მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივლისი    » «    2019    »
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ხვალიდან გამოვსწორდები!

თუ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ თქვენს გარდერობში 36 წყვილი ფეხსაცმელი, 25 ცალი ზაფულისა და  ამდენივე ზამთრის კაბაა, შარვალი კი იმდენი, რომ დათვლა გეზარებათ, თუმცა, მაინც არასოდეს იცით  რა ჩაიცვათ, ჩათვალეთ, რომ თქვენ არაპრაქტიკული მყიდველი ბრძანდებით.

არადა ისეთი არაფერი დაგიშავებიათ ასეთი ,,ბრალდება,, რომ დაიმსახუროთ, არა? დიდი ამბავი, სამსახურში, 1 საათიანი შესვენებისას რამდენიმე მაღაზიაში შეიარეთ, ნახევარი თვის ხელფასი დახარჯეთ და იმდენი ხორაგით დაბრუნდით სამსახურში, თვალმახვილ თანამშრომელს ლოგიკური კითხვა გაუჩნდა, რა ხდება, ომი ხომ არ იწყებაო? ჰმ, თავხედი.. რა შუაშია აქ ომი? ასეთი არაჩვეულებრივი მაისურის არყიდვა შეიძლებოდა? ან ეს ტაფა ხელიდან გასაშვებია? აი ზუსტად ისეთი ტაფაა, შარშან ამ დროს რომ იყიდე და შინ მისულს  გარაჟში დაგრჩა სხვა საყიდლებთან ერთად და დღემდე არ გაგხსენებია.. არა, ეგ რა მაგის პასუხია და ნეტავ რა იყო კიდევ იმ სანუკვარი საყიდლების ჩანთაში, გარაჟში რომ დაგრჩა?  ალბათ გუშინ რომ იყიდე, ისეთივე ბოთლის გასახნელი.. ოთახის ყვავილებისთვის ახალი ქოთნები? არა, ეგ ახლახანს იყიდე.. აბა, ჭრელი შარფი? მართალია, სწორეს ის ჭრელი შარფი იქნებოდა, რომ არ იცოდი რას მოუხდებოდა, მაგრამ მაინც იყიდე..

და სად დევს ახლა ის ჩანთა? ისევ გარაჟში? თუ სარდაფში? სარდაფში ვერ იქნება, იქ იმდენი არასაჭირო ნივთი დევს, სადღა იყო მაგისი ადგილი..

ასეთი ფიქრების შემდეგ, უცებ ხვდებით, რომ დროა დაფიქრდეთ, რაღაც შეცვალოთ.. თავს პირობას აძლევთ, რომ ხვალიდან გამოსწორდებით, რომ მანამ არაფერს იყიდით, ვიდრე მისი საჭიროების აუცილებლობაში არ დარწმუნდებით. მაგრამ, ხვალ, ისევ მოახერხებთ ისეთი რაღაცის პოვნას, რომლის არ ყიდვაც არაფრით გამოვიდოდა..

თუ დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ თქვენ ერთადერთი არა ხართ, ვინც სახლი უსარგებლო ნივთების გროვას დამსგავსა.  რაიმეს ყიდვის დაუძლეველი სურვილი დაავადებაა და მას ონიომანია ჰქვია.

მე მაპატიეთ, გულს თუ გიხეთქავთ, მაგრამ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, ისიც კი დაადგინეს, რომ ონიომანებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს, ძალიან ბევრი საერთო აქვთ.

ონიომანიის ორი ძირითადი კატეგორიაა. ერთი, რომლებიც დიდი რაოდენობით, მაგრამ საჭირო ნივთებს ყიდულობენ და მეორენი, რომლების საჭიროების მიუხედავად, მაინც ყიდულობენ.. მათ შორის განსხვავება არის, მაგრამ არც ერთ კატეგორიას არ აინტერესებს, რამდენი აქვს ჯიბეში, მთავარია რომ ყიდვა უნდა, უნდა და მორჩა.. ვაა, უნდა და!..  და მანამ ენდომება, ვიდრე ბოლო თეთრს არ დახარჯავს.. ამის შემდეგაც ენდომება ყიდვა, მაგრამ..

ფსიქოლოგები შეთანხმდნენ იმ ძირითად ფაქტორებზე, რაც ომიომანიისკეს უბიძგებს ადამიანს. ესენია, სტრესი, დეპრესია, დაბალი თვითშეფასების დაფარვის მცდელობა..

საყიდლებზე წასვლა, რომ საუკეთესო ანტიდეპრესანტია, ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება. ისევე როგორც ვარცხნილობის შეცვლა ან სხვა ცვლილების შეტანა  გარეგნობაში. მაგრამ, თუ დეპრესია სათოფეზეც კი არ ჩანს და მაინც გაუთევებლად საყიდლებისკენ მიგიწევთ გული, ალბათ დროა გადაამოწმოთ, იქნებ ონეომანი ბრძანდებით?

            თუ თავს გამოუტყდით, რომ ეს ასეა, მაშინ სცადეთ მეტი ნებისყოფა გამოიჩინოთ. არ ენდოთ რეკლამებს და ,,სარფიან,, შემოთავაზებებს. არ ატაროთ ყოველდღიურად საჭიროზე მეტი თანხა. ვიდრე სალარომდე მიხვალთ, სამჯერ ჰკითხე თავს, მჭირდება ახლა ეს მე?

            თუ ამ რჩევებმაც ვერ გიშველათ, ფსიქოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ..

ისე, თუ მყარი ბიუჯეტი გაქვთ და თქვენი ყიდვამანიაკობა მას ვერაფერს აკლებს, ნუ შექმნით ამით ტრაგედიას.. და იყიდეთ მეორმოცე წითელი კაბა, იქნებ გაისად მაინც ჩაიცვათ პირველად რომელიმე მათგანი.. თუ არადა, ხვალიდან ხომ ისედაც გამოსწორდებით?!

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2011-06-25 22:08:57)

ehhhhh me piradad  araperi ar mshvelis arc psikologi da arc carilei sapulealt

ucha dolidze
(2011-05-18 16:09:22)

კარგი იქნება თუ ამას ბევრი მანდილოსანი გაითვალისწინებს... ზოგს ისეთი მანია აქვს რომ "ნისიად" იღებს, რომ იცის ხვალ კრედიტი დაერიცხება და გადაიხდის. ჯიბის ფულზე აღარაფერს ვამბობ... alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO