ამ ურთიერთობისთვის კირჩხიბს მოუწევს ლომისთვის დამახასიათებელი ემოციური აფეთქებებთან და მის უამრავ კომპლექსებთან შეგუება. თუ ამას მოახერხებს, დანარჩენ ურთიერთობებში ლომი გულუხვი, გულახდილი, კეთილი და ძლიერია, რომელსაც შეუძლია დაასტაბილუროს კირჩხიბის განწყობა. ლომის ხასიათი და კეთილი დამოკიდებულება კირჩხიბს ამშვიდებს და თავდაჯერებულობას მატებს, მისი სიცოცხლისმოყვარულობა კი ახალისებს. შესანიშნავი ინტუიცია კირჩხიბს კარნახობს თუ როგორ უნდა მოექცეს ამაყ ლომს, რომელსაც პარტნიორისგან მუდმივი მოფერება და შექება სჭირდება, განსაკუთრებით სექსში, სადაც მას დომინანტის ადგილი უჭირავს. კირჩხიბი ხვდება: იმისათვის, რომ ლომი ალერსიანი ფისოსავით კრუტუნებდეს, საჭიროა მისით აღფრთოვანდეს და დიდი დოზით ეპირფეროს, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ ძალიან სწორხაზოვანია სექსში. თუ კიბო შეძლებს ლომისთვის შესაფერისად მოიქცეს, მათი კავშირი და ქორწინება წარმატებული იქნება. 

 

კირჩხიბი + ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენელთა წყვილი თავსებადია. კირჩხიბი ემოციურია, ქალწული კი ანალიტიკური, თუმცა ისინი იმდენად წარმატებით ურთიერთობენ, რომ სხვაობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მათი კავშირი შეიძლება გადაიქცეს ნაზ, საიმედო და სასიამოვნო ურთიერთობად. ფინანსური დაცულობისკან კირჩხიბის სწრაფვას ეკონომიური და ხელმომჭირნე ქალწული მიესალმება. თავის მხრივ კირჩხიბსაც კარგად ესმის სასწორის პედანტურობა. სასწორის სტაბილურობა მას წონასწორობის დაცვაში ეხმარება. კირჩიბის საიმედოობა კი სასწორს უათმაგებს მისი დაცვის სურვილს. პრაქტიკული სასწორი ხელს უწყობს ამ კავშირის გამყარებას. ორივე ცდილობს ერთმანეთის გახარებას და სიამოვნების მინიჭებას, რაც პერსპექტიული ქორწინების საწინდარია. კიბო უფრო ემოციურია, ქალწული კი თავშეკავებული, თომცა მათ შორის ძალიან თბილი და ურთიერთგაგებით სავსე დამოკიდებულება მყარდება. სექსუალურ ნაწილშიც მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ორივე მორცხვია და უნდა ეცადონ ერთად გაიმრავალფეროვნონ ეროტიული მხარე. სხვამხრივ ძალიან კარგი კავშირია და ქორწინებაც დასაშვებია.

 

კირჩხიბი + სასწორი

მათი შეთავსება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან სრულიად სხვადასხვა განზომილებაში ცხოვრობენ. კირჩხიბს სიყვარულში ნათელი ცხოვრების გამოცდა უნდა, სასწორი კი სრულ ინტელექტუალურ სიახლოვეს ეძებს, არ ესმის კირჩხიბის ხასიათის ცვალებადობა, რომელიც თავდაჯერებულობას ვერ გრძნობს სასწორის ემოციურად ცივი დამოკიდებულების გამო. ქარაფშუტა სასწორისთვის კირჩხიბი ზედმეტად ემოციური და ეჭვიანია. ორივე ნიშანს უყვარს ლამაზ სახლში ცხოვრება, თუმცა სასწორს უფრო მეტად ხიბლავს წვეულებები, სტუმრები და გვერდითი სიამოვნებები. როცა კირხიბი მის გაკრიტიკებას იწყებს, ხშირ შემთხვევაში მათი ურთერთობა სრულდება და ისინი ახალი პარტნიორების ძებნას იწყებენ. სასწორს ძალიან უჭრს ცვალებადი ხასიათის კირჩხიბთან ურთიერთობა. კირჩიბს კი სასწორის მისდამი მიჯაჭვულობა უხუთავს სულს. აქტიურ სასწორს ფეიერვერკების ქვეშ უნდა ყოველი წუთის გატარება, კიბოს კი მშვიდი გარემო ურჩევნია. მათი კავშირი შესაძლებელია, თუმცა წარმატებული ნაკლებად იქნება და შესაბამისად არასასურველია ქორწინებაც.

 

კირჩხიბი + მორიელი 

ეს ორი ნიშანი ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს. კირჩიბი სიყვარულში ერთგულია. მას მორიელის ვნებიანობა აღვივებს და ჭკუას აკარგვინებს. მორიელი ეჭვიანი ნატურაა, მაგრამ კირჩხიბი მის პროვოცირებას არ ცდილობს და არც ეჭვიანობის საბაბს აძლევს, რაც სიმშვიდეს და კმაყოფილებას აძლევს ორივეს. ორივე ნიშანი მესაკუთრეა. ერთმანეთი დასაკუთრებული ჰყავთ და ესეც ორივეს მოსწონს, რადგან თავს საყვარელი ადამიანის კუთვნილად და სტაბილურად გრძნობენ. კირჩხიბი აღფრთოვანებულია მორიელის სიძლიერით. მორიელის კი კირჩიბის ემოციური დამოკიდებულება ხიბლავს. ორივე ნიშანს კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ და ხვდებიან რით შეიძლება პარტნიორის გახარება და როგორ მოექცნენ ერთმანეთს. მორიელის დაცვისა და დომინირების თვისება კიბოსთვის აუცილებელია. სექსში კიბო უფრო მგრძნობიარეა, მორიელი კი ვნებიანი, თუმცა კიბოს სურვილი - სიამოვნება მიანიჭოს პარტნიორს, საშუალებას იძლევა ბევრი პრობლემა აიცილონ თავიდან. დროთა განმავლობაში მათი კავშირი უფრო მყარდება, გრძნობები მძაფრდება და მიჯაჭვულობა უჩნდებათ. ერთად მათ კარგი კავშირის შექმნა შეუძლიათ, რადგან ერთმანეთისთვის საჭირო და საყვაარელ ადამიანებად გრძნობენ თავს და ეს ორივეს ახარებს. ურთიერთობას მჭიდრო კავშირი სიახლოვე და სიღრმე ახასიათებს და რაც დრო გადის ეს გრძნობები უფრო უმჯობესდება, რაც ძალიან წარმატებული ქორწინების გარანტიაა.

 

კირჩხიბი + მშვილდოსანი

ნაკლებად ეთავსებიან ერთმანეთს. სრულიად განსხვავებული სურვილები და ურთოერთსაწინააღმდეგო მიზნები აქვსთ. გარესამყაროსთან თამამად მყოფ მშვიდოსანს შეუძლია კირჩხიბს ახალი ინტელექტუალური ჰორიზონტი გაუხსნას, თუმცა, სამწუხაროდ, სიყვარულში დაცულობის გრძნობას ვერ მიანიჭებს, რაც კირჩხიბს ყველაზე მეტად სჭირდება. მშვილდოსნის ქარაფშუტობა და არასტაბილურობა კირჩხიბში ეჭვიანობას აღვივებს. მშვილდოსანს ძალიან თრგუნავს კირჩხიბის მიჯაჭვული დამოკიდებულება. თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანს არ უნდა ვინმე მასზე მარყუჟით იყოს გამობმული. მას თავგადასავლები მოსწონს და სული ეხუთება მასზე მიჯაჭვული კირჩხიბის გევრდით. კირჩხიბს კი სახლში მყუდროდ ყოფნა ყველაფერს ურჩევნია. მას სიყვარულსა და ურთიერთობაში რწმენა სჭირდება, ის მომავლისთვის ცხოვრობს და შეგუება უჭირს დღევანდელი დღით მცხოვრებ მშილდოსანთან. კირჩხიბის განმარტოებით ყოფნის სიყვარული მშვილდოსანს მისგან გათავისუფლების სურვილს უჩენს. მშვილდოსნის უტაქტობა და ზედმეტი პირდაპირობაც ძალიან ტკენს გულს მგრძნობიარე კირჩხიბს. ამ წყვილისგან უფრო კარგი მეგობრები გამოვა, ვიდრე საყვარლები ან ცოლ-ქმარი. მათი კავშირის სიმყარე ძალიან საეჭვოა. შესაბამისად, ქორწინებას დიდი პერსპექტივა არა აქვს.

 

კირჩხიბი + თხის რქა

ამ ორ ნიშანს პრობლემებით დატვირთული ურთიერთობა ელის. თავიდან მათ შორის სექსუალური ლტოლვა ძლიერია, რადგან ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნები არიან, თუმცა კარიერისტ თხის რქას ბევრად უფრო განსხვავებული ცხოვრებისეული მიზნები, შეხედულებები და ინტერესები აქვს ვიდრე კირჩხიბს, შესაბამისად ის ვერასდროს დაუთმობს პარტნიორს სათანადო ყურადღებას, რომელიც მას ძალიან სჭირდება. კირჩხიბი მორიდებული, მგრძნობიარეა, სითბოსა და სიყვარულს საჭიროებს, ხოლო თხის რქა ცივი და ძალაუფლების მოყვარული. მისი მხრიდან თავშეკავებულობას კირჩხიბი პირად შეურაცხყოფად თვლის, ამიტომ საკუთარ თავში იკეტება და ურთიერთობაში თავადაც ხისტი ხდება. ხასიათის მკვეთრი სხვადასხვაობა ხანგრძლივი ურთიერთობისას უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. თხის რქას არ შეუძლია კირჩხიბს ის სიახლოვის განცდა მისცეს, რაც მას სჭირდება პარტნიორისაგან. თუმცა ამ ორ ნიშანს შორის არსებობს დიდი სექსუალური მიზიდულობა. საძინებელში ყველაფერი კარგად იქნება, სანამ კიბოს არ მობეზრდება თხის რქის თავშეკავებულობა და სითბოს ძებნას სხვაგან არ დაიწყებს. არასტაბილური კავშირია, ქორწინება კი არასასურველი.  

 

კირჩხიბი + მერწყული

მათი ურთიერთობა ერთი დიდი გაუგებრობაა, რადგან ცა და მიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ნაზი, მგრძნობიარე კირჩხიბი იყინება ცივი მერწყულის გვერდით. მეორეს მხრივ, მოსიყვარულე, მგრძნობიარე და ზედმეტად გულახდილი კირჩხიბი თავისუფლების შეგრძნებას აკარგვინებს მერწყულს. ფეთქებად, არაპროგნოზირებად მერწყულს აღიზიანებს კირჩხიბის სიფრთხილე და ორჭოფობა. კირჩხიბს კი გულს ტკენს მერწყულის უხეში, დამცინავი იუმორი. მას არ ესმის მერწყულისთვის დამახასიათებელი ვნების ნაკლებობდა და ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელს არ უყვარს. კირჩხიბს სიახლოვე, სითბო და დაცულობა სჭირდება, მერწყული კი ბუნებით მარტოხელაა. სექსუალური ცხოვრება შეიძლება კარგი გამოვიდეს, თუმცა ამის იქით წასვლის პერსპექტივა წყვილს არა აქვს. მარტოსული მერწყული კიდევ უფრო მეტ დარდს შეიტანს კიბოს ცხოვრებაში. ის თავგადასავლებისკენ მიდრეკილია, მშიდი ცხოვრება არ იზიდავს, ეს კი კიბოს ხასიათს ეწინააღმდეგება. მერწყული მუდმივად ცდილობს გათავისუფლდეს ემოციური დამოკიდებულებისა და მოთხოვნილებებისაგან, კიბო კი - პირიქით. გარკვეული დროის მანძილზე შეძლებენ საერთო ენის გამონახვას, მაგრამ მყარი და ხანგრძლივი კავშირის შენარჩუნება გამორიცხულია, ქორწინება კი უპერსპექტივო.

 

კირჩხიბი + თევზები

საკმაოდ თავსებადი წყვილია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბევრი საერთო აქვთ. მოსიყვარულე, მოალერსე წყვილია და ერთმანეთის დამშვიდება შეუძლიათ. ორივეს კარგი წარმოსახვა აქვს, თუმცა თევზი უფრო მეოცნებეა, კირჩიბი კი მშრომელი. ერთად მათ შეუძლიათ ოცნებები რეალობად აქციონ. თევზებს კირჩხიბის ცხოვრებაში რომანტიკა შეაქვს, სამაგიეროდ კირჩხიბისგან მისთვის აუცილებელ მზრუნველობასა და სიყვარულს იღებს. ორივე ემოციური წყვილია, ერთმანეთის ერთგულება შეუძლიათ და ურთიერთდამოკიდებულებისას განწყობას კარგად გრძნობენ. საწოლში ნამდვილი დღესასწაული ელით, რადგან ორივე რეაქტიულია სექსუალური თვალსაზრისით. ინიციატივა და წამყვანის როლი კირჩხიბს ეკუთვნის რისთვისაც თევზი მზადაა და სიამოვნებით ხდება მასზე დამორჩლებული. სექსუალური კუთხით სრულად აკმაყოფილებენ ერთმანეთს. ორივეს ახასიათებს თანაგრძნობა, მიჯაჭვულობა და ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერა. მათ შორის უსიამოვნებები და კამათი ხანმოკლეა და საწოლთან მისვლისთანავე მთავრდება. ეს ნიშნები ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს და მშვენივრად ეწყობიან როგორც ხანმოკლე, ასე ხანგრძლივი ურთიერთობებისას. შეიძლება ითქვას, წყვილი ძალიან ჰარმონიულია და მათი ქორწინებაც დასაშვებია.

 

ლომი + ლომი

მათ შორის ძალიან საინტერესო კავშირია. როცა მეფე და დედოფალი ერთად გამოჩნდებიან, ყველა მათ უყურებს. ეს წყვილი შესანიშნავად ეწყობა ერთმანეთს სექსში. მათ დიდი ვნება აერთიანებთ. ორივე რომანტიკულია, ნათელი, ცხოვრების მოყვარული, კეთილი, გულღია და სექსუალური. მთავარი შეკითხვა: ვინ იქნება ლიდერი? მამაკაც ლომს ძალიან უჭირს ლიდერის პოზიციის დათმობა მეწყვილისთვის, მაგრამ ამ ურთიერთობაში სწორედ ესაა საჭირო. ორივე მათგანს არა მხოლოდ ტახტრევანზე ჯდომა, არამედ ამ ძალაუფლების რეალურად გამოყენება სურს. ამავე დროს სურვილი აქვთ, რომ პარტნიორის უკან მდგარ ძლიერ საყრდენ ძალას წარმოადგენდნენ. ისინი შესანიშნავი საყვარლები და საინტერესო მოწინააღმდეგეები არიან. ლომი ეგოისტური ნიშანია და როგორც ყველგან, ისე საწოლში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. საქმე იმაშია, რომ შეძლებს კი ეს ორი ეგოისტი პიროვნება ერთმანეთის ატანას და გატანას, როცა დათმობებზე წასვლა არ შეუძლიათ და ორივეს მომთხოვნი, დომინანტური თვისებები ახასიათებთ? რა თქმა უნდა, ორივე პარტნიორი თავსებადია, მაგრამ ძნელი მისახვერი არაა, რომ  მათი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებენ ისინი ურთიერთობაში ინტერესებისა და როლების გადანაწილებას. თუ ურთიერთობის დალაგებას შეძლებენ, მაშინ ნამდვილი მეფე-დედოფალივით იცხოვრებენ და ქორინებაც წარმატებული ექნებათ.

 

ლომი + ქალწული

ლომისა და ქალწულის წყვილს პრობლემური ურთიერთობა ელის. ლომს იზიდავს ქალწულის გონიერება, თუმცა ეს უკანასკნელი ვერ იხიბლება ლომით და ვერ უგებს მას. ვერც ლომი იღებს სექსუალურ ვნებას და სიამოვნებას თავშეკავებული ქალწულისგან, რომლის მოთხოვნილებაც აქვს. ქალწული პრაქტიკული და ფრთხილია, ხოლო ლომი ესქტრავაგანტული და არარაციონალური. ლომს ხელგაშლილად ცხოვრება უყვარს, ქალწული კი ხელმომჭირნე, კონსერვატორი, ეკონომიკური და მოკრძალებულია, რაც ლომის ცეცხლოვანებას აქრობს და აცივებს. პრობლემებს ისიც ქმნის, რომ ქალწული უფლებას არ აძლევს ლომს მასზე იმბრძანებლოს. ლომს ლაქუცი, მოფერება და ქება უყვარს, რასაც ქალწული ნაკლებად გააკეთებს. ეს უკმაყოფილების კიდევ ერთი საფუძველი იქნება. სექსუალურობითა და ჭარბი მოთხოვნილებებით გამორჩეულ ლომს საერთოდ ვერ აკმაყოფილებს სექსში ძალიან თავშეკავებული, შებოჭილი და მორიდებული ქალწული. ხოლონ მისთვის ლომის ექსტრავაგანტულობა მიუღებელი და მტკივნეულიც კია. აპროტესტებს როცა ვინმე მბრძანებელივით ექცევა. ლომს კი სხვაგვარად არ შეუძლია. ამასთან, ქალწულისთვის დამახასიათებელია პარტნიორის მწვავე კრიტიკა, რასაც არასდროს შეეგუება ლომი. ამ ყველაფრის გამო მათი კავშირი უპერსპექტივო და ხანმოკლეა, ქორწნება კი საერთოდ არ განიხილება. 

 

ლომი + სასწორი

მათი ურთიერთობა მარტივი არაა, მაგრამ შესაძლებელია. ლომის შემოქმედებითი მხარე კარგად ეწყობა სასწორის მხატვრულ და ესთეტიკურ მოთხოვნებს. ურთიერთობაში ფიზიკური მხარით ძირითადად ლომი ინტერესდება, ვიდრე სასწორი, მაგრამ სისხარტე და ვნებიანობა მას ეხმარება სასწორის გულის დაპყრობაში. ორივე ნიშანი ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებაზე და ლომი მათ შორის უფრო გავლენიანი იქნება. ლიდერის როლიც მას ეკუთვნის. ფინანსურად გაუჭირდებათ, რადგან ორივე მხარჯველია, საკუთარი თავის წარმოჩენა უყვართ ამ მხრივ ყველგან და არაფერს იშურებენ. ორივე მათგანი ეცდება აჯობოს მეორეს იმისთვის, რომ გარშემომყოფთა ყურადღება მიიქციოს. საძინებელში ლომია მბრძანებელი, რაც ორივეს ძალიან მოსწონს. სექსისადმი ლომის მიდგომა უფრო ფიზიკურია ვიდრე ემოციური, ხოლო სასწორისთვის პირიქითაა, ემოციურად დატვირთული სექსით კმაყოფილდება. მიუხედავად ამისა წყვილი ერთად ყოფნისას დროის სასიამოვნოდ გატარებას ნამდვილად ახერხებს. ლომი თუ განწყობებს გააკონტროლებს, ხოლო სასწორი თავს შეიკავებს ზედმეტი გულახდილობისგან, შესაძებელია კარგი ურთიერთობა და წარმატებული ქორწინებაც გამოუვიდეთ.

 

ლომი + მორიელი

ეს კავშირი სირთულეებთანაა დაკავშირებული, რასაც წყვილი თავს ვერ აარიდებს. მათ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ. სექსუალურად ძლიერად იზიდავენ ერთმანეთს. თუმცა ლომს ძალიან უჭირს მორიელის ეჭვიან და მესაკუთრე ხასიათთან შეგუება. ლომისთვის მორიელი ახირებული, კონფლიქტისმოყვარული და თავშეუკავებელია, ხოლო მორიელისთვის ლომი ზედმეტად ტრაბახა, კეკლუცი, და განდიდების მანიით შეპყრობილი. მას ვერ გაუგია რაში სჭირდება მის პარტნიორს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა და აღფრთოვანებული აუდიტორიის აბლოდისმენტები. მორიელისთვის მნიშვნელოვანია თავად განაგებდეს, ვიდრე აღფრთოვანდეს, რაც ლომს არანაირად არ აწყობს. ეს წყვილი ძალიან მალე მიხვდება, რომ სექსი ყველაფერი არ არის. საკმარისზე მეტი შეუთავსებლობების გამო მათი კავშირი უპერსპექტივოა. რომანტიკამ - საძინებელში ანთებულმა სანთლებმა, ლამაზად გაფორმებულმა ოთახმა, კამკამა წითელმა ღვინომ შეიძლება ეს პრობლემები გადაფაროს, მაგრამ არა დიდი ხნით. მორიელის ეჭვიანობა შეურაცხყოფს ლომს. ხოლო თავად ლომი უკმაყოფილოა პარტნიორისგან  პატივისცემის არასაკმარისი გამოხატვის გამო. თითოეული მათგანი ლიდერია ბუნებით და ამიტომ მათ შორის მუდმივი ჭიდილია. კავშირი შეიძლება ძალიან სასიამოვნო იყოს, მაგრამ ხანმოკლე. მათთვის ქორწინება რეკომენდირებული არ არის.

 

ლომი + მშვილდოსანი

ეს წყვილი ისე კარგად ეთავსება ერთმანეთს, რომ თამამად შეგვიძლია იდეალური კავშირი ვუწოდოთ. მათ სიყვარულის და ვნების გარდა ბევრი საერთო აქვთ, რაც პარტნიორებს ერთმანეთის გაგებაში ეხმარება. ორივე ნიშანი თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელი, თავგადასავლებისადმი მიდრეკილი, ვნებიანი და სექსუალურია. ლომი ერთადერთია, ვისაც მშვილდოსნის ერთგულების მოპოვება ბოლომდე შეუძლია. ის ბოლომდე იხიბლება ოპტიმისტი და ექსტრავერტი მშვილდოსნით, ხოლო სიამოვნების მოყვარული მშვილდოსანი აღფრთოვანებულია სიცოცხლისმოყვარე და გულღია ლომით. მათი კავშირი გამორჩეული, თავისუფალი და გახსნილია. ლომის თანდაყოლილი ლიდერის ბუნება მოსწონს მშვილდოსანს და ხელს უწყობს მას ამის გამოვლენაში. ტემპერამენტის და ხასიათის თანხვედრა ამ წყვილისთვის წარმატებული კავშირის საწინდარია. საწოლში საუკეთესო პარტნიორები არიან, ერთმანეთს ავსებენ და აკმაყოფილებენ. მათ შეუძლათ უბრალოდ სიახლოვეს ყოფნითაც კი სიამოვნება მიღონ. ბევრი საერთო ინტერესებისა და შეხედულებების ქონის გამო  მათი ურთიერთობა ხანგრძლივი და მყარი იქნება, ქორწინება კი იდეალური.

 

ლომი + თხის რქა

მათი ურთიერთობა მუდამ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ორივე ნიშანი ძალიან სექსუალურია, თუმცა არსებობს სხვაობებიც, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ამ კავშირზე. ლომს ღია, თამამი სექსი სურს, რომლის უზრუნველყოფაც თხის რქას არ შეუძლია. ლომი თხის რქას ცივ ადამიანად თვლის, რადგან ის ზედმეტად თავშეკავებულია, არ ახასიათებს გრნობების გამოხატვა და არასდროს აგრძნობინებს სითბოს, აღფრთოვანებას, ვნებიან შექებას, რომელიც ლომს თვითრწმენისთვის ძალიან სჭირდება. ფრთხილი და პრაქტიკული თხის რქა შეეცდება ალაგმოს ექსტრავაგანტული და ხელგაშლილი ლომი. არცერთი მათგანი არაა დამთმობი და პარტნიორს მასზე მბრძანებლობის უფლებას არ მისცემს. მელანქოლიისკენ მიდრეკილი, პრაქტიკული და გონიერი თხის რქა ჩრდილს აყენებს ლომის ოპტიმისტურ და გრძნობების ღიად გამომხატველ ბუნებას. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. თხის რქა არასაკმარისად რომანტიკული და შეყვარებულია და ლომის ექსტრავაგანტულობაც ძალიან აღიზიანებს. საბოლოოდ მათი ურთიერთობა დაშორებით დასრულდება. კავშირი შესაძლებელია, თუმცა ხანმოკლე, ხოლო ქორწინება წარუმატებლობისთვისაა განწირული.

 

ლომი + მერწყული

ეს ორი ნიშანი ერთანეთთან შეუთავსებელ წყვილს ქმნის. ორივე ნიშანს უყვარს ელიტურ საზოგადოებაში ტრიალი, აქტიური ცხოვრება, ხელგაშლილობა, ახალი ნაცნობების შეძენა. თავიდან ერთმანეთის მიმართ მიზიდულობას გრძნობენ, მაგრამ მერწყულის თვისება მუდმივად გააანალიზოს და გააკრიტიკოს პარტნიორი, ლომის თავმოყვარეობას ძალიან ლახავს. ის შეშფოთებას ვერ მალავს ასევე მერწყულის მხრიდან სიყვარულის მიმართ არატრადიციული, აგდებული დამოკიდებულების, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილების გამო. მერწყულს კი ლომის კეკლუცი ბუნება და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი აღიზიანებს. თავად იმდენად დამოუკიდებელია, რომ ლომის ქვეშევრდომობას ვერასდროს შეძლებს. წყვილს შორის ბევრი უთანხმოება იჩენს თავს, თუმცა ხშირად ახერხებენ წინააღმდეგობების გადალახვას. მერწყულს კარგად გამოსდის გაალამაზოს სექსუალური ურთიერთობა და უფრო მიმზიდველი გახადოს. მერწყულის მუდმივი ანალიტიკური აზროვნება და საწოლში გამომგონებლობის უნარი საკუთარი თავის რწმენას ურყევს და ნერვებს უშლის ლომს. ასეთი წყვილის კავშირი განქორწინებით სრულდება. მათ შორის ხანმოკლე ურთიერთობაა შესაძლებელი, ქორწინება კი არარეალურია.

 

ლომი + თევზები

ეს წყვილი შეუთავსებელია. თევზები არამიწიერი, რბილი და გაუბედავი ნიშანია. ლომი კი აქტიური და ძალა-უფლების მოყვარული. ისინი თავიდან ერთმანეთს აინტრიგებენ თავიანთი განსხვავებული ნატურით, თუმცა ეს მათ ურთიერთობაში რაიმე დამატებითი შემავსებელს ნამდვილად არ წარმოადგენს. ლომის მშფოთვარე, ექსტრავაგანტული ბუნება ვერაფერს პოულობს საერთოს ჩაკეტილ და რომანტიკულ თევზებთან. ლომს საყოველთაო აღიარება სურს, განდიდების მანიითაა შეპყრობილი, თევზებს კი თავისთვის წყნარი ცხოვება ურჩევნია. ორივე მიილტვის მეტი მიიღოს, ვიდრე გასცემს. ზედმეტად აქტიური და გრძნობების გულღიად გამომხატველი ლომისთვის ძნელია გულჩათხრობილი და პასიური თევზების გაგება, განსაკუთრებით საძინებელში. თევზები სუსტი ნიშანია და მისი არასაკმარისი ამბიციურობა ლომს არ მოსწონს. როცა თევზები სასოწარკვეთაში ვარდება, ლომს სიამაყე და ამპარტავნება არ აძლევს საშუალებას თანაგრძნობა გამოხატოს, რაც თევზებს კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას. ლომს არ მოსწონს თევზების ზედმეტი მგრძნობელობა და საბოლოოდ ძალიან მალე კარგავს მის მიმართ ინტერესს. ამ ნიშნებს შორის შემდგარ ქორწინებას ან კავშირს სრული ფიასკო ელის. რთული კავშირი ექნებათ, ქორწინება კი წარუმატებელი. 

 

ქალწული + ქალწული

ისინი პრობლემებს თავს ვერ დააღწევენ. მამაკაცი და ქალლი ქალწულები ერთმანეთს ძალიან გვანან მთელ რიგ საკითხებში. ორივე შესანიშნავი პედაგოგიური ნიჭითაა დაჯილდოვებული და ერთმანეთს ცხოვრების ბოლომდე ასწავლიან. მათ გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა ახასიათებთ, ჭკვიანები, მგრძნობიარეები არიან და სიყვარულს მთელი სერიოზულობით ეკიდებიან. ინტელექტუალური და სხვა საერთო თვისებების გამო ერთმანეთი არასდროს ბეზრდებათ. ისინი თვლიან რომ ცხოვრებაში სექსზე უფრო მნიშვნელოვანი რარაცეებიც არსებობს და საწოლში შეიძლება უბრალოდ თანამოსაუბრეები იყვნენ. თავიდან ყველაფერი კარგად იქნება, სანამ ეს ორი სრულყოფისაკენ მიზანსწრაფული ადამიანი შეძლებს თავი შეიკავონ ერთმანეთის ნაკლოვანებების გამოვლენისაგან. მერე კი პრობლემები დაიწყება. არის მომენტები, როცა მათ შორის ლიდერობის გამო ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა იმდენი საერთო რამ აქვთ, რომ ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ამ კავშირში ღალატი, დაშორება ან განქორწინება ფაქტობრივად არ ხდება. სექსუალურ კავშირში ორივე პარტნიორი ცივია და სტიმულირება ესაჭიროებათ. ერთმანეთის აღგზნებას და სექსით სიამოვნების მიღებას ვერასდროს შეძლებენ. ამის გამო ურთიერთობა დაძაბული ექნებათ. საერთოდ კი მათი ქორწინება არასასურველია.

 

ქალწული + სასწორი

ეს ორი ნიშანი ერთმანეთს ნაკლებად ეთავსება. სასწორი ძალიან პრიმიტიულად აზროვნებს, ზედაპირული, ზედმეტად თეატრალურია და ეს ქალწულს არ მოსწონს. სასწორს ფულის ხარჯვა უყვარს, ქალწული კი ხელმომჭირნეა. სასწორს გამუდმებით მოუწევს ქალწულისგან კრიტიკის მოსმენა, რის გამოც იფიქრებს, რომ პარტნიორს არ უყვარს. გრძნობებითა და ემოციებით სავსე სასწორისთვის ბეტონის კედელივითაა აღმართული ცივი და ანგარიშიანი ქალწულის ბუნება, რასაც ვერაფერს უშვება. მისი მხრიდან გამოვლენილი მწვავე კრიტიკა სასწორისთვის უბრალოდ აუტანელია. პერიოდულად სასწორს თავისუფლება და გართობა სურს, რაც ქალწულისთვისაა მიუღებელი. ქალწულის თავშეკავებული ხასიათისა და პრაქტიკულობის გამო სასწორი მასში პირად შეურაცხყოფას ხედავს, ფიქრობს, რომ პარტნიორი მეტის ღირსად არ თვლის და შესაბამისად მალე დაიწყებს ახალი პარტნიორის ძებნას, რომელსაც უფრო მეტად ეყვარება გართობა და სიამოვნების მიღება. ამ წყვილის კავშირს მომავალი არ უწერია. მათი კავშირი არამყარი იქნება და მინიმალური თანხვედრისა და ინტერესების ქონის გამო არ ღირს ქორწინებაზე იფიქრონ.

 

ქალწული + მორიელი

მათი ურთიერთობა მარტივი არაა. ორივე გონიერია და ორივე აღფრთოვანებულია ერთმანეთის გონიერებით. მგრძნობიარე მორიელი მუდმივად ცდილობს თამამ სექსუალურ ექსპერიმენტებში ჩაითრიოს ქალწული, მაგრამ ამაოდ. ქალწულს მოსწონს ის, რომ მორიელი ეჭვიანი მესაკუთრეა, რადგან ამით გრძნობს რომ სიყვარულის ობიექტია და დაცულია.ქალწულს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება გააჩნია. მორიელს კი წარმოსახვის უნარი. ძალაუფლების გადანაწილების საკითხში კამათი გარდაუვალია. მაგრამ ქალწული კომპრომისებისთვის მზადაა, რაც მათთვის ურთიერთობების დალაგების საშუალებას იძლევა. კავშირი შესაძლოა, თუმცა მეტისმეტად თავშეკავებული ქალწული ხშირად აგრილებს ვნებიანი მორიელის ქცევას. მეწყვილე მორიელი ცდილობს გააღვიძოს ქალწულში სექსუალურობა, მაგრამ საბოლოო ჯამში იმედგაცრუებული რჩება, რადგან ნაკლებად გამოსდის ეს. მუდმივი კავშირისთვის მათი მცდელობები ძირითადად უშედეგოდ მთავრდება. მათთვის ხანმოკლე ურთიერთობა უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ხანგრძივი ურთიერთობა. ქორწინება არ გამოუვათ.

 

ქალწული + მშვილდოსანი

ამ ორ ნიშანს პრობლემებით აღსავსე ურთიერთობა ელით. თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანს არანაირი საერთო არა აქვს  შრომისმოყვარე ქალწულთან. მშვილდოსანი გაუაზრებელი მოთამაშეა და დღევანდელი დღით ცხოვრობს, ქალწული კი მუდამ საიმედო მომავლის შექმნითაა დაკავებული. ქალწული და მშვილდოსანი ინტელექტუალურ ნიშნებს მიეკუთვნებიან, თუმცა მათი გონება და აზროვნება მუდმივად ეჯახება ერთმანეთს. მშვილდოსანს ფუფუნება და ხარჯვა უყვარს, ქალწულს კი მოწესრიგებული, მოკრძალებული ცხოვრება იზიდავს. ტემპერამენტიც მკვეთრად განსხვავებული აქვთ. სექსში ერთმანეთის მიმართ დიდ ლტოლვას არ განიცდიან, შესაბამისად მშვილდოსანი ახალი პარტნიორის ძებნას იწყებს, რაც მათი კავშირის დასასრულს უდრის. სიყვარულისადმი მშვილდოსნის დამოკიდებულება ქალწულს ჭკუიდან შლის. მათ სრულიად სხვადასხვა გაგება და მიდგომა გააჩნიათ, სხვადასხვაგვარი შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე და ამიტომ წყვილის ურთერთობა ძალიან პრობლემატურია, რის გამოც თანაცხოვრება მათთვის შეუძლებელია. ერთად შეიძლება ერთი ან რამდენიმე კვირა გაძლონ.

 

ქალწული + თხის რქა

ქალწული და თხის რქა ძალიან ჰარმონიულ წყვილს ქმნიან. ისინი ერთმანეთს გვანან: საწადელის მისაღწევად მცდელობებს არ აკლებენ საკუთარ თავს, დისციპლინირებულები და მიზანდასახულები არიან. ერთმანეთი ძალიან მოსწონთ და ეამაყებათ, რომ ერთმანეთის გახარება შეუძლიათ. ორივეს სჭირდება პატივისცემა და არ აკლებენ ერთმანეთს ამ სიამოვნებას. ქალწულს თხის რქის პატივმოყვარეობა და წარმატების მიღწევის ჟინი იზიდავს, მოსწონს ის ცხოვრებისეული მიდგომების გამო და სექსუალურადაც. ამ კავშირში ქალწულს მეორეხარისხოვანი როლი ექნება, მაგრამ ის ამით კმაყოფილია. სექსუალური თანხვედრა მათ ურთერთობაში საერთო მიღწევა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი როლი თხის რქას აქვს. ორივე პრაქტიკული, ემოციურად თავშეკავებული და ინტელექტუალური ნიშანია. მათ კავშირში უარყოფითი როლი მხოლოდ ეჭვიანობას ექნება. მათი ურთიერთობა შეიძლება არ იყოს მრავალფეროვანი სექსუალური თავგადასავლებით, თუმცა ქორწინება წარმატებული და მყარი იქნება. 

 

ქალწული + მერწყული

შეუთავსებელი წყვილია. ისინი ამ კავშირს დროის ინტელექტუალურად გატარების საშუალებად მიიჩნევენ, ვიდრე ფიზიკურ თუ სულიერ ლტოლვად. ორივე ნიშანი ერთმანეთს გავს იმით, რომ არიან რაციონალურები, მაღალინტელექტუალურები, სიყვარულს გონივრულად და გააზრებულად უდგებიან. მაგრამ აქ მთავრდება მათი მსგავსება. მერწყულს თამამი იდეები აწუხებს, რაზეც ქალწულს ძალიან თავშეკავებული რეაქცია აქვს. ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ზედმეტი პრაქტიკულობა უშლით ხელს. სინამდვილეში ორივე თავს არიდებს სიახლოვეს: ქალწული ურთიერთობაში ფრთხილია, ხოლო მერწყული ღრუბლებში დაფრინავს და სხვა ადამიანები, საქმეები აინტერესებს მაშინ, როცა ქალწული პირადი მიღწევებითა და მომავლის აწყობითაა დაინტერესებული. ეს კი ძალიან ჰგავს იმას, თითქოს ისინი დროში აცდნენ ერთმანეთს. ქალწული ფიქრობს, რომ მერწყული უდარდელი და ძალიან ზედაპირულია, თავის მხრივ მერწყულიც იგივეს ფიქრობს ქალწულზე. საბოლოო ჯამში ამ წყვილს არათუ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ მეგობრებად ყოფნაც კი არ შეუძლიათ. მათი პირვანდელი ემოცია ნელნელა გაქრება. მათ შორის ურთიერთობა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ქორწინებას ნამდვლად წარუმატებლობა ელის.

 

ქალწული + თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურთიერთობაში მუდამ სირთულეები ექნებათ. ისინი ერთმანეთის ანტიპოდები არიან. ქალწულისთვის სიყვარული დაცულობას და ინტელექტუალურ თავსებადობას ნიშნავს, ხოლო თევზებისთვის დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობაა. თავიდან ქალწული ინტერესდება და დიდი მიზიდულობა უჩნდება თევზების მიმართ. ქალწულის გამჭრიახი და ანალიტიკური გონება ძალიან მოსწონს სენტიმენტალურ და თავად სიყვარულზე შეყვარებულ თევზს და შეეცდება მას დაინტრიგებას. თუმცა პირვანდელი აღფრთოვანება მალე გაივლის და ქალწული იმედგაცრუებული დარჩება თევზით, მისი ჩაკეტილობა და მეოცნებეობა აღიზიანებს, ვერც მის სექსუალურ გემოვნებას ეგუება. სიყვარული ქალწულისთვის მჭიდროდ უკავშირდება სტაბილურობას, ფიზიკურ მოთხოვნილებებსა და ინტელექტუალურ თანხვედრას. თევზებისთვის კი სიყვარული ცხოვრების მთავარი არსი და ემოციური განცდებია, რასაც მთლიანად უძღვნის თავს. ამ ასპექტში ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ. ქალწულის სექსისადმი ფრთხილი და ანგარიშიანი მიდგომაც ეწინააღმდეგება თევზის სურვილებს. მისთვის ქალწული ზედაპირული, თავშეკავებული, ცივია და თუ ეს სიცივე გაგრძელდება, მათი კავშირი მალე დასრულდება. ქორწინებაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

 

სასწორი + სასწორი

ორ სასწორს საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა ელით. ისინი ერთმანეთს გვანან და ბევრი საერთო აქვთ: უყვართ ჰარმონია და სილამაზე, გრძნობებისა და ემოციების დამალვა არ შეუძლიათ, ხალისიანი, აქტიური და მოუსვენარი ბუნება აქვთ, ფუფუნებისა და ნაირფეროვანი ცხოვრებისაკენ მიდრეკილები, ურთიერთობის მოყვარულები, კარგი მოსაუბრეები, სიცოცხლით სავსე ადამიანები არიან და სექსუალურ ცხოვრებაშიც დიდ სიამოვნებას ანიჭებენ ერთმანეთს. ერთმანეთის მიმართ თანაბარ ვნებას განიცდიან. თუმცა სიყვარულში ბევრი თეატრალური მომენტები აქვთ, რადგან ძალიან უყვართ სხვების დასანახად სცენების დადგმა და მთლიანად დამოკიდებული ხდებიან საზოგადოებრივ აზრზე. პრობლემა კი ისაა, რომ ორივე დაფრინავს და რეალობისთვის თვალებში ჩახედვა არცერთს სურს, არ უნდათ მიწაზე დაშვება და ურთიერთობაში საჭირო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ან გაზიარება. ცხოვრება კი ერთდროულად აჯახებს მათ მწარე რეალობას. დიდი მსგავსების გამო მათ ურთიერთობას მოწყენაც ბევრი იქნება, მაგრამ თუ ჭკუას მოიხმარენ და სტიმულაციისთვის დამატებით საშუალებებს მოძებნიან, რაც მათ გემოვნებას დააკმაყოფილებს, კავშირი შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს. მათი სასიყვარულო კავშირი შეიძლება შედგეს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა და განსაკუთრებით კი ქორწინება მეტ დაფიქრებასა და პრაქტიკულ მიდგომას მოითხოვს.

 

სასწორი + მორიელი

მათი ურთიერთობა მარტივი არ იქნება. მორიელი ზედმეტად ეჭვიანია თავისუფალი და გულღია სასწორისთვის. სიყვარულში მორიელის სიხისტე თავიდან აღიზიანებს ნაზ და სენტიმენტალურ სასწორს, რომელიც მუდმივად ეძებს ყურადღების ახალ ფორმებს. გარდა ამისა, მორიელი მუდმივად ცდილობს მბრძანებელი იყოს, რაც სასწორს ძალიან თრგუნავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შორის ძლიერი მიზიდულობა არსებობს, რის ხარჯზეც კარგი სექსი აქვთ.  ეს კი როგორღაც ეხმარება მათ გადალახონ დანარჩენი პრობლემები ურთიერთობაში და შეძლონ კავშირის შენარჩუნება. მორიელი მგრძნობიარე, ძალიან ფიცხია და ბრაზსაც მარტივად ანთხევს, რაც სასწორისთვის მიუღებელი და აუტანელია. მორიელი ძალიან მესაკუთრე ნიშანია და ის შეყვარებული სასწორის ყოველმხრივ დამორჩილებას შეეცდება, რომელსაც თავის მხრივ მბრძანებლობა კი არა, მრავალფეროვნება, გაგება და სითბო ესაჭიროება, რის გამოც ის არ დარჩება მორიელის გვერდით. სასწორის კეკლუცობა და სექსისადმი ფრთხილი დამოკიდებულება აღიზიანებს მგრძნობიარე და ტემპერამენტიან მორიელს, რის გამოც კიდევ უფრო აგრესიული გახდება და სასწორს მოუწევს ან დანებება, ან წასვლა. ქორწინება დასაშვებია თუ მხარეები ერთმანეთს მეტად გაუგებენ და შეიყვარებენ და დათმობებზე წასვლას შეძლებენ.


სასწორი + მშვილდოსანი

სასწორი და მშვილდოსანი ერთმანეთთან თავსებადი, მაგრამ არაპროგნოზირებადი წყვილია. ეს კავშირი სავსეა სიხარულით, თავისუფლებითა და პატივისცემით. მშვილდოსანის თავგადასავლებისადმი მიდრეკილება სასწორის სტიმულირებას ახდენს, რომელსაც პარტნიორის სინაზე ძალიან იზიდავს. მომხიბვლელი, მოხერხებული და ჭკვიანი სასწორი შეძლებს მშვილდოსნის აპელირებას და მარტივად მიიპყრობს მის ინტერესს. ენერგიული და სიცოცხლისმოყვარე მშვილდოსანი კი, თავის მხრივ, სასწორს მოწყენის საშუალებას არ მისცემს. ეს ორი ნიშანი სექსუალურად მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს, თუმცა მშვილდოსანს ერთ ადგილას გაჩერება არ უყვარს და ცდილობს მუდმივად დამოუკიდებელი იყოს. სასწორს კი ბედნიერებისთვის ჭეშმარიტი პარტნიორი, სტაბილური ურთიერთობა და მყარი კავშირი უნდა. ურთიერთობის ასაწყობად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, თუმცა შანსები დიდია, მთავარია მოინდომონ, კომპრომისები გამოძებნონ და მათ შორის შეიძლება ძალიან მყარი და საინტერესო კავშირი დამყარდეს.

 

სასწორი + თხის რქა

მათი კავშირი რთულია. სასწორს და თხის რქას ერთმანეთი მოსწონთ სექსუალურობისა და მომხიბვლელობის გამო, მაგრამ ჰარმონიულ ურთიერთობას ვერ ახერხებენ, რადგან თხის რქისთვის სასწორი მეტისმეტად ყალბი, საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებული, თეატრალური და ეგოისტურია, ხოლო სასწორისთვის თხის რქა მეტიმეტად უხეში, არასტაბილური და არასანდო. წყვილის კავშირში ძირითადი დამანგრეველი ფაქტორი ისაა, რომ მთელი ურთიერთობის მანძილზე ორივე მათგანი ერთმანეთის შეცვლას ჯიუტად, დაჟინებით, თუმცა უშედეგოდ ცდილობს. ამ მცდელობაში იღლებიან, ერთმანეთის პიროვნულ თავისუფლებას უზღუდავენ და შედეგად თვალსა და ხელს შუა უქრებათ ერთმანეთის მიმართ ის პირვანდელი ვნება და ცეცხლი, რაც დასაწყისში ჰქონდათ. რაც დრო გადის, ურთიერთგაგება ნაკლებ სავარაუდოა. მოიმატებს წყენა, უკმაყოფილება და ეჭვიანობა. მათი ხასიათები და ცხოვრებისეული შეხედულებები ისე განსხვავებულია ერთმანეთისგან, რომ მონდომების მიუხედავად კამათი გარდაუვალია. ამ ყველაფრის გამო მათი კავშირი ხანგრძლივი ვერ იქნება და ქორწინებაც არაა სასურველი.

 

სასწორი + მერწყული

მათ საინტერესო და სასიამოვნო ურთიერთობა ელით. ისინი ერთმანეთს ავსებენ. თამამი, ექსპერიმენტების მოყვარული მერწყული გამოაცოცხლებს ზარმაც, მაგრამ ესთეტიკის მოყვარულ და მგრძნობიარე სასწორს. მათ ბევრი რამ აერთიანებთ და სიამოვნებას იღებენ როგორც მეგობრული, ასევე პარტნიორული ურთიერთობებიდან. მშიშარა, ყოყმანის მოყვარულს სასწორებს ახარებთ ის ფაქტი, რომ მერწყულს თამამად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ერთმანეთს კარგად ეწყობიან, რადგან ორივეს უყვარს ხალხმრავალი ადგილები, თავგადასავლები და აქტიური ცხოვრება. სიყვარულსა და სექსში ურთიერთობას ბრწყინვალედ აწყობენ, ამისთვის საწოლამდე მისვლაც კი არ სჭირებათ. რაც მთავარია, მერწყულს არ აღიზიანებს სასწორის მეტისმეტი დამოკიდებულება საზოგადოებრივ აზრზე და თავადაც იზიარებს მას. გრძნობებზე და ემოციებზე აგებული კავშირი აქვთ, რაც ხანგრძლივი ურთიერთობის გარანტიას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქორწინებაც გამართლებული და ხელსაყრელი იქნება.

 

სასწორი + თევზები

სრულიად შეუთავსებელი წყვილია. მათი რომანი მშვენივრად იწყება, რამდენადაც ორივე სენტიმენტალური და ნაზია. ორივეს სურს მათი რომანტიკული წარმოდგენები რეალობაში გადმოიტანონ და მოირგონ. ჩაკეტილ, სიმყუდროვის მოყვარულ და ძალიან დამოკიდებულ თევზებს ძლიერი ხელი სჭირდებათ, მხარდაჭერას და ყურადღებას ელიან, რაც გართობის მოყვარულ სასწორს მოსაწყენად მიაჩნია. სექსუალურ ურთიერთობაში სასწორს უწევს წამყვანის როლის მორგება, რაც მას ძალიან აღიზიანებს. ის არაა ბუნებით ლიდერი. თევზების სირბილე, ზედმეტი მგრძნობელობა და ერთგულება ეწინააღდეგება სასწორის თვისებებს, ამიტომ ეს კავშირი ორივესთვის რთულია. თევზებს დომინირება არ უყვარს, არც გადაწყვეტილებების მიღება ეხერხება, მბრძანებლური თვისებებით არც სასწორი გამოირჩევა, მასაც ყოყმანი სჩვევია გადაწყვეტილებების მიღებისას და ვერც საიმედო დასაყრდენი ხდება თევზებისთვის. გარდა ამისა, საიმედო საყრდენს თვითონაც საჭიროებს. ასე, რომ ამ ორი ნიშნის კავშირი არასასურველია არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ მსგავსი ურთიერთობები ხშირად განქორწინებით ან დაშორებით სრულდება.

 

მორიელი + მორიელი

მათი ურთიერთობა იმედს არ იძლევა. ქორწინება მორიელებს შორის იშვიათია, ისევე როგორც მათ შორის მეგობრობა. მათ ძლიერი სექსუალური მიზიდულობა ახასიათებთ, მაგრამ ემოციური ტემპერატურა ვერ მატულობს, რადგან ვნება და ცეცხლი უფრო გააჩნიათ, ვიდრე სითბო და ემოციები. ძალიან ცუდად ესმით ერთმანეთის. თუ მაინც დაქორწინდებიან, ძალიან განსხვავებული პარტნიორები ხდებიან. ერთი ძალაუფლების მოყვარულ მკაცრ და ხისტ ადამიანად მოგვევლინება, ხოლო მეორე შინაგანად მოქნილ ეშმაკ დიპოლომატად. მორიელი იმდენად ჭკვიანი, ინტუიციური და მრავალფეროვანია, რომ ბევრი კომბინაციის საშუალებას იძლევა და მათგან ბევრი გაუთვალისწინებელი რა არის მოსალოდნელი. სექსუალური კუთხით ისეთი ტემპერამენტიანები არიან, რომ წყლის ქვეშაც კი შეუძლიათ ცეცხლის დანთება, მაგრამ იმდენად გვანან ერთმანეთს, რომ მათი ხასიათის ბევრი შტრიხი ერთმანეთს ეჯახება, რაც ხშირი უთანხმოებების საბაბი ხდება. თავდაპირველი ვნება და ფიზიკური მიზიდულობა ამ პრობლემების გამო ვერ შეძლებს ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის ხელის შეწყობას. ამიტომ წყვილის კავშირი უპერსპექტივოა და ქორწინებაც არარეალურია.

 

მორიელი + მშვილდოსანი

მათი შეთავსება მარტივი არაა. თავისუფლების მოყვარული მშვილდოსნისა და ეჭვიანი მორიელის ურთიერთობა საკმაოდ რთული კავშირია. მორიელს ხიბლავს მშვილდოსანის თავისუფლების სიყვარული და ხალასი ბუნება. ის მასზე მბრძანებლობასაც მოიპოვებს, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანი ბოლომდე მის მორჩილებაში არ დარჩება. მისი აზრით უფრო მნიშვნელოვანი სიამოვნების მიღება და ახალი თავგადასავლებია. მორიელი კი ფიქრობს, რომ გრძნობები და მყარი ურთიერთობაა საჭირო უფრო მეტი შინაგანი დაცულობისთვის. მშვილდოსანი ძალიან გახსნილი, საუბრების მოყვარული და პირადი ურთიერთობების მიმართ მოუფრთხილებელია, რაც თავშეკავებულ, ჩაკეტილ და ძალიან ეჭვიან მორიელს არ მოსწონს. ის მშვილდოსნის სახლში გამოკეტვას მოინდომებს, როელიც ამას ნამდვილად ვერ აიტანს. მათ შორის არსებული ძლიერი მიზიდულობა სექსისთვის კარგია, თუმცა ყველაფერი იქ მთავრდება, როცა ორივე მხარე ხორციელ სიამოვნებას მიიღებს. ამ წყვილის კარგ ურთიერთობას შეიძლება ერთი ღამის კავშირი ვუწოდოთ. მათ რომანს მომავალი არ უწერია, შესაბამისად ქორწინებაც დაუშვებელია.

 

მორიელი + თხის რქა

მათ ძლიერი მიზიდულობა და კავშირი აქვთ. ვნებიანი მორიელი თხის რქას აღაგზნებს. მისი ენერგეტიკა მელანქოლიისადმი მიდრეკილ და ჩაკეტილ თხის რქას გახსნაში ეხმარება, რაც ტემპერატურას მატებს მათ ურთიერთობას. მორიელი ეჭვიანი ნატურაა, მაგრამ თხის რქას მოსწონს კიდეც მისი ეჭვიანობა - ამით თავს ამაღლებულად და დაცულად გრძნობს. თავის მხრივ თხის რქაც ეჭვიანობს მორიელზე მისი უკიდეგანო ტემპერამენტის და გრძნობის არქონის გამო, რაც მას ძაბავს და მორიელის მოთოკვის სურვილს უჩენს, თუმცა უშედეგოდ. მორიელის დაქვემდებარება შეუძლებელია. ორივე ნიშანი მიზანდასახული, პატივმოყვარე, თამამი და პასუხისმგელობის მაღალი გრძნობის მქონეა. ერთდროულად ფინანსური წარმატების მიღწევაც შეუძლიათ. წარმატებული სექსუალური კავშირი ელით, რადგან ორივე დიდი ენერგეტიკის მატარებელია და ვნება ამოძრავებთ. მართალია მათი ლიდერობის სურვილი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ამის გამო დაძაბული ურთიერთობა ელით, მაგრამ სექსი იმდენად კარგად გამოსდით, რომ ამ პრობლემის გადალახვას შეძლებენ. მართალია მათ ურთიერთობას რომანტიკა და ემოციური კავშირი აკლია, რადგან მორიელი მგრძნობიარე ნიშანი არაა და ამ მხრივ თხის რქას უჭირს შევსება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შორის შესაძლებელია ხანგრძლივი ურთიერთობა.

 

მორიელი + მერწყული

ამ წყვილს ურთიერთობაში სირთულეები ელის. მორიელს სახლში ჯდომა უყვარს, მერწყული მოხეტიალეა. მორიელს ძლიერი ემოციური მოთხოვნები ახასიათებს, მერწყულისთვის კი სასიყვარულო რომანი უბრალოდ მსოფლმხედველობის გაფართოვების შესაძლებლობაა და მეტი არაფერი. მორიელისთვის ძალიან რთული ასატანი და შესაგუებელია მერწყულის დამოუკედებლობისადმი ლტოლვა და სიყვარულისადმი ზერელე, აგდებული დამოკიდებულება, არც მისი სწრაფად ცვალებადი ხასიათი და მეტისმეტი გახსნილობა ეხატება გულზე. მერწყულს პირიქით, ჩაკეტილობისა და შეზღუდვების მიმართ აქვს პროტესტი, ადამიანებთან აქტიური ურთიერთობები სწყურია, არც ვნებიანობა და განცდები ახასიათებს. გარდა ამისა ბევრი ისეთი ინტერესი აქვს, რაც წინააღმდეგობაში მოდის მორიელის ხასიათთან. მესაკუთრე მორიელი აუცილებლად შეეცდება მერწყულზე ძალაუფლების მოპოვებას, თუმცა ამის გაკეთება გაუჭირდება და არც დათმობს. მას არ ძალუძს დაიმორჩილოს თავისუფლების მოყვარე მერწყული და ეს აგიჟებს, რაც ორივე მხარეს პრობლემებს უქმნის. საწოლსა და სექსში არსებული დამაკმაყოფილებელი სიტუაცია უკვე ვეღარ დაეხმარება ამ წყვილს ურთიერთობის შენარჩუნებაში და ჯობია სხვა პარტნიორები მოძებნონ. მათი ქორწინება არ გაამართლებს.

 

მორიელი + თევზები

ამ ორ ნიშანს შორის მყარი ურთიერთობაა მოსალონელი. მორიელის სიძლიერე იდეალური დასაყრდენია თევზისთვის, რომელიც საოცრად დამოკიდებული და ყოყმანის მოყვარულია. თევზების წარმოსახვის უნარი კი მორიელს შემოქმედებით შესაძლებლობებს უღვივებს. თევზი ერთგულებას იჩენს ურთიერთობაში, რაც ჭკვიანი მორიელისათვის სიმშვიდის მომტანია. ისინი სექსუალურად აკმაყოფილებენ ერთმანეთის მოთხოვნილებებს. ემოციური განწყობითაც მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს. თევზების ინტუიცია და მორიელის სიღრმისეული გრნობები განსაკუთრებულ საიხლოვეს იწვევს ამ წყვილში. ისინი ძლიერ ურთიერთლტოლვას განიცდიან. თევზებს მორიელის დომინანტური ქცევები ხიბლავს, რაც მას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, მისი იმედი აქვს, ეყრდნობა მას და ცდილობს მისი დახმარებით მოახდინოს საკუთარი მერყევი, სუსტი ნატურის კომპენსირება. თევზი შემოქმედებითი ადამიანია, დიდი წარმოსახვის უნარით დაჯილდოვებული, მორიელი კი მიზანმიმართული, კავშირიც და ქორწინებაც საკმაოდ წარმატებული ექნებათ, რაც დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლებს.

 

მშვილდოსანი + მშვილდოსანი

ბევრი ასტროლოგი თვლის, რომ მშვილდოსნისთვის იდეალური მეწყვილე მხოლოდ მეორე მშვილდოსანი შეიძლება იყოს. მათ შორის კარგი, მაგრამ გაუთვლელი კომბინაციაა და დიდია რისკი. ერთნაირი ხასიათებიდან გამომდინარე ხშირად მოუნდებათ ცალ-ცალკე ყოფნა, რაც სექსუალურ და პარტნიორულ ურთიერთობაში კარგს არაფერს მოიტანს. ეს დამოუკიდებელი, თავისუფლების და სიახლეების მოყვარე ადაიანები თითქოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. თუმცა მათი არაპროგნოზირებადი მოვლენებით აღსავსე ცხოვრება ხშირ შემთხვევაში არცერთ მათგანს არ აწყობს. მშვილდოსნებს ერთმანეთის ნაკლოვანებების გამოაშკარავებისკენ აქვთ მიდრეკილება. ისინი ერთმანეთს მოვალეობებს არ აკისრებენ და ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიც აქვთ, ამიტომ დროთა განმავლობაში ამ ურთიერთობით დაიღლებიან, მათი კავშირი გაუფერულდება და დაშორება მოუწევთ. თუმცა სანამ ერთმანეთს უგებენ და იტანენ, კავშირი იდეალური იქნება. როცა კი უკმაყოფილებები და აუტანლობა დაეწყებათ, უნდა გაიყარონ. გამორიცხულია მათ შორის სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება, ქორწინებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

 

მშვილდოსანი + თხის რქა

ამ წყვილს ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება გაუჭირდება, რადგან მშვილდოსანის ზედაპირული აზროვნება და სიყვარულისადმი ზერელე, აგდებული დამოკიდებულება არ აკმაყოფილებს ემოციურ თხის რქას. ორივე მათგანი წარმატებისკენ მიისწრაფვის. თუმცა მათი ცხოვრებისეული შეხედულებები და მიდგომები განსხვავეუბლია. თხის რქას მთის წვერზე ასვლა სურს, მშვილდოსანს კი ამ წვერზე გადაფრენა. გულღია, სწორხაზოვანი მშვილდოსანი აღიზიანებს პარტნიორს. თხის რქა მომთხოვნია, უხეში და ხისტი ხასიათი აქვს. არ არის მიდრეკილი თავისი გრძნობების ღიად გამოხატვისკენ. მშვილდოსანს კი უფრო გახსნილი ურთიერთობის სურვილი აქვს და მეტის მიღება უნდა. ფრთხილი და ინტრიგანი თხის რქა უფრთხის იმპულსურ, ხშირად უგნურ მშვილდოსანთან კავშირს და მუდმივად მოთხოვნებს უყუნებს მას, უზღუდავს პიროვნულ თავისუფლებას, რაც ამ უკანასკნელისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მხიარული, ხელგაშლილი და ხმაურიანი ცხოვრების მოყვარული მშვილდოსანის ქცევები თხის რქას ძალიან აღიზიანებს. უკმაყოფილების დიდი ტალღა მათ ურთიერთობას მალე გადაუვლის თავზე და მთლიანად დაახშობს. ხანგრძლივი ურთიერთობა, მით უმეტეს ქორწინება შეუძლებელი იქნება. ორივე მათგანისთვის უმჯობესია თუ სხვა პარტნიორს მოძებნიან.

 

მშვილდოსანი + მერწყული

კარგად შეთავსებადი წყვილია. ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიები აქვთ. მათ შორის  ემოციური სიახლოვე თავიდანვე არ ჩნდება, მაგრამ როცა ჩნდება, ის ღრმა და სტაბილურია. ორივე სიცოცხლის მოყვარე, მიზანმიმართული ნიშანია. ერთმანეთს არ ზღუდავენ, პირიქით ერთმანეთში ეძებენ თავისუფლებას და ამით სიამოვნებას ნახულობენ. ორივე ცდილობს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოსცადოს და მეტი თავისუფალი ქმედებების საშუალება მისცეს პარტნიოს, რაც მათ ურთიერთობას საინტერესოს და ბედნიერს ხდის. მერწყული ნოვატორია მშვილდოსანს კი უსაზღვრო ფანტაზიის უნარი გააჩნია. დაბალანსებისკენ მიდრეკილ მერწყულს შეუძლია მშვილდოსანთან ურთიერთობების დალაგება და შენარჩუნება. ორივეს მოსწონს თავგადასავლები და ახალი შეგრძნებები. საერთო შეხედულებებსა და ხასიათის საერთო შტრიხებთან ერთად სექსიც მრავალფეროვანი ექნებათ როგორც საძინებელში, ისე მის გარეთ. ეჭვიანობა და ურთიერთობაში დომინანტობის სურვილი არცერთს არ ახასიათებთ. ლაღი, მხიარული და შემოქმედებითი საყვარლები იქნებიან. ურთიერთობა შეუბოჭავი და თავისუფალი გამოუვათ, რაც ხანგრძლივი ურთიერთობისა და ქორწინებაში ბედნიერების პოვნის პერსპექტივას იძლევა.

 

მშვილდოსანი + თევზები

მათ რთული ურთიერთობა ელით. მართალია, თევზებს მშვილდოსნის სასიცოცხლო ძალა იზიდავს, ხოლო მშვილდოსანს თევზების ღრმა სულიერება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მშილდოსანს თევზების სახით უფრო მეგობარი სჭირდება, თევზებს კი იდეალური შეყვარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ ერთმანეთს ვერასდროს შეავსებენ. მშვილდოსანს სიყვარულის მიმართ ზერელე და აგდებული დამოკიდებულება აქვს, ემოციურ თევზს კი პარტნიორისგან უფრო მეტი ესაჭიროება. ვერცერთი მათგანი ვერ მისცემს ერთმანეთს თანაცხოვრებისთვის აუცილებელ საიმედოობის და სტაბილურობის განცდას. შეიძლება მათ კავშირში ვნებიანი მომენტები იყოს, მაგრამ ხშირად ნამდვილად არა. ეს თევზებისთვის ნამდვილი კატასროფაა, რაც მის დამოკიდებულებაზე მკვეთრად აისახება, საკუთარ თავში ჩაიკეტება და ეჭვიანობას დაიწყებს. მშვილდოსანი თევზების გვერდით თავს შებოჭილად იგრძნობს და თავისუფლების დაბრუნება მოუნდება, რაც მხოლოდ მისგან თავის დაღწევით იქნება შესაძლებელი. სექსში თავიდან ეწყობიან. ამ წყვილს საძინებელში ფეიერვერკი გარკვეული დროის განმავლობაში ექნება, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც ჩაქრება. ერთი სიტყვით, მათი კავშირი მარტივი არაა, ძნელი ასაწყობია, რისთვისაც რესურსი და ძალები ნაკლებად ეყოფათ და შესაბამისად მათი ქორწნება გაუმართლებელია.

 

თხი რქა + თხის რქა

ზოდიაქოს ეს ნიშანი ადამიანებში ყველაზე მეტად საკუთარ თვისებებს აფასებს. ამიტომ მისთვის თავისივე ნიშნის წარმომადგენელთან კავშირი კომფორტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილს ერთმანეთის პატივისცემა ნამდვილად ექნება. თხის რქები ფრთხილი, თავშეკავებული და ფულის მოყვარულები არიან. ამ ურთიერთობას ტემპერატურა აკლია იმის გამო, რომ მათ ბევრი საერთო აქვთ, იმდენად ბევრი, რომ მათი ურთიერთობა მოსაწყენიც კია, რის გამოც ხშირად ერთმანეთისგან შორს ყოფნა მოუნდებათ. ეს კი სექსუალურ და პარტნიორულ კავშირს კარგს არაფერს მოუტანს. დასაწყისში სექსუალურად ერთმანეთს აკმაყოფილებენ, მაგრამ მელანქოლიისა და პესიმიზმისაკენ მიდრეკილება ბევრ რამეში უშლით ხელს, მათ შორის საწოლშიც. ურთიერთობაში სილაღე და სიხარული აკლიათ, რაც ბედნიერებისთვის აუცილებელია. ბედნიერების განცდის გარეშე კი სიყვარული და ლტოლვა ჩაქრება. არსებობს საშიშროება, რომ მათი რომანტიკული ცხოვრება ძალიან სწაფად შეიცვალოს ყოველდღიური რუტინით. ქორწინება გაამართლებს იმ შემთხვევაში, თუ ორივე შეეცდება დაკმაყოფილდეს იმაზე ნაკლების მიღებით, ვიდრე თავიდან ელოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ურთერთობების ძებნას დაიწყებენ. ეს კავშირი ვნებიანი, ბედნიერი და სიხარულით სავსე არ იქნება, თუმცა ექნებათ ძალიან მეგობრული და პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობა. ამ წყვილისგან მეგობრული კავშირი უფრო შესაძლებელია, ვიდრე სასიყვარულო. თუ მათთვის ქორწინებაში მეგობრობა კმარა, მაშინ ქორწინებაც შესაძლებელია.

 

თხის რქა + მერწყული

ძნელად შეთავსებადი წყვილია. თხის რქისთვის მერწული არაპროგნოზირებადი და ავანტიურისტულია. მერწყულს კი თხის რქისგან პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესრულებისადმი ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება აღიზიანებს. მერწყულისთვის შესაძლებლობებია მთავარი, თხის რქისთვის კი თვითდისციპლინა. მერწყულს ხეტიალი, ახალ-ახალი ურთიერთობები და გართობა უყვარს, თხის რქას კი სახლში ჯდომა. ინტიმურ საკითხებში თხის რქისთვის რთულია არაორდინალურ მერწყულთან გამკლავება, რადგან თვითონ ძალიან ტრადიციულია. მერწყული ამის გამო დიდხანს ვერ გაძლებს მის გვერდით თუ თხის რქამ არ შეიცვალა დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების გამო მათი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება კარგ მეგობრულ კავშირში გადაიზარდოს და დიდხანს გახანგრძლივდეს. ქორწინება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თუ ერთიცა და მეორეც დიდ ძალისხმევას და მცდელობას დახარჯავს მის შესანარჩუნებლად.

 

თხის რქა + თევზები

ძალიან განსხვავებულები არიან, მაგრამ მათგან საკმაოდ კარგი კავშირია შესაძლებელი. თხის რქა საყრდენის როლს ასრულებს მეოცნებე თევზისთვის, მისთვის აუცილებელ სტაბილურობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს, რასაც თევზი ძალიან უფრთხილდება და აფასებს. თხის რქას ყველაზე მეტად მოსწონს, როცა აღფრთოვანების ობიექტია, აღფრთოვანებას კი თევზი არ იშურებს. თხის რქა საწოლში წამყვანის როლს წარმატებით ირგებს, თევზი კი მას სრულად ემორჩილება და ეს ორივეს მოსწონს. თევზების სინაზე და თხის რქის ერთგულება ორივე პარტნიორს დაცულობის განცდას აძლევს. ეს ორი განსხვავებული პიროვნება კარგად ავსებს და ეთავსება ერთმანეთს, მოთხოვნილებებსაც სრულად უკმაყოფილებენ. სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობაში ლიდერი თხის რქაა, რაც თევზებისთვის დამაკმაყოფილებელია. თევზების ხასიათი და ქცევები კი სრულად აკმაყოფილებს მომთხოვნსა და კატეგორიულ თხის რქას. თუ სიყვარული გააჩნიათ, მიუხედავად ბევრი განსხვავებისა სრულიად შესაძლებელია მათ ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდეთ.

 

მერწული + მერწყული

კარგად შეთავსებადი წყვილია. მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს. ხასიათის საერთო შტრიხები ხელს უწყობს იდეალური კავშირის შექმნას. სექსშიც სრულად აკმაყოფილებენ ერთმანეთის მოთხოვნებსა და სურვილებს. ისინი ერთმანეთის მიმართ აღფრთოვანებასა და სიმპათიას გრძნობენ. ორივე გამომგონებელი, სიახლეების მოყვარული ადამიანები არიან. ბევრი საერთო ინტერესების მქონე, კარგი საყვარლები იქნებიან. აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. თითოეული მათგანი ჩართულია სხვადასხვა მრავალრიცხოვან პროექტებში და მეგობრებთან ურთიერთობებში. ასეთ სიტუაციაში ერთმანეთთან ცოტა დროს ატარებენ, რაც მათ ურთიერთობაზე კარგად აისახება, რადგან კამათის მიზეზი ნაკლებად ექნებათ. თუმცა ფაქტობრივად ყველაფერში მარტივად თანხმდებიან. ორივე რაციონალური ნატურაა ვიდრე ემოციონალური. მათი სასიყვარულო ურთიერთობა ღრმა ვერ იქნება, მაგრამ სასურველი და სასიამოვნო კი უნდა იყოს. ორ მერწყულს ნამდვილად საიმედო ქორწინება ელით.

 

მერწყული + თევზები

ამ ორი ნიშნის ურთიერთობა სირთულეებთანაა დაკავშირებული. მერწყულს თევზების რომანტიკული ხასიათი იზიდავს, ხოლო თევზებს მერწყულის მაღალი იდეალები. მგრძნობიარე და სათუთი თევზი მერწყულის ნებისმიერ სურვილებს ასრულებს. მათ იშვიათი, ნაზი და სულიერი სიახლოვით სავსე ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა პრობლემებს ქმნის თევზების გამუდმებული სურვილი, გრძნობებში დაარწმუნოს მერწყულმა და სიყვარული უმტკიცოს. საოცრად დამოკიდებული, არამყარი, სუსტი თევზი საჭიროებს ძლიერი ლიდერის ხელში ყოფნას საკუთარი თავის რწმენისა და სიმშვიდისათვის. ამაზე მერწყულს პროტესტი უჩნდება. მას არ შეუძლია მასზე მიჯაჭვული ადაიანის ატანა. როცა იგრძნობს რომ უკვე მახეში გაება, მისგან წასვლასა და თავისუფლების დაბრუნებაზე ფიქრს იწყებს, რაც თევზს კიდევ უფრო დათრგუნავს. მათი სექსუალური სიახლოვე ძალიან მალე შეიძლება გადავიდეს ომში მელოდრამის ელემენტებით. თევზი ძალიან დამოკიდებული გახდება მერწყულზე, რაც ამ უკანასკნელის გაღიზიანებას იწვევს და თავს შებოჭილად აგრძნობინებს. თავიდან ნორმალურ ურთიერთობას შეძლებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ხშირი უთანხმოებების გამო კავშირის გაწყვეტა გარდაუვალი გახდება. მათი ქორწინება არასასურველია.

 

თევზები + თევზები

ყველაზე კარგად ამ წყვილს სექსი გამოსდით. ერთმანეთის სექსუალური მოთხოვნები კარგად ესმით და თუ ხორციელი ვნებების თანხვედრით შეძლებენ დანარჩენი ცხოვრებისეული პრობლემების გადაფარვას, მათი წყვილი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ზოდიაქოს სხვა ნიშანთა შორის. ძალიან დიდი სექსუალური მიზიდულება ახასიათებთ, რაც ხანგრძლივი ურთიერთობისა და ქორწინების შემთხვევაში კიდევ უფრო გაუმძაფრდებათ. ყველა ცხოვრებისეული პრობლემის საწოლში მოგვარება რომ შეიძლებოდეს, უბედნიერესები იქნებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ თითოეულ მათგანს სჭირდება ის, რაც მეორეს არ გააჩნია. ორივენი სუსტები არიან, დამოკიდებულნი და მხოლოდ ძლიერი პარტნიორის ემოციებით შეუძლიათ დამუხტვა. ამიტომ ეს ორი სუსტი არსება ერთმანეთს ვერ მუხტავს და შესაბამისად ურთიერთობაში სრულყოფილებასაც ვერ აღწევენ. საკუთარი თავი ეცოდებათ და გამუდმებით წუწუნებენ ცხოვრებაზე. პესიმიზმი იპყრობთ. როცა ძლიერი ადამიანი არ უდგათ გვერდით, ელემენტარულ პრაქტიკულ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან. ამიტომ ძალიან რთული იქნება მათ კავშირს მომავალი ჰქონდეს.

 

ავტორი: ემილი

2013-12-22

წყარო

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO