მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    მარტი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ოჯახური პრობლემები

ოჯახი ადამიანის ორგანიზმს ჰგავს, ყველაფერი ურთიერთკავშირში და ურთიერთდამოკიდებულებაშია. ერთ-ერთი ორგანოს მწყობრიდან გამოსვლა იწვევს სხვა ორგანოების ფუნქციონირების დარღვევას. როგორც არ არსებობს ერთი აბი, რომელიც იხსნის ადამიანს ავადმყოფობისაგან, ასევე არ არსებობს არავითარი მაგიური მოქმედება და სიტყვა, რომელიც მარტივად და სწრაფად მოაგვარებდა ოჯახის პრობლემებს. თუნდაც მიმართოთ პროფესიონალებს და იპოვოთ ყველაზე საუკეთესო ფსიქოლოგები და ფსიკოთერაპევტები, სასწაული არ მოხდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხართ მზად შეცვალოთ თქვენი ქცევა, თქვენი ცხოვრების ნირი და ადამიანებთან ურთიერთობის პრინციპები.
ოჯახური პრობლემები მოგვარებადია. ამ დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ინდივიდუალურობა ყოველი კონკრეტული ოჯახისა და ადამიანისათვის. ორი ერთნაირი ოჯახი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ყველა პრობლემა ინდივიდუალურია და მოგვარების შესაბამის ხერხს საჭიროებს.
თქვენ უსმენთ მეგობრებს და ნათესავებს, რომლებსაც მსგავსი სიტუაციები ჰქონდათ, მაგრამ მათი რჩევები თქვენს ოჯახში სიტუაციის გასაუმჯობესებლად შეიძლება არ იყოს სასარგებლო, ან სრულიად საპირისპირო შედეგებით დასრულდეს. თქვენც და თქვენს მეუღლესაც მათგან სრულიად განსხვავებული ხასიათები გაქვთ. სიტუაცია, რომელსაც თქვენ თვლით არასასიამოვნოდ და არასასურველად, სულ სხვაგვარია და საბოლოო ჯამში სერიოზულად განსხვავდება თქვენი მეგობრის სიტუაციისგან. ამას ემატება დამოკიდებულება ბავშვების აღზრდაზე, დამოკიდებულება ფინანსურ საკითხებთან, სექსუალურ ჰარმონიასთან, დამოკიდებულება ოჯახის უფროს თაობასთან (დედამთილი, მამამთილი)...
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოჯახურ კრიზისების მკურნალობას მაინც აქვთ საერთო პრინციპები.

1. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
დღესდღეობით ეს მოვლენა ფართოდ არის ცნობილი და მისი სიმპტომები ყველასთვის ნაცნობია. ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელია, მაგრამ თავს გრძნობს სრულიად ძალაგამოცდილად, აღარ უხარია ცხოვრება, ნებისმიერი ქმედება ღლის, ყველა და ყველაფერი აღიზიანებს.  ადგილი აქვს დაღლილობას, ერთმანეთთან საერთო ინტერესების არქონას... და ის, რასაც ეძახიან პატარა ოჯახურ სიამოვნებებს, ნელ-ნელა მცირდება. მცირდება ოჯახური ურთიერთობები და ერთობლივი საქმიანობები. ეს მოვლენები თავს იჩენს ოჯახური ცხოვრების დაწყებიდან 1-2 წლის შემდეგ და თანდათანობით პროგრესირდება. მიზეზები: ურბანიზაცია, ტექნიკური პროგრესი, მატერიალური კეთილდღეობის ზრდა, როგორც ქმრის ასევე ცოლის მისწრაფება პროფესიული მიღწევებისაკენ. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მას აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც. ადამიანის ყველა ინტერესი ჩანაცვლებულია სამსახურისა და კარიერისაკენ. ოჯახისათვის აღარ რჩება დრო. საუბარია იმაზე, რომ ფაქტიურად ქრება სითბო და ერთმანეთისადმი ლტოლვა. როცა თითოეული ხვდება, რომ შეუძლია დრო გაატაროს სრულიად სხვა ადამიანთან, ან თუნდაც მარტო. მას ერთიანობის, ნათესაობის და ნამდვილი სიახლოვის გრძნობა უკვე იმდენად აღარ აღელვებს. ეს საფრთხეს წარმოადგენს არამარტო ოჯახის მდგრადობისათვის, არამედ თითოეული ოჯახის წევრის ჯანმრთელობისთვისაც. რადგან ამ შემთხვევაში ოჯახის წევრები დაუცველები არიან გარემოს ნეგატიური გავლენისაგან. ერთადერთი, რაც შეუძლია გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა ოჯახური ურთიერთობების შესანარჩუნებლად ისაა, რომ იმუშაოს საკუთარ თავზე. ყურადღება და სიახლოვე ქმნის პოზიტიურ განწყობას. და კიდევ, მოიძიეთ რამე ჰობი სამუშაოს გარდა. ის დაგიცავთ სტრესისგან და ქრონიკული დაღლილობის სინდრომისაგან როგორც თქვენ, ასევე თქვენს ოჯახს.

ფუნქციონალური ოჯახური უთანხმოებები
არაფერია იმაში საგანგაშო, როდესაც ხანდახანობით ოჯახში წარმოიშობა აზრთა სხვადასხვაობა. ბავშვების აღზრდაზე, ფინანსურ საკითხებზე, თავისუფალი დროის გატარებაზე შეიძლება გქონდეთ სხვადასხვა შეხედულებები. ცუდია თუ რაღაც საკითხებში თქვენ აღმოაჩენთ ინტერესების სრულ შეუთანხმებლობას. კიდევ უარესი თუ ეს ხდება მიზეზი ჩხუბის და ხანგრძლივი კონფლიქტების. სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება, როდესაც ეს - რომელიღაც ერთ საკითხში წარმოშობილი კონფლიქტი გადადის სხვა დანარჩენ ოჯახურ ურთიერთობებში და აუარესებს თანაცხოვრებას. არადა, ასეთი შემთხვევები ხშირია და რაც მთავარია, ეს ხდება ჩვენი სურვილების გარეშე. ცუდი განწყობა გადაედება ბავშვებს და გარშემომყოფ ადამიანებს. გაგრძელება შეიძლება იყოს ყველანაირი, რადგან ჩხუბის დროს ძალიან ბევრი არასწორი რამ შეიძლება იყოს ნათქვამი. ხშირად ხდება, რომ ჩხუბი რაღაც უმნიშვნელო საკითხთან დაკავშირებით, ანგრევს ურთიერთობებს. საწყენია, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩხუბის დაწყების მიზეზი არავის ახსოვს, მაგრამ ამახსოვრდებათ ჩხუბის პროცესში მის მიმართ ნათქვამი თითოეული მწარე სიტყვა. ამიტომ საჭიროა კინკლაობა ჩავსვათ რაღაც ჩარჩოებში. ეს განსაკუთრებით რთულია მამაკაცებისათვის, რომლებიც უფრო მძიმედ აღიქვამენ ოჯახურ ჩხუბს. შედარებით ადვილია ქალებისათვის, რადგანაც მათ ნერვული სისტემა სხვაგვარად აქვთ მოწყობილი და ძალიან სწრაფად შეუძლიათ შეიცვალონ თავისი განწყობა. ამიტომ უნდა დაივიწყოთ თანასწორობის თემა, თავიდან ამოიგდოთ "მე რატომ უნდა დავიწყო პირველმა" და აუცილებლად  უნდა შეეცადოთ შერიგებას. ეს სულაც არ ნიშნავს სისუსტის გამოვლენას და არაპრინციპულობას. საქმე ეხება ოჯახში მშვიდობის დამყარებას. არ დაგავიწყდეთ, რომ სულ პატარა სიხარულებმაც კი შეიძლება სასწაულები მოახდინოს ოჯახის ცხოვრებაში.

 ფარული პრობლემები
ოჯახური პრობლემები ყოველთვის არ არის მკვეთრად გამოხატული და თვალსაჩინო. პრობლემების ნამდვილი მიზეზის ძებნა ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კია. ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ თავის მოქმედების ნამდვილ მოტივებს. ან აცნობიერებენ და მალავენ. ოჯახურ პრობლემებს ზოგჯერ აქვთ ღრმა საწყისი მიზეზები, რომელთა პოვნა ძნელი, მაგრამ აუცილებელია. ხშირად ხდება, რომ ერთ-ერთი მეუღლე დასაწყისშივე ოჯახის გამო თმობს რაღაცას, მაგალითად კარიერას, მაგრამ გადის წლები, სიტუაცია იცვლება და ის იწყებს თავისი მისწრაფებების დაბრუნებას. იცვლის ცხოვრების სტილს, რათა დაამტკიცოს, რომ ინტერესი მის მიამრთ ისევ აქვს საზოგადოებას. ის წინ მიიწევს და საჭიროდ აღარ თვლის ამ საქმეში ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების ჩართულობას. უმეტეს შემთხვევაში ასეთი სიტუაცია ოჯახის დანგრევით სრულდება. ამ შემთხვევაში არ არსებობს აფსოლუტური სიმართლე, გაურკვეველია ვინ არის დამნაშავე, რადგან ორივე მხარე მოვლენებს თავისი პოზიციიდან უყურებს. გამოსავალი იმაშია, რომ აზრთა სხვადასხვაობები და მისწრაფებები ყოველთვის იყოს განხილული. ოჯახის გადარჩენისათვის აუცილებელია წყვილმა ერთობლივად ეძებოს გამოსავალი.

 ოჯახური ტრამვები
არავინაა დაზღვეული უსიამოვნებებისაგან. ბედის დარტყმები არასასიამოვნო ტკივილს იწვევს, რომელიც დიდი ხნით რჩება ოჯახში. იმის თქმა, რა ტიპის უსიამოვნებები რამდენ ხანს მოქმედებს ოჯახზე, ძნელია. ყველა ადამიანი ამას ინდივიდუალურად აღიქვამს. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც დაბადებიდანვე აქვს თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემები, შეიძლება აღიქვან, როგორც სასჯელი და ოჯახისთვის მუდმუვი პრობლემების წყარო. ან აღიქვან, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, რომელსაც, უბრალოდ, მეტი ყურადღება და სიყვარული სჭირდება. 
ერთერთი ყველაზე გავრცელებული ოჯახური ტრამვა, რომელიც ყველაზე მწვავედ აღიქმება, არის ღალატი. 
ქალები ღალატს უფრო ადვილად გადაიტანენ, ვიდრე მამაკაცები. კაცებისათვის ღალატის ფაქტის აღიარება გაცილებით უფრო მძიმეა. ეს იწვევს თვითშეფასების დაწევას, იზრდება დეპრესიული მდგომარეობის ალბათობა, უბედური შემთხვევების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სექსუალური ფუნქციების დაქვეითების. ამის საპირისპიროდ, ქალებში ქმრის ღალატი ხშირად იწვევს პიროვნულ ზრდას და მიღწევებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. შეკითხვა - რომელი გრძნობს თავს უარესად? - უადგილოა. სიტუაციის გამოსწორება, ურთიერთობის აღდგენა, აი ეს არის მთავარი. ამ შემთხვევაში ჩხუბის გარეშე არ გამოვა. მაგრამ თუ ისევ ერთად ყოფნა გსურთ, ჯობია ტაბუ დაადოთ მტკივნეულ თემას - არ ღირს ძველი ტკივილის გახსენება.

 პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება გადავდოთ ხანგრძლივი დროით. რაც უფრო დავაგვიანებთ, მით უფრო გართულდება საქმე. ყველა ავადმყოფობა არ ექვემდებარება თერაპიულ მკურნალობას, ზოგჯერ საჭიროა რადიკალური და გადამწყვეტი მოქმედებები. ადამიანები ხშირად ცდილობენ მათ გადავადებას, იმის იმედით რომ ყველაფერი თავისთავად გადაწყდება, ხანდახან ასეთი გადავადება გამართლებულია, მაგრამ ზოგჯერ ხდება დამატებითი ტკივილის მიზეზიც. მაგალითად, გაყრის ზღვარზე მისული მეუღლეები ხშირად ცდილობენ გაწელონ დრო ბავშვების გამო. ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ბავშვები ოჯახურ სიტუაციას შიგნიდან გრძნობენ და ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას.
ყველა ავადმყოფობის პროფილაქტიკა უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ძნელია ოჯახისათვის მოიფიქრო გამაჯანსაღებელი პროფილაქტიკური პროგრამა. ამისათვის საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმათ, ვინც თავს კარგად გრძნობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (5-10-15-20.. წელი) ერთობლივი ცხოვრების შემდეგ. რას აკეთებენ ისინი? - არაფერს განსაკუთრებულს - უბრალოდ, ფიქრობენ თავიანთ ოჯახზე პოზიტიურად და ოპტიმისტურად და თავს თვლიან მის ნაწილად რაც უნდა მოხდეს. 
შეეცადეთ, თქვენც ასევე მოიქცეთ, ამასთანავე ეძებეთ საკუთარი რეცეპტებიც. გახსოვდეთ, რომ ოჯახის სიჯანსაღე უმთავრესად თქვენზეა დამოკიდებული.
პერლა გისურვებთ ოჯახურ ბედნიერებას!

 

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO