მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    სექტემბერი    » «    2020    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ქალისა და მამაკაცის მეგობრობა...(?!)

ალბათ გაგვიჭირდება იმისი დადგენა, როდის დაისვა პირველად კითხვა: არსებობს თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის. ისეთი ადამიანის პოვნაც არ იქნება იოლი, ვისაც ერთხელ მაინც არ დაუსვამს ეს შეკითხვა საკუთარი თავისათვის.

მეგობრობა და სიყვარული არ შეიძლება იყოს ცოტა და ბევრი. ან არის, არ არ არის. ორივე გრძნობა ძლიერია. შესაბამისად, არ არის საჭირო დაკონკრეტება: ,,ის ჩემი უახლოესი მეგობარია,,. თუ მეგობარია, ესე იგი უახლოესი ადამიანია. თუ არ არის უახლოესი ადამიანი, გამოდის მეგობარი არ ყოფილა.

ასევეა სიყვარულზე. თუ სიყვარული ჭეშმარიტია, ძლიერად გიყვარს. გრძნობა ნამდვილია და ეჭვი არაფერში გეპარება.

ქალისა და კაცის მეგობრობას ბევრი უარყოფს, ბევრიც თავგამოდებით იცავს..

და მაინც, არსებობს მეგობრობა განსხვავებულ სქესს შორის?

მამაკაცთან მეგობრობას, აქვს დადებითი მხარეები. მას არასოდეს შეშურდება შენი ახალი კაბა, ვერც მომატებულ 200 გრამს შენიშნავს და არ დაგცინებს. მანქანის შეკეთებაში დაგეხმარება და კატეხილ გულსაბნევს შეგიკეთებს.  იგი შენი კონკურენტი არასოდეს იქნება. როდესაც პაემნების შესახებ უამბობს, კომპეტენტურ რჩევას მოგცემს, იმიტომ რომ, კაცია და იცის რას ფიქრობენ კაცები თქვენნაირ ქალებზე..

საქმე ასე იოლად არ არის. ადამიანი ცხოველისაგან იმით განსხვავდება, რომ გონიერი არსებაა და ინსტიქტებით არ ცხოვრობს.

ადამიანს შეუძლია არ აყვეს ლტოლვას და არ უღალატოს მეგობრობას. მამაკაცის მაგალითი ავიღოთ. მას შეუძლია გოგონასთან იმეგობროს ისე, რომ არ იფიქროს მასზე, როგორც ქალზე. გააცნობიეროს და ქვეშეცნეულსაც უკარნახოს, რომ ეს არ შეიძლება (განა არ უნდა, არ შეიძლება!).  იგივეს გააკეთებს ქალიც და მეგობრობა შედგა..

 

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ადამიანს მხოლოდ სული არა აქვს. ხორციც აქვს და თანაც ძალიან მომთხოვნი.. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც კაცი ან ქალი, ვერ შეძლებს ბოლომდე აკონტროლოს ინსტიქტი. ვთქვათ, უკაცრიელ კუნძულზე მოხვდა მეგობართან ერთად და მათ გარდა იქ არავინაა. როგორ ფიქრობთ, ასე სიტუაციაშიაც შეძლებენ ისინი ინსტიქტების გაკონტროლებას? მაინც არ შეხედავენ ერთმანეთს როგორც საწინააღმდეგო სქესს?

სხვათაშორის, ოტო ბისმარკი წერდა: ,,ქალისა და კაცის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება,,

სადაო საკითხია..

ყველას ექნება თავისი შეხედულება. მათ შორის მეც. ჩემი აზრით, ქალისა და მამაკაცის მეგობრობა,განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. თუ საწინააღმდეგო სქესის მეგობრები გყავს, ყოველთვის უნდა აკონტროლო გარემო და დამოკიდებულება. შენი სქესის მეგობართან ასეთი სიფრთხილე ნაკლებად დაგჭირდება.

მე ვმეგობრობ ბიჭებთან. ვთვლი, რომ ეს ჯანსაღი ურთიერთობაა და განსხვავებული სქესი ხელს არ მიშლის. თუმცა ყოელთვის არსებობს ზღვარი, რომელსაც არასოდეს ვარღვევ. არ ვკარგავ ჩემი თავის, მეგობრის და იმ ქალის პატივისცემას, ვინც ჩემი მეგობრის გვერდითაა და  იქნებ სულაც არ მიაჩნია, რომ ქალსა და კაცს შორის მეგობრობა დასაშვებია.

 რა თქმა უნდა, მყავს გოგონა მეგობრები. მათთან არ ვფრთხილობ. ისეთები მიყვარს როგორებიც არიან.  არ არსებობს გარემოება, რომელიც მეგობრობის გრძნობას სახეს შეუცვლის.

დრო ყველაზე კაგად ფილტრავს ადამიანურ ურთიერთობებს. თუ მეგობრობა ნამდვილი არ არის, დროს ვერ უძლებს და იკარგება. 

შეიძლება დიდი ხნით ვერ ვინახულო მეგობარი, ვერ დაველაპარაკო, მაგრამ მეიმედება და ვიცი რომ მყავს. შემიძლია მათთან საათობით უხმოდ ვიყო და სიჩუმემ უხერხულობა არ შემიქმნას. თუ ერთ დღეს მათი ნახვა არ მენდომება, არც ამისი თქმის შემრცხვება და არც გამკიცხავენ.. ეს ყველაფერი ის სიკეთეა, რაც ნამდვილ მეგობრობას ახლავს. ეს კომფორტია, რომელიც თავს მარტო არასოდეს გაგრძნობინებს..  

ჩემი პასუხი დასმულ კითხვაზე ასეთია: ქალსა და კაცს შორის შეიძლება არსებობდეს ჯანსაღი, სუფთა და გულწრფელი ურთიერთობა, რომელიც ძალიან გავს მეგობრობას..

 

ყველას გეპატიჟებით ფორუმში. გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი და დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.


http://perla.ge/index.php?do=forum/theme&id=28 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO