მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აპრილი    » «    2024    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
პირველი რესტორანი

ძნელია იმისი თქმა, როდის გაჩნდა პირველი რესტორნის ტიპის დაწესებულება. თუმცა ამ მოვლენას მაინც ფრანგებს მიაწერენ.
თავად სიტყვა რესტორანი (restaurant) ფრანგული ზმნისაგან, restaurer-საგან მომდინარეობს. იგი აღდგენას, რესტავრირებას ნიშნავს.


არსებობს ცნობები, რომელიც ადასტურებს, რომ, რესტორნის ტიპის დაწესებულებას ადრე ძალების აღდგენის ადგილს ეძახდნენ. ხოლო ,,რესტორანი,, ერთგვარ წვნიანს ერქვა, რომელიც იქ მზადდებოდა და ენერგიის წყაროდ ითვლებოდა. ასეთი ადგილები დასუსტებული, სუსტი ჯანმრთელობის პირებისთვის იყო მიჩნეული. სადაც ისინი მომჯობინდებოდნენ და ენერგიას დაიბრუნებდნენ. რესტორანმა მალე შეიცვალა დამოკიდებულება და დანიშნილება.
იქნებ აზიაში გაცილებით ადრე არსებობდა რესტორნის წინამორბედი, დასავლეთში კი პირველად 1765 წელს, პარიზში გამოჩნდა. მისი მეპატრონე ბატონი ბულანჟე იყო. გაურკვეველია ეს მისი გვარი იყო, თუ პროფესია, რადგან, ფრანგულად Boulanger - ხაბაზს, პურის მცხობელს ნიშნავს.


ბულანჟე მზა კერძებით ვაჭრობდა. იგი კლიენტებს წვნიანების მენიუს სთვაზობდა, ხოლო საფირმო კერძად ცხვრის ფეხებისგან დამზადებული კერძი ითვლებოდა.


რესტორნები ძირითადად ჩამოსული სტუმრებისათვის იყო გათვლილი. ადგილობრივები იქ იშვიათად შედიოდნენ. ქალებისთვის კი, რესტორანში შესვლა, უბრალოდ უხერხული იყო.
ბულანჟემ თავის სავაჭრო ადგილს მალე გაუკეთა წარწერა ,,რესტორანი,, (restaurant).
მომსახურების სტილი შემდეგნაირი იყო. მაგიდები ინდივიდუალურად იყო დალაგებული. კლიენტი შეთავაზებული მენიუდან თავად ირჩევდა სასურველ კერძს და თავის თავს თვითონ ემსახურებოდა. ეს წესი დიდხანს იყო ძალაში. თუმცა, მეპატრონე მიხვდა, რომ ასე ხარჯების გაკონტროლებას ვერ შეძლებდნენ და ამიტომ კლინტს უკვე თვითონ ემსახურებოდნენ და ულუფებსაც თავად ანაწილებდნენ.

1782 წელს, პროვანსის გრაფის ყოფილმა შეფ-მზარეულმა, ანტუან ბოვიერმა, პარიზში რესტორანი გახსნა და მას ,,ლონდონის დიდი ტავერნა,, დაარქვა.
ეს იყო პირველი, წარმატებული რესტორანი პარიზში, რომელიც 20 წლის მანძილზე ისე მუშაობდა, რომ მისი დაჯაბნა ვერავინ მოახერხა.
ბოვიერი კლიენტებზე ზრუნავდა. ყველაფერს აკეთებდა მათი კომფორტისა და სიამოვნებისთვის.
რესტორანში მდიდრული გარემო შექმნა. ძვირფასი მაგიდები და ჭურჭელი შეიძინა და ყველანაირად ცდილობდა კლიენტის გულის მოგებას.
მის რესტორანში ისე ემსახურებოდნენ, როგორც ვერსალის სასახლეში. ღვინო უკვე ბოთლით მიჰქონდათ სუფრაზე. ეს ლონდონური წესი იყო და ძალიან მოდურად ითვლებოდა საფრანგეთში.
მიუხედავად ბოვიერის წარმატებისა, რესტორანი მაინც რჩებოდა მამაკაცებისათვის განკუთვნილ ადგილად. ქალებისთვის რესტორანი კვლავ შეუფერებელ ადგილად ითვლებოდა.


სარესტორნო საქმის განვითარება რევოლუციამ (1789) დააჩქარა. მზარეულები, რომლებიც დიდგვაროვნებს ემსახურებოდნენ, უმუშევრები დარჩნენ და დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ ერჩინათ ოჯახები იმ საქმით, რაც ასე კარგად გამოსდიოდათ.
სწორედ ამ პერიოდში არაერთი რესტორანი გაიხსნა. უკვე დამკვიდრებული ტრადიცია, ყველამ თავისებურად გააგრძელა. კონკურენციის გაზრდა, სერვისის დახვეწასა და კლიენტის დაფასებაზე აისახა.


რესტორნები ყველას ნამდვილად არ მოსწონდა. უკმაყოფილო კლიენტებსაც შეხვდებოდით. ასეთ პრეტენზიებსაც შეხვდებოდით: ,,კარგად აღზრდილი და მორიდებული ადამიანი, ვერაფრით ისადილებ ასეთ დაწესებულებაში. შენს წინ სრულიად უცხო ადამიანი ზის და იძულებული ხარ მის თვალწინ და ყველას დასანახად მიირთვა,,


მალე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოჩნდნენ რესტორნები. ამერიკაში პირველად 1794 წელს, ბოსტონში გახსნეს იგი. მომსახურება ევროპული სტილის იყო და მას ,,სერვის ა ლა ფრანსეს,, ეძახდნენ (service à la française). მომსახურების სტილი შემდეგნაირი იყო. ყველა შეკვეთილი კერძი, კლიენტისთვის ერთდროულად მიჰქონდათ და მაგიდაზე ალაგებდნენ. ,,სერვის ა ლა ფრანსე, ,,სერვის ა ლა რუს,,-მა (service à la russe) შეცვალა. (ეს სტილი რუსმა დიდგვაროვანმა, ალექსანდრე კურაკინმა გაავრცელა, რომელიც რუსეთის ელჩი იყო საფრანგეთში (1808_1812). რუსული სტილით მომსახურება გულისხმობდა, შეკვეთილი კერძების ეტაპობრივ შეთავაზებას სტუმრისათვის. ,,სერვის ა ლა რუსმა,, მოკლე დროში, დიდი წარმატება მოიპოვა.

alt

alt
დღეს უკვე, მთელ მსოფლიოში უამრავი რესტორანია. განსხვავებული პროფილითა და მენიუთი. შეხვდებით ყველაზე უცნაურს, ყველაზე მდიდრულს.. დღესაც, რესტორანი ძალების აღდგენის, გემრიელად მირთმევისა და დასვენების ადგილია, თუმცა იშვიათად გაახსენდება ვინმეს, საიდან იწყებოდა ეს ყველაფერი..

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO