მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
6 მოსისხლე მტერი წყვილის ცხოვრებაში

ორი ადამიანის ჰარმონიული ურთიერთობისათის არ არსებობს ჯადოსნური რეცეპტი. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და ბედნიერებისა და ჰარმონიული თანაცხოვრების იმდენი წესი არსებობს, რამდენიც თავად წყვილი. სამაგიეროდ ასებობს აღიარებული და მრავალგზის გამოცდილი ,,მავნე ჩვევები,, რომლებიც აუცილებლად უნდა აირიდოთ თავიდან, თუ გსურთ თქვენს სიყვარულს საფთხე არ დაემუქროს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ წყვილის ცხოვრების 6 დაუძინებელ მტერს.


მტერი №1
ტელევიზორი

ტელევიზორი სიყვარულის ნამდვილი მკვლელია და აქ 2 აზრი არ არსებობს. აბა წარმოიდგინეთ, სადილი ,,დღის შოუს,, ფონზე, ვახშამი 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების თანხლებით.. შემდეგ ფილმი, თან სუბტიტრებით. ეს კი ნიშნავს, რომ ეკრანს წამითაც არ აშორებთ თვალს.. ამასობაში ძილის დროც მოვა და თქვენც იძინებთ. არ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ ერთმანეთს დაელაპარაკოთ, მოეფეროთ, გაიგოთ ერთმანეთის პრობლემისა და სიხარულის შესახებ..
გამოსავალი: გადააგდეთ ეს საშინელი ტელევიზორი!
ნაკლებად რადიკალური გამოსავალი: გამორთეთ იგი კვირაში 4 საღამოს მაინც.


მტერი №2
,,ჩუსტები,,

ტელევიზორი უკვე გადააგდეთ. შესაბამისად დრო გამოგითავისუფლდათ. თქვენც მოირგეთ ,,ჩუსტები,, და დაფლატუნებთ სახლში. რატომღაც თქვენს საყვარელ კაფეში ან რესტორანში აღარ დადიხართ. არც კინოსა და თეატრში ყოფილხართ კარგა ხანია. იმის მაგივრად, რომ, საღამოს (ზოგჯერ მაინც), გაეპრანჭოთ საყვარელ ადამიანს, თავი ფორმაში მოიყვანოთ და რომანტიკული საღამო მოუწყოთ ერთმანეთს, თქვენ სახლში ,,ჩუსტებით,, დაფლატუნებთ და საინტერესო არაფერი მოგდით თავში.
გამოსავალი: კვირაში ერთხელ მაინც იზრუნეთ იმაზე, რომ საღამოს სადმე გახვიდეთ. მეგობართან, კინოში, ჭიქა ჩაიზე.. ან სულაც, უბრალოდ, ფეხით გაიარეთ. ოღონდაც ,,ჩუსტებით,, არა!


მტერი №3
ზედმეტი მუშაობა

შეწყვიტეთ ყოველ დღე სამსახურიდან გვიან დაბრუნება. შეიძლება ეს თქვენს უფროსს მოსწონს, მაგრამ თქვენს წყვილს ეს მხოლოდ ცუდად წაადგება. ჯერ ერთი, რომ შინ დაღლილი ბრუნდებით და თვალებში სიყვარული კი არა, ბალიში გახატიათ, მეორეც, ამდენი მუშაობის შემდეგ, თავში მხოლოდ სამსახური გიტრიალებთ და მალე მოხდება ისე, რომ თქვენ ორის სასაუბრო თემა, მხოლოდ სამსახურის საქმეებით შემოიფარგლება. მალე თქვენი ცხოვრების წესიდან გაქრება ვახშმის კულტურა და გვიან დაბრუნებული, ტელევიზორის წინ წაილუკმებით და ოპააა, ლოგინში!
გამოსავალი: მკაცრად დაიცავით 8 (იქნებ 7 ან 9) საათიანი სამუშაო გრაფიკი! არც ერთი წუთით ზედმეტი სამსახურისათვის!


მტერი №4
უყურადღებობა

ეს არის წყვილის მშვიდი ცხოვრების დაუძინებელი მტერი. ყურადღება არ გულისხმობს ყოველ დღე ყვავილებითა და საჩუქრებით განებივრებას. ყურადღება უბრალო მზერითაც შეიძლება გამოხატოთ. თუ შეუმჩნეველს ტოვებთ მის ახალ ვარცხნილობას ან პიჯაკს და გეზარებათ იმის აღნიშვნა, რომ კარგად გამოიყურება, შედეგად მასაც დაავიწყდება, რომ მისთვის ძვირფასი ხართ..
გამოსავალი: გამოფხიზლდით! დღეს რა მოიმოქმედეთ ან თქვით ისეთი, რითაც საყვარელ ადამიანს აგრძნობინებდით, რომ მასზე ფიქრობთ? არაფერი? ხოდა სასწრაფოდ გამოფხიზლდით!


მტერი №5
გადაჭარბებული ეჭვიანობა 

მუდმივი თვალთვალი, მისი ტელეფონის ყოველდღიური კონტროლი და გაუთავებელი კითხვები, თუ სად იყო და რას აკეთებდა, მარტო მომაბეზრებელი კი არა გამაღიზიანებელიცაა. წყვილის ერთად ყოფნის საფუძველი, ურთიერთნდობაა. თუ ნდობა არ არსებობს, ეს იმით დასრულდება, რომ, ერთხელაც რომელიმე თქვენგანი სხვის მკლავებში აღმოჩნდება. 

გამოსავალი: დაფიქრდით, ენდობით თუ არა იმ ადამიანს ვის გვერდითაც ხართ! თუ ენდობით, მაშინ რა საჭიროა გაუთავებელი ეჭვიანობა და თუ არა, აბა რა გინდათ მის გვერდით?


მტერი №6
გულგრილობა

წყვილის თანაცხოვრებაში, სექსუალური ცხოვრება უმნიშვნელოვანესია. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე არ არის, ბევრი სხვა პრობლემაც იჩენს თავს.
დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ დროთა განმავლობაში ერთმანეთის მიმართ ლტოლვა იკლებს და ვნებაც აღარ არის ისეთი ძლიერი, გაუცნობიერებლად აიძულებს ადამიანს ამ წესს დაემორჩილოს.
დროთა განმავლობაში გრძნობის გახუნება შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩათვალონ, მაგრამ ეს არ არის დოგმა! თუ პარტნიორის მიმართ გაცივდებით და სექსუალური ცხოვრება თქვენთვის მეორეხარისხოვანი გახდება, ეს დიდ პრობლემას შეუქმნის თქვენს წყვილს. მუდამ იმის მომიზეზება რომ ,,თავი გტკივათ და დღეს არა,, დიდ წერტილს დაუსვამს თქვენს ურთიერთობას.
გამოსავალი: არ დაკარგოთ ხალისი და ფანტაზია იმისათვის, რომ თქვენი სექსუალური ცხოვრება ერფეროვანი არ გახდეს. ნუ გადააქცევთ სექსს რუტინად და მოვალეობად.

და ბოლოს! მოსისხლეთა შორის ყველაზე მოსისხლე, მტერთა შორის ყველაზე მტერი: კომპიუტერი!


ათასნაირ სოციალურ ქსელში გაწევრიანება, მიწერ-მოწერა, კომენტარების წერა და კითხვა.. ამას ემატება კომპიუტერული თამაშების მანია.. ადგილ მამულების დამუშავება და თოხნა-ბარვა ,,მაუსით,,. სათობით ჭორაობა ხმის ამოუღებლად.. მერე მოურწყავ ჭარხალზე დარდი და სხვისი ფერმიდან დაკარგული თხის ძებნა..


STOP! 2 წუთით მაინც შეჩერდით და დათვალეთ რამდენ დროს უთმობთ კომპიუტერს და რამდენი დრო აკლდება ამით თქვენს სიყვარულს და ურთიერთობას? ფრთხილად, მეზობლის თხის ძებნაში სიყვარული არ დაკარგოთ..

 

პერლა გისურვებთ სიყვარულს

alt

შეაფასეთ სტატია :
         
tiniko anasashvili
(2011-12-17 16:07:51)

kompiuteriiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii?martlaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa?perla shen tviton sad xar xla?


(2011-07-12 18:01:33)

6 ვე  რეალურია და აი კომპიუტერიიი კერძოდ კი ეს თამაშები ხვნა თესვა და დავამატებდი  ონლაინ პოკერები და მსგავსიიი ნამდვილად სიყვარულის მოსისხლე დაუზინებელი მტერია  :D :D:D:D

ზვიად ხაჩიძე
(2011-04-16 21:49:01)

TV and Comp

გურანდა ხოხობაშვილი
(2011-03-24 11:28:17)

რა საყვარელი სურათიააა  alt

muto muto
(2011-03-22 18:53:03)

alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO