მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    აგვისტო    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როცა მამაკაცი შეყვარებულია..

"ვუყვარვარ?" - ეს კითხვა ბავრ ქალს აწუხებს. საიდუმლო არაა, რომ მამაკაცების უმეტესობას არ უყვართ გრძნობებზე საუბარი, ზოგი კი მაღალფარდოვანი სიტყვებით გვესაუბრებიან სიყვარულზე, მაგრამ არ ვიცით დავიჯეროთ თუ არა. თავს ვიმტვრევთ ვარაუდებით და ვცდილობთ ყოველ მის მოქმედებასა და სიტყვას ახსნა მოვუძებნოთ, რომ გული დავიმშვიდოთ. ისეთი მოწადინებულნი ვართ, მისი სიყვარული ვირწმუნოთ, რომ სულ უმნიშვნელო საბაბიც კი კარგად განსაზღვრულ არგუმენტად გვეჩვენება და მზადა ვართ მისი გულისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. მერე კი... ხშირად იმედგაცრუებულნი ვრჩებით... 

ასე რომ არ დაგვემართოს შემდეგშიც, მოდით, ვისაუბროთ იმ უტყუარ ნიშნებზე, რომლებიც ამტკიცებენ მამაკაცის სიყვარულს.

სექსუალური მიზიდულობა. სიყვარულის მთავარი "სიმპტომი" სურვილია. თუ მამაკაცს სურს ქალი, ამ ქალს მისი სიყვარულის მოპოვების დიდი შანსი აქვს. ყველა მამაკაცს ახასიათებს ქალების მიმართ ფიზიკური ლტოლვა. ეს ყველაზე დიდი ადამიანური ენერგიაა. მამაკაცი (თითქმის ყოველთვის) ქალს აღიქვამს, როგორც ობიექტს ინტიმური ურთიერთობისათვის. მასში იღვიძებს მონადირე და რაც უფრო მოუწვდომელია "სამიზნე", მით უფრო მძლავრდება მისი სურვილი. თუმცა სურვილი ჯერ კიდევ არ იძლევა ხანგრძლივი ურთიერთობის მყარ გარანტიას. ზოგჯერ მამაკაცის ინტერესი მაშინვე ქრება, როგორც კი ის თავისას მიაღწევს. ამიტომ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, კარგად დავფიქრდეთ და სხვა "სიმპტომებსაც" მივაქციოთ ყურადღება.

სულიერი სიახლოვე. მეორე "სიმპტომია" სულიერი მიზიდულობა, მეგობრობა, ემოციური კონტაქტის საჭიროება. როცა მამაკაცი ეძებს საშუალებებს აღმოჩნდეს თქვენს გვერდით, გირეკავთ, გწერთ, გისმენთ, გესაუბრებათ საკუთარ თავზე, ცდილობს გამონახოს თქვენსკენ მომავალი ნებისმიერი შესაძლო გზა. ზოგჯერ დაჟინებულიც კი ხდება... უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს თავისი ბუნება აქვს, თავისი ხასიათი, თავისი ჩვევები; ზოგიერთს შეუძლია ლამაზი სიტყვების წარმოთქმა და სერენადების მღერაც კი, ზოგს - ორი სიტყვის თქმაც უჭირს. ვიღაცას შეუძლია ძვირფასეულობა და მანქანაც კი გაჩუქოთ, ზოგს - ამისი ფანტაზიაც არა აქვს, არათუ საშუალება... ამიტომ, ყურადღება გმართებთ: თუ ის მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს არ ეძებს, სურს ახლოს იყოს თქვენთან, გაიცნოს თქვენი ხასიათი, იცოდეს თქვენი აზრი, მიიპყროს თქვენი ყურადღება - ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად უყვარხარხართ.

თქვენი ადგილი მის ცხოვრებაში. მამაკაცები უმეტესად კონსერვატიულები არიან. უცოლო კაცს, იმის პერსპექტივა, რომ ვინმე საკუთარ სულში, ცხოვრებაში შეუშვას, ძალიან აშინებს, რადგან ვერ ელევა თავის ძვირფას თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, თუ ის დაჟინებით ცდილობს თქვენს შეტყუებას მის ცხოვრებაში, ეს უეჭველი ნიშანია სიყვარულისა.
თუმცა ფრთხილად იყავით: თუ ის უფლებას მოგცემთ სახლში რამე გააკეთოთ, დაალაგოთ, ჭურჭელი დაურეცხოთ და საჭმელი მოუმზადოთ - შესაძლოა ის შეყვარებული კი არა, უბრალოდ ზარმაცია და არ სურს ამ საქმით თვითონ შეიწუხოს თავი. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ: თვით ფაქტი, რომ მის ცხოვრებაში თქვენ არსებობობთ და მის ნივთებს ეხებით, თქვენდამი მის ნდობაზეც მეტყველებს.

მსხვერპლის გაღება. ნებისმიერი სიახლოვე მოითხოვს კომპრომისებისათვის მზადყოფნას. ჩვენ გვიწევს მსხვერპლის გაღება საყვარელი ადამიანებისათვის. თუ მამაკაცი ამისათვის მზადაა, თუ ის თქვენს გამო უარს ამბობს თავის ჩვევებზე, თავის პრინციპებზე, თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე და მეგობრებზეც კი. ის ცდილობს თქვენს გამო შეიცვალოს, შეცვალოს თავისი გეგმები, დაგითმოთ, დაგახარჯოთ თავისი დროის დიდი ნაწილი. თუ მას შეუძლია უარი თქვას თავის გემოვნებაზე, საყვარელ სატელევიზიო გადაცემებზე და კომპიუტერთან ადგილიც კი დაგითმოთ, ეცადეთ არ გადაამლაშოთ და ბოროტად არ ისარგებლოთ მისი გრძნობით. მისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება თუ ასეთი სიყვარული არ დაუფასდება.

ზრუნვა. ყველა მამაკაცს არ შეუძლია იზრუნოს ქალის კეთილდღეობისათვის (ეს არ გულისხმობს მატერიალური თვალსაზრისით ზრუნვას). თუ ის ცდილობს ხასიათი შეგიწყოთ, თქვენი სურვილები გამოიცნოს და საშინლად განიცდის, თუ ეს არ გამოუვიდა; ის ხარობს, თუ შეძლო თქვენთვის სიამოვნების მონიჭება, თქვენი გახალისება, გაოცება, გაცინება და დაცვა; გვერდით გიდგათ გასაჭირში და სიხარულში, გეხმარებათ საქმიანობაში - დააფასეთ ეს და იყავით ბედნიერი.

იმედია ეს "სიმპტომები" ამოიცანით თქვენი რჩეულის ქცევებში. თუმცა, როგორც ამბობენ ქალმა უკეთ იცის სიყვარული, ვიდრე ნებისმიერმა მამაკაცმა. სიყვარულზე მას იდეალური "სმენა" აქვს, ბოლოს და ბოლოს, ის მას გრძნობს და ამისათვის არანაირი თვალსაჩინო ნიშნები არ სჭირდება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სული და გული. დაუჯერეთ თქვენს ინსტიქტებს. ირწმუნეთ საკუთარი თავის და თქვენ შეძლებთ მამაკაცში მაშინაც კი გააღვიძოთ სიყვარული, როცა ის ამისათვის მზად არ არის. ასე რომ, წინ ბედნიერი და სიყვარულით აღსავსე ცხოვრებისაკენ! პერლა მუდამ თქვენს გვერდითაა!

 

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         

(2012-05-30 17:25:58)

alt

eto beto
(2011-04-27 11:53:43)

gaixareee, ai bolo abzacma gansakutrebit damamshvida altalt 

zura chikviladze
(2011-04-19 21:21:36)

magaria

ზვიად ხაჩიძე
(2011-04-16 21:46:14)

Nyi ny

shav legi
(2011-04-03 21:54:05)

ვაააა! altმყვარებია და ვერ გამიგიაააააააა!alt

irina gudavadze
(2011-03-31 13:22:12)

altalt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO