მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2024-02-14
საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე - 2024-01-27
22 იანვარი - თოვლის საერთაშორისო დღე - 2024-01-22
ჩახუტების დღე - 2024-01-21
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივლისი    » «    2020    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ეიფელის კოშკი

      შეუძლებელია წარმოვიდგინოთ საფრანგეთის დედაქალაქი _ პარიზი ეიფელის კოშკის ელეგანტური სილუეტის გარეშე.  კოშკს ეს სახელწოდება დაერქვა მისი არქიტექტორის, ინჟინერის _  გუსტავ ეიფელის პატივსაცემად. დღესდღეობით ის ითვლება ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავ ნაგებობად, რომელიც 1989 წელს საზეიმოდ გახსნის დღიდან მოინახულა 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

    1887 წლის იანვარში პირველად დაარტყეს წერაქვი შან-დე-მარსის ტერიტორიაზე. გუსტავ ეიფელი ვარაუდობდა, რომ საძირკველის ამოღების დროს ქვიშის ფენამდე წყალი შეხვდებოდათ, რადგან კოშკის მშენებლობა მდინარე სენასთან ახლოს იყო დაგეგმილი. მისი აზრით წარმოიქმნებოდა ხრეშის მასა, რაც შესაფერისი ბალასტი იქნებოდა კოშკის ფუნდამენტისათვის. როდესაც იმ დონეს მიაღწიეს, სადაც სენის წყალი ჟონავდა, წინასწარ მომზადებული მეტალის კონსტრუქციები დაამონტაჟეს. ოსტატები თავდაუზოგავად შრომობდნენ. მათ ზუსტი გრაფიკით უნდა ემოქმედათ, რომ საძირკველის ჩასხმა არ დაგვიანებოდათ. მთავარი მიზანი იყო ის, რომ მუშებს წყლის გამოჟონვის გარეშე შეძლებოდათ ორმოების ამოთხრა და შიგნით ბეტონის ჩასხმა, რაც ფუნდამენტს განამტკიცებდა.

    მალე კოშკის მშენებლობას პროტესტი მოჰყვა. გამოჩნდა პეტიცია მშენებარე კოშკის საპროტესტოდ, რომელსაც ხელს აწერდნენ მწერლები, მოპასანი, დიუმა, არქიტექტორი გარნიე და სხვები. ისმოდა მგზნებარე კრიტიკა: "ეიფელის გამოუსადეგარი და მახინჯი კოშკი", "ქარხნის საკვამური", "პარიზის სირცხვილი" და ა. შ. პეტიცია მალე "le temps"-ში დაიბეჭდა, მაგრამ კოშკის ავტორები თავს იმშვიდებდნენ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო პარიზის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით და პროტესტს სერიოზული შედეგები არ მოჰყვებოდა.

    შანდე-მარსის მოსახლეობამ კოშკის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით საჩივარიც კი წარუდგინა ტრიბუნალს, მაგრამ 1887 წლის ზაფხულში მართლმსაჯულებამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რადგან კოშკი ამ დასახლებასთან საკმაოდ მოშორებით შენდებოდა და მის მოსახლეობას ხედს არ უფუჭებდა. ამის შემდეგ კოშკის მშენებლობა აღარ შეფერხებულა.

    უკვე დასრულებულ ფუნდამენტზე კოშკის ფეხები დადგეს. თანდათანობით კოშკის სიმაღლემ 50 მეტრს მიაღწია. 1887 წლის დეკემბერში ბურჯების სიმაღლე ჰიდროცილინდრებით დააზუსტეს. მცირედი ჰორიზონტალური ან ვერტიკალური უზუსტობის შემთხვევაში ხალახლა მოუწევდათ ყველაფრის გაკეთება. რამოდენიმე კვირაში პირველი სართული უკვე მზად იყო დასაშენებლად. მშენებლობის ყველაზე რთული ეტაპი უკვე გადალახული იყო.

alt

    ამ დროს ეიფელის ლევალუა-პერეს ქარხანაში ძალიან სწრაფად აწყობდნენ სხვასდასხვა მეტალის კონსტრუქციას, რომელიც შემდეგ კოშკზე მონტაჟდებოდა. ასეთი საქმის გაძღოლა დიდ ორგანიზატორულ ნიჭს მოითხოვდა. რკინის ყოველი დეტალი ჯერ ინომრებოდა და შემდეგ იგზავნებოდა მშენებლობაზე, რადგან ერთმანეთში არ არეოდათ. ციფრებით მიანიშნებდნენ თითოეული დეტალის ადგილმდებარეობას შენობაზე, რომ მუშებს სწრაფად გაერკვიათ კოშკის რომელ ნაწილში განეთავსებინათ დანომრილი კონსტრუქცია. კოშკის დათვალიერებისას. დღემდე შენიშნავთ კონსტრუქციაზე ამოტვიფრულ ნომრებს.

    ეიფელი მთავრობას და მუნიციპალიტეტს შეჰპირდა, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში გამოფენისათვის მზად იქნებოდა კოშკი. მართლაც მისი მშენებლობის რიტმი არ შენელებულა და 1889 წლის 31 მარტს მწვერვალს მიაღწია. დარჩა მხოლოდ ბოლო ეტაპი _ უზარმაზარი ლიფტის დამონტაჟება. 6 მაისისთვის ყველაფერი მოესწრო. პრეზიდენტმა სადი კარნომ მსოფლიო გამოფენა გახსნილად გამოაცხადა. კოშკი უკვე სრულიად მზად იყო. იქაურობას ხალხის დიდი მასა მიაწყდა: ყველას სურდა კოშკის მწვერვალიდან პარიზისათვის გადმოეხედა.

alt

    ძალიან მალე კოშკმა დიდი აღიარება მოიპოვა: 8 თვეში მან 2 მილიონზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა. ეიფელმა ინვესტირებული თანხა წელიწადზე ნაკლებ დროში აინაზღაურა.

    1892 წლის ბოლოს ეიფელის მიმართ მადლიერება დასრულდა. მას ბრალად წაუყენეს პანამის არხის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვა. 1893 წელს მან თავი დააღწია მართლმსაჯულებას, თუმცა მის სახელს ჩრდილი მიადგა. კოშკი ძველებურად აღარ იზიდავდა ხალხს.

alt

    1900 წელს ახალი კონკურსი გამოცხადდა შან-დე-მარსის გასალამაზებლად. კონკურსის კანდიდატებს კოშკის დემონტაჟის უფლებაც ეძლეოდათ. ამის გამო ძალიან წუხდა ეიფელი. 1903 წელს მას მეგობარი მეცნიერები დაეხმარნენ ამ პრობლემის გადაჭრაში: სამხედროებს შესთავაზეს კოშკი გამოეყენებინათ,  როგორც გიგანტური ანტენა.

   1904 წლის იანვარში სამხედრო შტაბი დათანხმდა უსადენო ტელეგრაფის ტესტირებაზე. რის შემდეგაც დარწმუნდნენ, რომ კოშკისა და უსადენო ტელეგრაფის მეშვეობით ნამდვილად შეეძლოთ ყველაზე შორეულ სამხედრო ნაწილებსაც კი დაკავშირებოდნენ. მართლაც, გადაწყვიტეს, რომ კოშკი ანტენად გამოეყენებინათ და ზედ რადიო-ტელეგრაფის სადგური მოეწყოთ. 1921 წელს კოშკიდან პირველი რადიოგადაცემა გავიდა. შემდეგ, 1935 წელს პირველი ტელეგადაცემა და ამ მრავალ ფუნქციასთან ერთად დროთა განმავლობაში ეიფელის კოშკიც შეუცვლელი გახდა.

alt

    დღეს აშენებიდან 122 წლის შემდეგ 700 ტონა სიმძიმის ეიფელის კოშკი პარიზის შუაგულშია გამეფებული და უმშვენიერესი პარიზის ამ საყოველთაოდ აღიარებულ სიმბოლოს ყოველთვის თავი მოაქვს მნახველთა სიმრავლით.

  • ეიფელის კოშკის ძირიდან წვერამდე 1665 საფეხურია. ბოლო სართულზე მოწყობილია გუსტავ ეიფელის სამუშაო ოთახის ასლი. არქიტექტორის ცვილის ფიგურა, ნახაზებსა და გეგმებს შორის ზის და  ისეთი ბუნებრივი გამომეტყვეება აქვს, რომ არა წინა საუკუნის სტილის ჩაცმულობა, ნამდვილი გეგონებათ.
  • ამავე სართულზე, კოშკის წვერის გარშემო, განლაგებულია მსოფლიოს დედაქალაქების დასახელება, ქვეყნის რუკითა  და ამ ქალაქამდე მანძილით ეიფელის კოშკიდან. (2007 წლამდე, ეიფელზე საქართველოს ძველი შინდისფერი  დროშა იყო. იმედია მას შემდეგ იზრუნეს მის შეცვლაზე.)
  • დაღამებიდან დილამდე, ყოველ სრულ საათზე, ეიფელი ციმციმს იწყებს და 5 წუთი გრძელდება.
  • კოშკი სულ  18 038 მეტალის ნაწილისა და 2 500 000 ჭანჭიკისაგან  შედგება.
  •  გახსნიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ზუსტად 236 445 812  დამთვალიერებელმა მოინახულა ეიფელის კოშკი.
  • გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა, კოშკზე  არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა და ამბობდა, ,,ეს ერთადერთის ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანს,,.
  • ,,არასოდეს მისადილია ეიფელის კოშკის  რესტორანში. როცა წარმოვიდგენ რომ შეიძლება უნებლიედ დანა გადმომივარდეს..,, წერდა მარი გურიო.

                                   ავტორი: ემილი

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2012-04-11 03:05:37)

altalt

cicila lomidze
(2011-02-19 00:30:53)

ukure shen, mavne xandaxan kargic aris xolme :))) mikvars me eiffeli da ufro metad perlas statiebi :)) nichieria udavod :*

shav legi
(2011-02-17 20:02:10)

agfrtovanebuli davrchi!

mavne 03
(2011-02-17 17:32:02)

ზოგჯერ კარგის თქმა მიწევს ხოლმე და რა ცუდია! არადა მომეწონა და.. რა გავაკეთო არ ვიცი

muto muto
(2011-02-17 17:12:57)

momewona..... 

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO